ანაზღაურებადი სტაჟირება 2020-09-16T13:40:03+00:00

მოგესალმებით,

გიკავშირდებით კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკიდან“.

„ჰიდროდიაგნოსტიკა“ ქართული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ინოვაციურ თუ ტრადიციულ საინჟინრო პროდუქტებსა და სერვისს აწვდის მომხმარებლებს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

დაინტერესებული ვართ ნიჭიერი, მონდომებული ახალგაზრდების მოზიდვით ჩვენს კომპანიაში, რომლებიც სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდებიან სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხრივ ვთანამშრომლობთ რამდენიმე უნივერსიტეტთან, პერიოდულად ვაქვეყნებთ სხვადასხვა ვაკანსიებს, ამ კუთხით გვსურს თქვენს უნივერსიტეტთანაც დავამყაროთ კავშირი.

ამ ეტაპზე გიგზავნით ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიას. აღნიშნული ვაკანსია არაა ვიწრო სპეციალიალიზაციაზე გათვლილი. თქვენი პროგრამების ვებ-გვერდზე გაცნობის შემდეგ ვთვლით რომ თქვენი შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის იქნება საინტერესო:

  • სამშენებლო;
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის;
  • სამთო გეოლოგიური;
  • ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტი;

ვაკანსია ეხება როგორც ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსიდან „ზემოთ“ სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

პატივისცემით,

 

ზურაბ გორჯოლაძე

დირექტორი

ი.გაგარინის 24, ოფისი #304

+ 995 032 236 34 02; + 995 599 99 70 83

ვაკანსია