ისტორია 2018-06-22T14:41:19+00:00

 

საგზაო დეპარტამენტი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთაშორისი საგზაო დეპარტამენტის მოკლე ისტორია

 

რკინიგზების მშენებლობის და სალიანდაგო მეურნეობის, ხიდების, საავ­ტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობებით სტუდე­ნტების მომზადება დაიწყო 1917 წელს გახსნილ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1924 წელს აღნიშნული ინსტიტუტი შეუერთდა თბილისის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტს. სადაც პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაგ­რძელდა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობებით საინჟინრო კადრების მომზადება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1930 წელს გამოეყო და დამოუკი­დებელ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდა მიმოსვლის გზათა ამიერკავკასიის ინჟინე­რთა ინსტიტუტი და ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1934 წელს მიმო­სვლის გზათა ამიერკავკასიის ინჟინერთა ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ეწოდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, სადაც მზადდებოდა საინჟინრო კადრები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობებით გარდა საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობისა, რომლის სპეცი­ალსტების მომზადება გრძელდებოდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტი­ტუტ­ში. ამ ინსტიტუტს 1947 წელს დაერქვა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1948 წელს  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში შეიქმნა სატრანსპორტო გვირაბების კათედრა.

1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტს შეუერთდა თბი­ლისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინს­ტიტუტი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობები გაერთიანდა სატრანს­პორტო ფაკულტეტის შემად­გენლობაში.

წლების განმავლობაში ზემოთ ჩამო­თვლილი სპეციალობების კათედრებს ხელმძღვანელობდნენ აკადემიკოსი კ. ზავ­რიევი, გენერალი გ. კობახიძე, პროფე­სორები ე. სეხნიაშვილი, მ.იაკუბოვიჩი, მ.დანდუროვი, ვ.სლოვინსკი, გ.ქარცივაძე, ა.დაუშვილი, გ.კიზირია, თ.ჭურაძე, ი.ანდრონიკაშვილი, ზ.ბიწკინაშვილი, ვ.გოგ­ლიძე, ა.ბურდულაძე, ნ.გვარამაძე, პ.სოლოვიოვი, მ. ეზიაშვილი, ნ.როინიშვილი, ვ.გურგენიძე, ა.შალამბერიძე, ა.კონიაშვილი, ე.მოისწრაფიშვილი.

სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთაშორისი საგზაო დეპარტამენტი დაარსდა 2011 წელს, რკინიგ­ზების მშენებლობის, ხიდე­ბისა, სატრანსპორტო გვირაბების, საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის კათედრების ბაზაზე. დეპარტამენტს ამჟამად ხელმძღვანელობს პროფესორი ნ.რურუა. დეპარტამენტი დაკომპლექ­ტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგიური და სამეცნიერო კადრებით. ამჟამად დეპარტამენტში სასწავლო პროცესს და საცმენიერო-კვლევით სამუშაოებს ემსახურება 8 პროფესორი, 8 ასო­ცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ პროფესორი, 1 ასისტენტი, 2 პროფესორ-ემერიტუსი. ყველა მათგანი დეპარტამენტის აღზრდილია.

საგზაო დეპარტამენტი ამზადებს ქვეყნისათვის მეტად საჭირო სპეციალის­ტებს: რკინიგზების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხი­დებისა და სატ­რან­ს­პორტო გვირაბების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გან­ხრით. წარმატე­ბული კურსდამთავრებულები დასაქმებულია სპეციალობის მიხე­დვ­ით.  წლების მანძილზე გამოშვებულია ამ სპეციალობების ექვსი ათასზე მეტი ახალგაზრდა სპე­ციალისტი. მომზადებულია რამოდენიმე ათეული დოქტორი და მაგისტრი.

დეპარტამენტის კვლევის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს რთულ ბუნებრივ პირობებში რკინიგზების, მათ შორის ვიწროლიანდიანი რკინიგზების, საავ­­ტო­მო­ბილო გზების, აეროდრომების და ხელოვნური ნაგებობების დაპროექ­ტე­ბა და საქართველოს პირობებისათვის მისი ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის შექმნა; სახა­ზო ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის, მოწყობის და ექსპლუატაციის ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის შემუშავება.

საგზაო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები წარმატებით მონაწილე­ობენ ისეთი საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების გან­ხორციელებასა და ექსპერტიზებში, როგორებიცაა: საქართველოში და მის ფარ­გლებს გარეთ ავტომაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობ­რივი გზების პროექტები; რკინიგზებზე და საავტომობილო გზებზე ხიდების, გვი­რაბების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, გამოკვლევა და გამოცდა; საერთაშორისო ავტომაგისტრალის E-60-ის ნატახტარი-ხაშურის, ზესტაფონი- ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთების დაპროექტება, თბილისი-ბათუმის რკინიგ­ზის რებილიტაციის პროექტი, ყარსი-ახალქალაქის საერთაშორი­სო რკინიგზის დაპროექტება, ექსპერტიზა და მშენებლობა და სხვა.

საგზაო დეპარტამენტში მოღვაწეობენ პროფესორები, რომელთაც აქვთ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში და საკვლევ ინსტიტუტებში პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

საგზაო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები სისტემატურად მონა­წილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციებში და სიმპოზი­უმებში, აქვეყნებენ მეცნიერულ სტატიებს საერთაშორისო და საქართველოს ჟურნალებში; მუდმივად მიმდინარეობს ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების განახლება და ახალი სახელმძღვანელოების შედგენა. გამოცემული აქვთ მონო­გრაფიები; გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი “ტრანსპორტი”. დეპარტამენტის ბა­ზაზეა ჩამოყალიბებული თვით­დაფინანსებაზე მყოფი „სარკინიგზო ინფრასტრუქ­ტურის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი“, რომელიც ძირითადად ეწევა საექსპერტო საქმიანობას.