სამეცნიერო კვლევითი მუშაობა 2018-02-10T06:39:37+00:00

 

სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი

 

ა.სოხაძის სახ. სსმ დეპარტამენტში სრულდება მრავალი სამეცნიერო–კვლევითი სამუშაო, რომელთა უმრავლესობას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა:

  • დიდმალიანი სივრცითი კონსტრუქციები;
  • სამშენებლო კონსტრუქციების გაძლიერება – გამაგრების თანამედროვე მეთოდები და ხერხები, მათი პრაქტიკული განხორციელება რკინაბეტონის, ლითონის და ხისა და პლასტმასის კონსტრუქციებში;
  • გამბრჯენიანი სისტემების (თაღები, კამარები, კომპლექსური გადახურვა) გაანგარიშება და დაპროექტება;
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების გაანგარიშება – დაპროექტება;
  • ნაგებობათა ფაქტიური მუშაობის გამოკვლევა და ახალი კონსტრუქციული ფორმებისა და გაანგარიშების მეთოდების დამუშავება;
  • ნაგებობათა სეისმომედეგობა და დინამიკა;
  • რკინაბეტონის რღვევის მექანიკის კვლევა;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ევროპულ მექანიზმებთან დაახლოების ფორმატში, მომზადებულ იქნა საგანგებო საინჟინრო ვითარების შეფასების მეთოდიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის ალგორითმი შენობა-ნაგებობების სტრუქტურული მოწყვლადობის მატრიცის დადგენის თვალსაზრისით.
  • სეისმომედეგობა და სეისმომედეგი მშენებლობა;
  • სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდების სრულყოფა ექსპერიმენტალური კვლევების საფუძველზე;
  • მიმდინარეობს ახალი ევროპული ნორმების, კერძოდ, ევროკოდების ნორმატიული დოკუმენტების მშობლიურ ენაზე დამუშავება, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს სახელმწიფოს ინვესტორებთან ურთიერთობას ამ დარგში.

დამუშავდა და მშობლიურ ენაზე გამოიცა ევროკოდ–2–ის ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დაპროექტების ნორმატიული დოკუმენტი.

სსმ დეპარტამენტში მაგისტრების ნაშრომებში წარმოდგენილია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:  მაღლივი კარკასული შენობების გაანგარიშება და კონსტრუირება, შეკიდულსართულებიანი მაღლივი შენობების დაპროექტება, ურიგელო გადახურვების გაანგარიშება და კონსტრუირების თავისებურებები, სეისმოდამცავი სისტემები, წინასწარდაძაბული კონსტრუქციებით დაპროექტებული მრავალსართულიანი შენობა–ნაგებობები, მათი დაპროექტების თავისებურებები და ა.შ.

 

სსმ დეპარტამენტში 2011-2017 წლებში დაცული დისერტაციები, რომელშიც ასახულია ყველა ის ზემოჩამოთვლილი პრობლემები:

  1. ალექსი ცაკიაშვილი 2011–2014 წწ.

ხელ–ლი: ბალანჩივაძე ლია

             სადისერტაციო თემა:  `რკინაბეტონის ღუნვადი ელემენტის სიმტკიცის შემოწმება  განივი ძალის მიხედვით   ექსპერიმენტული მონაცემების   საფუძველზე“.

დისერტაციის მიზანს შეადგენს:  ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევების ანალიზის საფუძველზე შეფასდეს რეალური მდგომარეობა ახალი მიდგომებით, ექსპერიმენტის საფუძველზე მოხდეს რკინაბეტონის კონსტრუქციების დახრილი კვეთების სიმტკიცეზე გაანგარიშების მეთოდის დახვეწა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

  1. ირაკლი სალაძე 2012–2015 წწ.

       ხელ–ლი: კახიანი ლია

        სადისერტაციო თემა:  „სეისმოიზოლაციის სისტემის გავლენა რკინაბეტონის მაღლივი კარკასული შენობის დინამიურ მახასიათებლებზე“

           დისერტაციის  მიზანი:  სეისმოდამცავი სისტემების გავლენის გამოკვლევა რკინაბეტონის მაღლივი კარკასული შენობების  დინამიურ მახასიათებლებზე, მათი ეფექტური გამოყენების შესწავლა,  სტატიკური და დინამიური მახასიათებლების დადგენა რეალური კონსტრუქციისათვის, ღირებულებისა და ეკონომიურობის  შეფასება.

თემის შესრულების დროს გამოყენებული იყო ახალი ტიპის სეისმოიზოლატორი წრიული მოხაზულობის ლითონის გულით, რომელიც განთავსებული იყო 16 სართულიანი კარკასული შენობის საძირკველსა და შენობის მზიდ კონსტრუქციებს შორის. ასეთი შენობის საანგარიშო 16 მასიანი სქემა დაყვანილ იქნა ორმასიან სქემაზე; სამუშაოს მეცნიერული შედეგის მისაღწევად პროფ.კ.ოდიშვილის მონაწილეობით (შპს “კონექსი“–ს დირექტორი, კონსტრუქტორი) დაიწერა ახალი პროგრამა კომპიუტერული საინჟინრო გამოთვლებისათვის, რომელმაც დაადასტურა სავარაუდო წინასწარი შედეგები, რის საფუძველზე შესაძლებელია მასალების– ბეტონისა დ არმატურის შემცირება, რაც იძლევა ოპტიმალური დაპროექტების ახალ შესაძლებლობებს.

  1. მიხეილ მუხიგულიშვილი 2012–2015 წწ.

ხელ–ლი: ჯემალ ესაიაშვილი

სადისერტაციო თემა:  რკინაბეტონის შეკუმშული სვეტების მდგრადობის შეფასება  

                                           სეისმური ზემოქმედებისას ‘‘.

დისერტაციის მიზანს შეადგენს:  ღეროვანი სისტემების, კერძოდ, მრავალსართულიანი რკინაბეტონის კარკასულ შენობებში, მზიდი კონსტრუქციების – სვეტების მდგრადობის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევას,  სეიმური დატვირთვების დროს. შესწავლიალია სეისმური ზემოქმედებით წარმოქმნილი დამატებითი ექსცენტრისიტეტის გავლენა ელემენტების მდგრადობის დაკარგვაში.

 

2015 წელი.

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

სადისერტაციო თემა: „დიდი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორების                     

                                           კონსტრუირების  ახალი პრინციპები“

ხელმძღვანელი:  პროფესორი, აგული სოხაძე                        

თანახელმძღვანელი: პროფესორი, ლია ბალანჩივაძე

რეცენზენტები: პროფესორი ბიჭიკო სურგულაძე;

ტ.მ.დ. დავით პატარაია

ვიქტორია ბერიძე

თემა:  „არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლთა აღდგენა–გაძლიერების და

             სეისმომედეგობის ამაღლების კონსტრუქციული ღონისძიებები“

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ლებანიძე

რეცენზენტები: ტ.მ.კ., დ.რამიშვილი; 

 ასოცირებული პროფესორი მაია ჭანტურია;

მალხაზ ბედიაშვილი

სადისერტაციო თემა: სამოქალაქო ნაგებობათა ანტისეისმური ღონისძიებები (დაზიანებული   შენობების აღდგენა–გამაგრების მაგალითები)“.

ხელმძღვანელები : ხელმძღვანელი:  პროფესორი, აგული სოხაძე   

ასოც.პროფესორი მაია ჭანტურია.

რეცენზენტები: ასოც.პროფესორი ლია კახიანი;

ტ.მ.დ., პროფესორი გელა ყიფიანი

ზურაბ ლაოშვილი

სადისერტაციო თემა: „ საქართველოს სამხედრო-საინჟინრო გეოგრაფიის       

                                           გეოინფორმაციული    საფუძვლები“.

ხელმძღვანელი: ტ.მ.დ., პროფესორი  ელგუჯა მეძმარიაშვილი;

რეცენზენტები:  პროფესორი ლია ბალანჩივაძე.

2016 წელი

ვახტანგ ტურაშვილი

თემა: „განივი ჩარჩოს (ღუნვადი ელემენტების) გაანგარიშების 

            თავისებურებები“.

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ომარ ხაზარაძე

რეცენცენტები: ა.ბერძენიშვილი

2017 წელი

გიორგი ნოზაძე

თემა:“ რკინაბეტონის შედგენილი კვეთის კონსტრუქციებში აღძრული  

             ძალვების სტატისტიკური ანალიზი“

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მაია ჭანტურია;

რეცენზენტები: პროფესორი  ლია ბალანჩივაძე;

ტ.მ.კ.  ნელი ერემაძე.

ნინო ნაკვეთაური

თემა: „კარკასულ–ბმულ სისტემაში არმატურის წინასწარ დაძაბვის

              ცვლილება, ბეტონის ცოცვადობის დეფორმაციების გავლენით“

ხელმძღვანელი: პროფესორი ლია ბალანჩივაძე;

რეცენზენტები: ასოცირებული პროფესორი მაია ჭანტურია;

                                                                     ტ.მ.კ. ნელი ერემაძე.

სადოქტორო პროგრამა -„ სამხედრო ინჟინერია“

ანნა ხატელაშვილი

თემა: ქართული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი საჰაერო-კოსმოსური

         დაცვის სტრატეგიული და ტაქტიკური ფუნქციების ინტეგრაციით“,

ხელმძღვანელი: ტ.მ.დ.,პროფესორი ელგუჯა მეძმარიაშვილი;

რეცენზენტები:  პროფესორი შოთა წეროძე;

                           სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

                           პოლკოვნიკი გიორგი დანელია

 

საქართველო არის სეისმური სარტყლის მეორე ზონაში, სადაც სეისმური ზემოქმედება შენობა–ნაგებობებზე რიხტერის შკალის  მიხედვით 7,8,9 ბალს შეადგენს.

მსოფლიოში დანერგილია მრავალი სეისმოდამცავი სისტემები, ჩვენს ქვეყანაშიც იყენებენ ზოგიერთ მათგანს, მაგრამ ყველზე ეფექტური სეისმოდამცავი სისტემა, რომელიც თავსდება საძირკველსა და შენობას შორის ამცირებს სეისმურ ძალებს დაახლოებით ორჯერ, ცვლის ნაგებობის საანგარიშო სქემას, მრავალმასიანი იცვლება ორმასიანი სქემით, რაც ძალზე ეფექტურია:

  • გაანგარიშების თვალსაზრისით;
  • კონსტრუქციული მოწყობით;
  • შენობების გაძლიერებისათვის სეისმური ბალის გაზრდის თვალსაზრისით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება, თავისი მემკვიდრეობის გამო.
  • სსმ დეპარტამენტში შესრულებულია ორი სამეცნიერო ნაშრომი მიძღვნილი „სეისმოდამცავი სისტემების გამოყენებით.

ლითონის მრავალსართულიანი კარკასული შენობებისა და დიდმალიანი კონსოლების კონსტრუირება რთული ტიპის კვანძებით, რომელთა გამოყენება მკვეთრად ამცირებს სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადებს.საექსპლუატაციო პირობებში გამოირჩევა მაღალი სიხისტით, სეისმომედეგობით და ხანგამძლეობით. ეს სისტემა განხორციელდა ქ.თბილისში დოლიძისა და ბალანჩივაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ვენდისის რესტორანზე (არქ.გ.ჩიხლაზე, კონსტრუქტორი გ.მაისურაძე).

საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული (აღმოსავლეთ საქართველოში) ლიოსისებური გრუნტები, რომლებიც ჩვეულებრივი თიხნარი გრუნტებისაგან განსხვავებით ჩაჯდომადი თვისებებით ხასიათდებიან. ამ გრუნტებზე აშენებულია ქ.თბილისში მრავალი სახლი, რომლებიც ჩაჯდომითი თვისებების გამო განიცდიან (გრუნტის დასველების შემთხვევაში) დეფორმაციას.  ყოველივეს თავიდან აცილების მიზნით დეპარტამენტში ჩვენს მიერ დამუშავებული იქნა ახალი მეთოდი (ამინოკარბონიზაციის მეთოდი). მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხდება გრუნტში –NH4–ის ხსნარის შეყვანა, რომელიც იწვევს ფუძე–გრუნტების გამაგრებას და უკარგავს მას ჩაჯდომად თვისებას.

სამუშაოს მიღებული აქვს პატენტი :#358470;

  1. დეპარტამენტში დამუშავდა ასევე მეწყრული ფერდის გამაგრება ჰორიზონტალური ბეტონის ხიმინჯების (კონტრფორსების) საშუალებით. გვაქვს აღებული პატენტი #6613, რომელიც დაინერგა ქ.თბილისში დიდ დიღომში მეწყრულ ფერდობებზე, რითაც შეჩერებული იქნა ერთ–ერთი მეწყერი.

 

კონფერენციები:

80-ე ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, 2012 წელი:

  1. მიხეილ მუხიგულიშვილი (მაგისტრი) – „მაღლივი კარკასული შენობების სეისმოდამცავი სისტემები“, ხელმძ. ლია კახიანი
  2. ირაკლი ჯიჭარაძე (დოქტორანტი) – „დიდმალიანი გადახურვების აგების ტექნოლოგია“,, ხელმძ. ლევან მახვილაძე

81-ე ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, 2013 წელი:

  1. დაჩი ჯუგაშვილი, ლუკა ჭკუასელი (ბაკალავრი) – „რკინაბეტონის სიმტკიცის უზრუნველყოფა თანამედროვე მეთოდებით“, ხელმძ. ლია ბალანჩივაძე
  2. გიორგი არეშიძე (მაგისტრი) – „ გრუნტის სიმტკიცის მაჩვენებლის შერჩევა მეწყრული ფერდობის მდგრადობის ანგარიშისთვის“, ხელმძ. გუგა ჭოხონელიძე
  3. ალექსი ცაკიაშვილი (დოქტორანტი) – „რკინაბეტონის ელემენტის დახრილი კვეთის რღვევის მიზეზების კვლევა გაანგარიშების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით“, ხელმძ. ლია ბალანჩივაძე
  4. დათო ფირყულაშვილი (დოქტორანტი) – „ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქცია“, ხელმძ. ბექა სურგულაძე
  5. გიორგი ბერაძე (დოქტორანტი) – მილსადენის დიდმალიანი გადასასვლელისახალი ტიპის წინასწარდაძაბული კომბინირებული კონსტრუქცია“, ხელმძ. ბექა სურგულაძე

                                                   

82-ე ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, 2014 წელი:

  1. ირაკლი სალაძე (დოქტორანტი) -„წესები კარკასული შენობის საძირკველში სეისმოიზოლაციის სისტემის დაპროექტების განხორციელებისათვის“, ხელმძ. ლია კახიანი
  2. ბექა მებაღიშვილი (დოქტორანტი) – „სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და მისი გავლენა მშენებლობის ხარისხზე“, ხელმძ. ლია ბალანჩივაძე

83-ე ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, 2015 წელი:

  1. თეონა გოგონაშვილი, დაჩი ჯუგაშვილი (მაგისტრები) – „წინასწარდაძაბული რკინაბეტონის ღუნვადი ელემენტის დაპროექტების თავისებურება“,ხელმძ. ლია ბალანჩივაძე
  2. კახა მახარობლიძე (მაგისტრი) – „სართულშორისი მონოლითური გადახურვის თანამედროვე კონსტრუირების საკითხები“,ხელმძ. ლია კახიანი
  3. მიხეილ მუხიგულიშვილი (დოქტორანტი) –„რკინაბეტონის სვეტების გაანგარიშება ორღერძა ღუნვისას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“, ხელმძ. ჯემალ ესაიაშვილი
  4. ვახტანგ ტურაშვილი (დოქტორანტი) – „გოფრირებულკედლიანი ლითონის შედგენილი კოჭების მონტაჟის თავისებურებანი“, ხელმძ. ომარ ხაზარაძე
  5. ნოდარ ჩხაიძე (დოქტორანტი) – „ცილინდრული გარსების გაანგარიშება სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე“,ხელმძ. მაია ჭანტურია
  6. ნიკა მეძმარიაშვილი (დოქტორანტი) – „მაღალი სიზუსტის ზემსუბუქი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შექმნის ახალი პრინციპები“, ხელმძ. აგული სოხაძე

84-ე ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2016 წელი:

  1. ქრისტინე ხუჭუა (ბაკალავრი) – „ნანომერქანი-XXI საუკუნის საშენი მასალა“, ხელმძ. თამაზ ხმელიძე
  2. ზაზა ჯანგიძე, ფრიდონ ბარბაქაძე, ვაჟა ციბაძე (ბაკალავრები) – „პრევენციები ხის კონსტრუქციებში“, ხელმძ. ლალი ვერულაშვილი
  3. ნინო ნაკვეთაური (დოქტორანტი) –„ცოცვადობის დეფორმაციის გავლენა წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციების მუშაობის თავისებურებებზე“, ხელმძ.ლია ბალანჩივაძე
  4. ანა ხატელაშვილი (დოქტორანტი) – „სამხედრო თანამგზავრული სისტემები“, ხელმძ.ელგუჯა მეძმარიაშვილი
  5. გიორგი ნოზაძე (დოქტორანტი) – „შედგენილი კვეთის კონსტრუქციების ხანგრძლივ დეფორმაციებზე გაანგარიშება“, ხელმძ.მაია ჭანტურია
  6. ალექსანდრა მამარდაშვილი (დოქტორანტი) – „ხარისხის ინფრასტრუქტურის გამოყენება და მნიშვნელობა სამშენებლო ბიზნესში“, ხელმძ.მაია ჭანტურია
  7. ნიკოლოზ ხომერიკი (დოქტორანტი) – „ვანტური ხიდის სიხისტის კოჭის გაანგარიშება ვანტის დამყოლობის გათვალისწინებით“, ხელმძ.მაია ჭანტურია

 

85-ე ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2017 წელი:

  1. ქრისტინე ხუჭუა, თევდორე ავალიშვილი, ევგენი ძნელაძე (ბაკალავრები) –„რკინაბეტონის ურიგელო გადახურვების დაპროექტების თავისებურებანი თანამედროვე მშენებლობაში“, ხელმძ.ლია ბალანჩივაძე
  2. გივი დოლიძე (ბაკალავრი) – „რკინაბეტონის ელემენტების ზღვრული მდგომარეობის პარამეტრების თეორიული გამოკვლევა“, ხელმძ.ლამარა ავალიშვილი

გამოფენები

19 მაისი, 2017 წელი

„სამშენებლოკონსტრუქციებისდეპარტამენტისბაკალავრიატისდამაგისტრატურისსტუდენტთა, დოქტორანტთადაპროფესორ-მასწავლებელთანაშრომებისგამოფენა“