სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი 2018-07-08T15:54:09+00:00

კონტაქტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
სამშენებლო კომპიუტერის დაპროექტების დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავა, 68
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი 531
ტელ: 60-85
E-mail : dccltbm@gtu.ge

სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი

დეპარტამენტის მიზანია:  შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მომზადების მუშაობის ორგანიზაცია და განხორციელება ქვეყნის და საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე.

თანამედროვე საშენი მასალების და ტექნოლოგიების გაცნობა. თვალსაჩინოებისათვის სამშენებლო ობიექტებზე თეორიის და პრაქტიკის შერწყმა დეპარტამენტის პროფილით.

დეპარტამენტის ძირითად სტრატეგია

დეპარტამენტის ძირითად სტრატეგიად მიგვაჩნია საინოვაციო-საწარმოო ერთეულად  ჩამოყალიბება. დეპარტამენტის საინოვაციო-საწარმოო ინსტიტუციად ფორმირება მოხდება თანამედროვე სისტემური სასწავლო-სამეცნიერო და საწარმოო კომპლექსების მოდერნიზაცია-სინთეზით, რომელიც ჰარმონიულად იმპლემენტირებული მდგენელია თანამედროვე საბაზრო რეალიებისა, რაც დაფუძნებულია უწყვეტი განათლების იდეაზე, ასევე სასწავლო პროცესის გაჯერებაზე რეალური პრაქტიკული, პრობლემური, გამოყენებითი, მეცნიერული მოდელებით.

შენრჩუნებული იქნება დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, რაც გამოიხატება: ელექტრონული სწავლებით, ვირტუალური კლასებით, ციფრული ლაბორატორიებით და დისტანციური სწავლების უახლესი ტექნიკური საშუალებებით.

განვითარდება დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა: აუდიტორიების, ლაბორატორიების, საპროფესოროების, დერეფნებისა და სათავსოების დიზაინის გაუმჯობესება და თანამედროვე ავეჯით მოწყობა. ასევე, აუდიტორიები უნდა აღიჭურვოს ელექტრონული სწავლებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო–დანადგარებით.

საინოვაციო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განვითარებას დეპარტამენტის თემატიკის გათვალისწინებით.

დეპარტამენტის პრიორიტეტი იქნება მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზრებზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. გადაუდებელი აუცილებლობაა ინოვაციური მოღვაწეობის საკადრო უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ინოვაციური სფეროს სპეციალისტთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების გამართულ ფუნქციონირებას, განსაზღვრულ თემატიკურ ურთიერთობას საერთაშორისო საინჟინრო პროფესიულ საზოგადოებებთან, მათ შორის წამყვანი ქვეყნების საინჟინრო–სასწავლო დაწესებულებებთან.

მნიშვნელოვანია არსებობდეს მეთოდების, ცოდნისა და დარგობრივი კომპეტენციების შესახებ წარმოდგენათა ერთობლივობა. ეს მიღებული სამეცნიერო პრაქტიკაა, რომელიც ტრადიციულად  მის შიგნით ვითარდებოდა და ვითარდება. მეორე მხრივ, დეპარტამენტი უნდა ქმნიდეს ინსტრუმენტებს, სტრუქტურებს და ინიცირებას უწევდეს პროცესებს, რათა მხარი აუბას მეცნიერული განვითარების დინამიკას,  ჩამოაყალიბოს და განავითაროს ახალი თემები.

ყოველივე აღნიშნული, ქმნის თანამედროვე კვლევითი ასპექტების სავალდებულო გათვალისწინების გადაუდებელ აუცილებლობას დეპარტამენტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებში. უნდა შევცვალოთ სასწავლო და კვლევითი მდგენელების თანაფარდობა იმგვარად, რომ  სადოქტორო საფეხურზე კვლევითი კომპონენტი საგანმანათლებლო პროგრამის გადამწყვეტ მდგენელად   წარმოჩინდეს.

თანამედროვე კვლევებს თანამედროვე სასწავლო და კვლევითი მატერიალური ბაზასთან ერთად ასევე სჭირდება თანამედროვე ლიტერატურა.

დარგობრივი მიმართება ზოგადად ეთანადება შესაბამის სფეროთა საგნობრივ პრობლემატიკას, მაგრამ, სამწუხაროდ კვლავ ჩამოვრჩებით თანამედროვე შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუციების კრიტერიუმებს.

რაც ნიშნავს, რომ:

  • სადოქტორო განათლების სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს დეპარტამენტის სასწავლო და კვლევით რესურსებს;
  • დეპარტამენტის დოქტორანტთა აზროვნების კრეატიულობისა და ინტელექტუალური ავტონომიურობის აღზრდა ისე, რომ სადოქტორო კვლევის შედეგები აკმაყოფილებს თანამედროვე კვლევის ორიგინალურობის მოთხოვნას და მიზანშეწონილი იყოს აღნიშნული კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში გავრცელება.

ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივმა ისტორიამ მრავალჯერ დაგვანახა, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავების, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე პიროვნება ვერ  ჩამოყალიბდება და თუნდაც ერთი ადამიანის აღზრდაში დაშვებული ნაკლოვანებანი შესაძლოა პიროვნების ხასიათის ძალზე საშიშ გამოვლინებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.