სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების
სასწავლო-სამეცნიერო მიმართულება
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავა, 72
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი ბ-404
ტელ: 2 36 42 07; 66 73 (შიდა);
E-mail dep56@gtu.ge
სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტი ფუნქციონირებს აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის ძირითადი მიმართულებებია: ამწე-სატრანსპორტო, სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო მანქანების და სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოთა მექანიკური მოწყობილობების, აგრეთვე სანავსადგურო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური საშუალებები (შემდეგში ასსსმ, სიმმ და სსტს).
მთავარი ამოცანა:
-
შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მომზადების მუშაობის ორგანიზაცია და განხორციელება ქვეყნის და საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე დეპარტამენტის პროფილით.
ძირითადი ამოცანები:
-
სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული დისციპლინების და სასწავლო კურსების სწავლების უზრუნველყოფა თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვით;
-
დეპარტამენტის პროფილით შესაბამისი ფუნდამენტალური, საძიებო და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ორგანიზაცია და განხორციელება;
-
მრავალდონიანი პროფესიული სისტემების განათლების ორგანიზაცია და განხორციელება დეპარტამენტის პროფილით;
-
ქვეყანაში მეცნიერული და საინჟინრო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება დეპარტამენტის პროფილით.
ძირითადი ფუნქციები:
-
საგანმანათლებლო მოღვაწეობის მიმართულებები:
-
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო გეგმების დამუშავება (მათ შორის პროფესიული განათლების)
-
სახელმძღვანელოების, დისციპლინების სასწავლო-მეთოდური კომპლექსების და სხვა მეთოდური ლიტერატურის მომზადება და წარდგენა;
-
სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მეცადინეობის ჩატარება;
-
დამოუკიდებელი სამუშაოების ჩატარება;
-
სტუდენტთა მოსწრების შუალედური კონტროლი;
-
დოქტორანტებისა და მაგისტრანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე კონტროლი და დასკვნების გაკეთება.
-
საკვლევ -სამეცნიერო მიმართულება:
-
შესრულებულ საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოებზე ანგარიშის წარდგენა;
-
სამეცნიერო-მეთოდური და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
-
მონოგრაფიებზე, სამეცნიერო სტატიებზე, დისერტაციებზე რეცენზიების მომზადება;
-
დოქტორანტურაში ჩასარიცხი კანდიდატურების შერჩევა;
-
მაგისტრანტების და დოქტორანტების მუშაობის ინდივიდუალური გეგმების განხილვა;
- მაგისტრანტების და დოქტორანტების პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
- მაგისტრანტების და დოქტორანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე დასკვნების გაკეთება.
დეპარტამენტი ვალდებულია:
- უზრუნველყოს თავისი ქმედების მაღალი ეფექტიანობა მასზე დაკისრებული ვალდებულებებით;
- არ დაუშვას შინა განაწესის ნორმების დარღვევა.
შემადგენლობა და სტრუქტურა:
- შემადგენლობა დამოკიდებულია სასწავლო დატვირთვის მოცულობაზე და სამეცნიერო კვლევის სპეციფიკაზე;
- დეპარტამენტს თავის სტრუქტურაში აქვს ლაბორატორიები საექსპერიმენტო სტენდებით, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, კომპიუტერული კაბინეტი.