ხშირად დასმული კითხვები 2018-07-09T17:10:03+00:00

კითხვა პასუხები

სწავლება რა ტიპის მეცადინეობის სახით წარიმართება სტუ-ში?

სწავლება წარიმართება მეცადინეობის სხვადასხვა ფორმების საშუალებით, როგორიცაა ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი, ლაბორატორიული სამუშაო, პრაქტიკა, საკურსო სამუშაო. ზოგიერთ სასწავლო კურსში ჩართულია პროექტის შესრულებაც. კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შესაბამისის სასწავლო კურსის სილაბუსიდან.

შესძლებელია თუ არა ერთი სასწავლო კურსი მოიცავდეს სწავლების რამდენიმე ფორმას?

დიახ, თითოეული სასწავლო კურსი, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სწავლების ზემოჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ფორმას.

ვინ ახორციელებს სასწავლო პროცესის ორგანიზებას?

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზებას ახორციელებს დეკანატი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და დეპარტამენტები.

რა ნორმატივების მიხედვით ხორციელდება სტუდენტთა სწავლება და აკადემიური მიღწევის შეფასება?

პროფესურა სწავლებას და სტუდენტთა მიღწევების შეფასებას ახორციელებს სასწავლო კურსის შესაბამისი სილაბუსების მკაცრი დაცვით. ყველა სილაბუსი მიღებულია   სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ  და დამტკიცებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ.

წარმოებს თუ არა სწავლებისა და სტუდენტთა მიღწევის შეფასების პროცესის მონიტორინგი?

დიახ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დეკანატთან ერთად მუდმივად აწარმოებს სწავლებისა და სტუდენტთა მიღწევის შეფასების პროცესის მონიტორინგს.

რომელი დამხმარე სერვისები არსებობს უნივერსიტეტში სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით?

   უნივერსიტეტში და ფაკულტეტში სტუდენტების სწავლის მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტი არსებობს სტუდენტებს რესურსების ფართო სპექტრი შესთავაზოს. ეს რესურსებია:

ფიზიკური: ბიბლიოთეკა, სასწავლო რესურსები, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა.

ადამიანური კონსულტანტებისა და სხვა მრჩეველთა სახით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდამჭერი სერვისების არსებობა და მათი ხელმისაწვდომობა.

სასწავლო რესურსების, სტუდენტების მხარდაჭერის საშუალებებისა და სერვისების დაგეგმვის, განაწილებისა და უზრუნველყოფისას ფაკულტეტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის (დასაქმებული და უცხოელი, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) სტუდენტების საჭიროებებს.

ფუნქციონიერებს ფაკულტეტის საიტი construction.gtu.ge

აღნიშნულის გარდა, შექმნილია უნივერსიტეტის მობილური აპლიკაციები GTU App.

         გარდა ამისა, მიიღებენ პირდაპირ შეტყობინებებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, ლექტორებისგან, თვითმმართველობისგან, ახალ ამბებს და სხვ.

         სტუ–ს ბაზაზე არსებულ თვითდაფინანსების ცენტრ „სტუნეტ“–ში შეიქმნა მობილური აპლიკაცია Gtu Table, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების ყველა საფეხურზე მყოფი სტუდენტების გამოკითხვას ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

         სამშენებლო ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ახლად გარემონტებული ბიბლიოთეკა, სადაც არის სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი,  ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები, დარგობრივი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა, არის კოპირების აპარატი, ბიბლიოთეკაში არსებობს ფაკულტეტის დამახასიათებელი ინფორმაციის შემცველი წიგნები და ელექტრონული კატალოგი.

         ფაკულტეტზე არსებობს მშენებლობის სასწავლო სამეცნიერო და საექსპორტო ლაბორატორია, ჰიდროინჟინერიის სასწავლო სამეცნიერო და საექსპორტო ლაბორატორია, ა.გორგაძის სახელობის მექანიკის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორია და კომპიუტერული ცენტრი.

   სტუდენტს საშუალება აქვს მიიღოს სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად, ამისთვის დეკანატში გამოყოფილია კომპეტენტური პირი.

რა არის GTU Table (სტუდენტების გამოკითხვა)

    სტუ–ს ბაზაზე არსებულ თვითდაფინანსების ცენტრ „სტუნეტ“–ში შეიქმნა მობილური აპლიკაცია Gtu Table, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების ყველა საფეხურზე მყოფი სტუდენტების გამოკითხვას ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. აღნიშნული აქტივობის შესრულებას კოორდინაციას უწევს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. დეპარტამენტმა გამოკითხა სტუდენტები სერვისების ხელმისაწვდომობასთან, მათი მიღების შესაძლებლობებთან და მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით. გამოკითხვა ჩატარდა Gtu Table–ს საშუალებით.

რა არის GTU App

    შექმნილია უნივერსიტეტის მობილური აპლიკაციები GTU App (IOS-სა და Android-ზე). მათი საშუალებით სტუდენტები შეძლებენ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის ნახვას, მათ შორის, აკადემიური მოსწრების, მეცადინეობების ცხრილის, სილაბუსების, სერვისების და ა. შ. გარდა ამისა, მიიღებენ ახალ ამბებს, პირდაპირ შეტყობინებებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, პედაგოგებისაგან, თვითმმართველობისგან.

როგორ მიიღოს ელექტრონული ფოსტა?

  ელ.ფოსტის მისაღებად მივმართავთ ფაკულტეტის ფაკულტეტის კომპიუტერული ცენტრს

სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდამჭერი რა მექანიზმები არსებობს უნივერსიტეტში?

  უსდ-ს გააჩნია სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები.

სტუ-ის გააჩნია სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები. კერძოდ, სტუ-ის „სტუდენტისათვის სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის

გაწევის წესი“ განსაზღვრავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სტუდენტისათვის (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის წესსა და პირობებს.

 სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათი შესაძლებელია გაეწიოს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს იმ შემთხვევაში თუ იგი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კატეგორიას:   რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე;   არის ობოლი (არ ჰყავს დედ-მამა);  არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრი;  არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;  არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის შვილი;  ჰყავს ერთი და მეტი შვილი (გარდა დოქტორანტისა);  ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რომლის სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე, სტუდენტი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;  ბოლო სამი  წლის განმავლობაში სწავლობდა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;  იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასულია სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

როგორ შეუძლია სტუდენტს დააგროვოს კრედიტები?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ კრედიტების მიღე­ბა\დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს წარმატებით  დასრულების შემდეგ.

სასწავლო კურსის შეფასების მაქსიმალური ქულა რამდენს შეადგენს?

თითოეული სასწავლო კურსის საკრედიტო სისტემის მაქსიმალური შეფასება განისაზღვრება 100 ქულით.

რა განსხავებაა უარყოფით (FX) და (F) შეფასებებს შორის?

(FX) უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტებს უფლება აქვთ დამატებით, დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ, ხელახლა გავიდნენ საბოლოო გამოცდაზე სასესიო კვირების განმავლობაში, მაშინ როდესაც, (F) უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტები ვალდებულნი არიან სასწავლო კურსი ხელახლა გაიარონ მომავალ სასწავლო წლის პერიოდში.

როდის წარმოებს სტუდენტთა მიღწევის შეფასება?

სტუდენტთა მიღწევების შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო წლის\სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოად­გენს შუასემესტრული ტესტირებების და საბოლოო გამოცდის შედეგების ჯამს.

რა ფორმით ტარდება შუასემესტრული ტესტირება?

შუასემესტრული ტესტირება ტარდება სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და შეიძლება შეიცავდეს ტესტირების ერთ ან რამდენიმე ფორმას, როგორიცაა

  • ტესტი;

  • საშინაო დავალება;

  • ლაბორატორიული მეცადინეობა და სხვა

რამდენი ქულის მიღება შეიძლება საბოლოო გამოცდაზე?

საბოლოო გამოცდის შესაბამისი ქულათა მაქსიმალური რაოდენობა არის 40. დანარჩენი  60 ქულის დაგროვება წარმოებს შუასემესტრული ტესტირებების  საშუალებით.

რამდენად აუცილებელია შუასემესტურლი ტესტირებების ჩატარება?

საბოლოო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის სტუდენტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ყველა შუასემესქრული ტესტირება და მასში მიღებული აქვს გამსვლელი ქულა.

სად შეიძლება სტუდენტმა შეიტყოს დაგეგმილი შუასემესტრული ტესტირებებისა და გამსვლელი ქულების შესახებ?

თითოეულ დისციპლინაში შუასემესტრული ტესტირებების ფორმები და გამსვლელი და მაქსიმალური ქულების რაოდენობა დგინდება სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ. იგი დეტალურად არის გაწერილი სასწავლო კურსის სილაბუსში.

სტუდენტს რამდენჯერ აქვს უფლება გავიდეს შუასემესტრულ ტესტირებაზე სასწავლო კვირების განმავლობაში?

სტუდენტს უფლება აქვს თითოეულ სასწავლო კურსში ერთი სემესტრის განმავლობაში სასწავლო კვირების პერიოდში თითოეულ შუასემესტრულ ტესტირებაზე გავიდეს მხოლოდ ერთხელ.

სტუდენტს რამდენჯერ აქვს უფლება გავიდეს საბოლოო გამოცდაზე?

სასესიო კვირების განმავლობაში საბოლოო გამოცდაზე სტუდენტს შეუძლია გავიდეს მხოლოდ ერთხელ.

ვის უნდა მიმართოს სტუდენტმა, რომ მიიღოს ინფორმაცია მის მიერ დაგროვილი ქულების შესახებ?

ყოველი სასწავლო კურსის წამყვან პროფესორს შუასემესტრული ტესტირების შედეგები ტესტირების კვირის დასრულების ბოლოს შეჰყავს ელექტრონულ უწყისში. ამდენად, სტუდენტს ინფორმაციის მიღება შეუძლია ელექტრონული უწყისიდან საკუთარი პაროლის საშუალებით.

როგორ და როდის შეუძლია სტუდენტს ხელახლა გაიაროს სასწავლო კურსი?

სასწავლო კურსის ხელახლა გავლისათვის სტუდენტმა აღნიშნული სასწავლო კურსი უნდა შეიტანოს სასწავლო ხელშეკრულებაში. ამდენად, მისი ხელ–ახლა გავლა შეიძლება მხოლოდ სწავლების მომდევნო წლებში.

სტუდენტს ეკისრება რაიმე დამატებითი ფინანსური ვალდებულება სასწავლო კურსის ხელ–ახლა გავლისათვის?

დიახ,  მან უნდა გადაიხადოს სასწავლო კურსის შესაბამისი ღირებულება.

რამდენს შეადგენს ერთი სასწავლო კურსის ღირებულება?

სასწავლო კურსის ღირებულება გამოითვლება ფორმულით:

სადაც S არის საგანმანათლებლო პროგრამის ერთი სასწავლო წლის სწავლების საფასური;  n – სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა

სტუდენტს რამდენჯერ შეუძლია გაიაროს ერთი და იგივე სასწავლო კურსი?

სტუდენტს უფლება აქვს ერთი და იგივე სასწავლო კურსი გაიაროს რამდენიმეჯერ შესაბამისი გადასახადის გადახდის შემთხვევაში დადგენილ სასწავლო წლების განმავლობაში.

შუეძლია თუ არა სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდეგ წლებში, თუ მას არ ექნება მიღებული დადებითი შეფასება ერთ ან რამდენიმე სასწავლო კურსში?

დიახ, სტუდენტს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდეგ წლებში, თუ მას არ ექნება მიღებული დადებითი შეფასება ერთ ან რამდენიმე სასწავლო კურსში.

შუეძლია თუ არა სტუდენტს გააგრძელოს სწავლა საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული წლების ამოწურვის შემდეგ, თუ მას არ ექნება დაგროვილი კრედიტების სრული რაოდენობა?

დიახ, სტუდენტს უფლება აქვს ფინანსური დავალიანების არ ქონის შემთხვევაში სწავლა გააგრძელოს საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ დამატებით ერთი წლის განმავლობაში.

რის საფუძველზე შეიძლება ამოირიცხოს სტუდენტი სტუდენტთა კონტიგენტიდან?

სტუდენტი, კონტინგენტიდან ამოირიცხება იმ შემთხვევაში, თუ:

  • ექნება ფინანსური დავალიანება

  • ვერ დააგროვებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას დადგენილ ვადებში (ამ შემთხვევაში იგი მიიღებს შესაბამის დოკუმეტნს მის მიერ დაგროვილი კრედიტების შესახებ).

  • სხვა კანონით დადგენილი დისციპლინარული დარღვევების შემთხევავში, რომელიც ასახულო აროს ეტიკის კოდექსში იხ. http://gtu.ge/AboutStu/Ethical-Code.php

რა არის სასწავლო ხელშეკრულება?

სასწავლო ხელშეკრულება შეიცავს პროგრამის იმ კურსებისა და მოდულების სიას, რომლის შესწავლასაც აპირებს სტუდენტი. სასწავლო ხელშეკრულებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს:

  • სტუდენტის პირადი ნომერი;

  • გვარი, სახელი, მამის სახელი;

  • აკადემიური წელი;

  • სწავლების წელი;

  • საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (არ მიეთითება სწავლების პირველ წელს);

  • სასწავლო კურსის კოდი;

  • სასწავლო კურსის დასახელება და კრედიტების რაოდენობა.

რას ემსახურება სასწავლო ხელშეკრულება?

სასწავლო ხელშეკრულების შევსებით სტუდემტი აკეთებს განაცხადს, თუ რომელი სასწავლო კურსების შესწავლას აპირებს მომავალ სასწავლო წელს. სასწავლო პროგრამები ხშირად მოიცავს სხვადასხვა ალტერნატიულ სასწავლო კურსებს (მაგალითად უცხო ენა, სპეციალიზაციის სასწავლო კურსები და სხვა), რომელთა შორის სტუდენტმა უნდა გააკეთოს არჩევანი.

ვის შორის ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება?

სასწავლო ხელშეკრულება ფორმდება სტუდენტსა და დეკანატს შორის. შესაბამისად მას ხელს აწერენ სტუდენტი და დეკანი.

როდის უნდა გაფორმდეს სასწავლო ხელშეკრულება?

სასწავლო ხელშეკრულება ფორმდება პირველი სასწავლო წლის პირველი კვირის ბოლოს, თუ სასწავლო პროგრამა მოიცავს არჩევით სასწავლო კურსებს და ყოველი სასწავლო წლის დასასრულს  მომდევნო სასწავლო წლისათვის.

რამდენ ეგზემპლარად ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება?

სასწავლო ხელშეკრულება ფორმდება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე – ბარდება დეკანატში და ინახება სტუდენტის პირად საქმეში.

რამდენი კრედიტის არჩევა შეუძლია სტუდენტს?

სტუდენტის მიერ არჩეული სასწავლო კურსების შესაბამისი კრედიტების ჯამი თითოეულ სემესტრში უნდა იყოს 30-ის ტოლი. აკადემიური დავალიანების აღმოფხვრის მიზნით სტუდენტს უფლება აქვს დამატებით წლის განმავლობაში შეისწავლოს 15 კრედიტამდე ოდენობის სასწავლო კურსი/კურსები.

შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების შეცვლა სემესტრის მიმდინარეობის განმავლობაში?

სასწავლო ხელშეკრულების შეცვლა სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.

სად შეიძლება სასწავლო ხელშეკრულების ფორმის მიღება?

სასწავლო ხელშეკრულების სპეციალური ფორმა სტუდენტს შეუძლია მიიღოს დეკანატში.

ვის შეიძლება მიმართოს სტუდენტმა სასწავლო კურსების კონსულტაციისათვის სასწავლო ხელშეკრულების შევსებისას?

სასწავლო ხელშეკრულების შევსებისას სასწავლო კურსებზე ინფორმაციის მისაღებად შეუძლია მიმართოს დეკანატს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, დეპარტამენტს ან უშუალოდ სასწავლო კურსის წამყვან პროფესორს.

რა არის სილაბუსი?

სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო პროცესის ძირითად ელემენტს. ის განსაზღვრავს საგნის სწავლების გეგმას, და გარდა ამისა, აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას – სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორეს მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური მუშაობის ხარისხი. და ბოლოს, სილაბუსი ქმნის თავად საგნის სწავლების განვითარების წინაპირობებს.

როგორ უნდა გაეცნოს სტუდენტი სილაბუსს?

სტუდენტი სილაბუსს შეიძლება გაეცნოს შესაბამისი სასასწავლო კურსის წამყვან პროფესორთან, ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

რა არის კრედიტი?

კრედიტი, განმარტების თანახმად, წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. სტუდენტების მუშაობის შეფასებისათვის პირველად კრედიტები ჰარვარდის უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებულ შტატები)  XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს. შემდეგ ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში და მთელ ევროპაში გავრცელდა. სისტემამ ტრანსფორმირება განიცადა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მისი სხვადასხვა ვარიანტი გამოიყენება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს

1 კრედიტი = 25 საათი;

შესაბამისად, 1 აკადემიური წელი = 25 x 60 = 1500 საათი

რას მოიცავს სტუდეტის დატვირთვა?

სტუდენტის დატვირთვა, ECTS -ის მიხედვით, არის დრო, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ტიპის სასწავლო საქმიანობის განხორციელებისათვის, როგორიცაა ლექციებსა და სემინარებზე დასწრება, დამოუკიდებელი სწავლა, პროექტებისა თუ გამოცდების მომზადება, საველე და საწარმოო პრაქტიკა და ა.შ.

რას წარმოადგენს ECTS?

ECTS  არის Europian Credit and Transfer System-ის აბრევითტურა, რომელიც ქართულად ნიშნავს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემას.

რას წარმოადგენს ბოლონიის პროცესი?

ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა კრედიტების სისტემის შემოღება და მათი ტრანსფერის მეშვეობით სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნის აღიარებას კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა (ESTC) უზრუნველყოფს.

რამდენ ქვეყანაშია გავრცელებული ESTC?

ESTC -ი გავრცელებულია ევროპის ოცდაათზე მეტ ქვეყანაში და დანერგილია ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 რა დადებითი მხარე აქვს ESTC–ს?

ECTS-ის მეშვეობით ადვილდება სასწავლო პროგრამების გაგება და შედარება. ამ სისტემის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის პროგრამისათვის, მიუხედავად მისი ტიპისა, და აგრეთვე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შემთხვევაშიც. ეს სისტემა ემსახურება როგორც მობილურ, ასევე არამობილურ სტუდენტებს: მისი გამოყენება კრედიტების დასაგროვებლად შესაძლებელია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ასევე ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლისათვის. ECTS-ი ეხმარება სტუდენტებს გადაადგილდნენ ქვეყნებს, ქალაქებს, რეგიონებს, ასევე სხვადასხვა ტიპის სასწავლებლებს შორის. სისტემა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სწავლასა და სამუშაო გამოცდილებას.

 დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელმაც შუალედურ შეფასებებში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

როგორია დამატებით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა

ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე არის ორი შუალედური გამოცდა, თითოეულის

მაქსიმალური შეფასებაა 20 ქულა (სულ 40 ქულა); ყოველკვირეული შეფასებების

(15 კვირის) ჯამური ოდენობაა 30 ქულა; დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური

შეფასებაა 30 ქულა. შუალედურ შეფასებებში ბაკალავრიატის სტუდენტისთვის

ჯამური მინიმალური დადებითი შეფასებაა 21 ქულა, მაგისტრატურის

სტუდენტისთვის – 30 ქულა. სასწავლო კომპონენტში დასკვნით/დამატებით

გამოცდაში მინიმალური დადებითი შეფასება ბაკალავრიატის სტუდენტისთვის

არის 7.5 ქულა, მაგისტრატურის სტუდენტისთვის – 15 ქულა. დასკვნით გამოცდაზე

გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელმაც შუალედურ შეფასებებში

გადალახა მინიმალური კომეტენციის ზღვარი. დოქტორანტურაზე სასწავლო

კომპონენტში ტარდება ორი შუალედური მაქსიმალური შეფასებით 30 ქულა (სულ

60 ქულა), ხოლო დასკვნითი გამოცდა ფასდება მაქსიმალური 40 ქულით.

შუალედური შეფასებების მინიმალური დადებითი შეფასებაა 30 ქულა, ხოლო

დასკვნითი გამოცდის მინიმალური დადებითი შეფასებაა 20 ქულა. დასკვნით

გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტურის სტუდენტს, რომელმაც

მთლიანად შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული წინაპირობები და

შუალედურ შეფასებებში გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.

სტუდენტის შუალედური შეფასების მაქსიმალური ოდენობაა 60 ქულა; დასკნითი

შეფასების მაქსიმალური ქულაა – 40.

როგორ ხდება შეფასების ასახვა  ელექტრონულ უწყისში?

 „სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა“, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სტუდენტის ეფასების ფორმირება და სტუდენტის ინფორმირება, „ელექტრონული უწყისის“ სახით არის წარმოდგენილი (https://leqtori.gtu.ge.) და უზრუნველყოფს: სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ სტუდენტთა ინფორმირებულობას; სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგს; სტუდენტთა შეფასების გამჭვირვალობას; ანგარიშების მომზადებას სასწავლო პროცესის ანალიზისათვის; სისტემის ხელმისაწვდომობას სტუდენტების და პედაგოგების რეგისტრირების გზით; სტუდენტთა და პროფესორთა ინფორმირებულობას შეფასებათა წარმართვის კალენდარული გეგმის შესახებ.

როგორ გამოიყენოს ელექტრონული უწყისი

 

სტუდენტთა შეფასების უწყისი არის თითოეულ სასწავლო კურსში (საგანში) ერთი

აკადემიური ჯგუფის სტუდენტების მიღწევების (ყოველკვირეული შეფასებები,

შუალედური გამოცდები (ტესტირებები), დასკვნითი და დამატებითი გამოცდა)

ნაკრები (სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის დანართი 3). უწყისის

ელექტრონული ვერსია რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე,

უნდა შეივსოს განსაზღვრულ ვადებში სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის

მიერ; დაუშვებელია უწყისის სხვა პირის მიერ შევსება. ელექტრონულ უწყისში

შუალედური შეფასებების, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ფანჯრები

გაიხსნება და დაიხურება სასწავლო სემესტრის ჩატარების შესახებ რექტორის

ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

როგორ მოიპოვოს ელექტრონული უწყისის პროფილის პაროლი

ელექტრონული ვერსია რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე,

უნდა შეივსოს განსაზღვრულ ვადებში სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის

მიერ; დაუშვებელია უწყისის სხვა პირის მიერ შევსება. ელექტრონულ უწყისში

შუალედური შეფასებების, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ფანჯრები

გაიხსნება და დაიხურება სასწავლო სემესტრის ჩატარების შესახებ რექტორის

ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

რას წარმოედგენს სტუდენტის მობილობა?

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს სტუდენტთა მობილობის სისტემის შექმნა წარმოადგენს. წინა წლებში ამ სისტემის არარსებობა ართულებდა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლას. დღეისათვის სტუდენტთა მობილობის პროცედურა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის #127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” საფუძველზე.

დადგენილი წესის თანახმად, სტუდენტს სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ შეუძლია გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, გადასვლა შეუძლიათ აკრედიტებული და არააკრედიტებული დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც:

  • სწავლობენ იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლებათ.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ 2005-2006 ან 2006-2007 სასწავლო წლებში.

როგორია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცედურა?

აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცედურა შემდეგია:

პირველად სტუდენტმა უნდა გაარკვიოს რომელ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს დარეგისტრირებული სტუდენტთა მობილობისთვის ვაკანტური ადგილები, ამისათვის:

  • სტუდენტი ამოწმებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს ან უკავშირდება მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;

  • სტუდენტი მიმართავს შერჩეულ სასწავლებელს და რექტორის სახელზე წერს განცხადებას გადასვლასთან დაკავშირებით, თან წარადგენს პირადი საქმის ასლებს;

  • აღნიშნულის საფუძველზე მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაადგენს აკადემიური პროგრამების შესაბამისობას სტუდენტის მიერ ათვისებულ სასწავლო კურსებსა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვის სასურველ პროგრამას შორის;

  • თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებულ ადგილების რაოდენობას, აკადემიური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სტუდენტი აბარებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გადასაყვან წერილობით გამოცდას;

  • სემესტრის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე, სტუდენტს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება გადაყვანის წესით მისი შესაძლო ჩარიცხვის შესახებ;

  • სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რექტორი გამოსცემს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ აქტის პროექტზე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ.

სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება სტუდენტთა მობილობაზე?

დამატებითი ინფორმაცია სტუდენტთა მობილობის წესისა და ვაკანტური ადგილების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ან მის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე www.naec.ge