განცხადება

 

1.დისერტაციის  წინასწარი დაცვა 2018წლის 30 აპრილიდან  5 მაისის  ჩათვლით;სწავლების მე-8-ე კვირას შესაბამისი დეპარტამენტების გაფართოებულ  სხდომაზე

2.დისერტაციების დაცვები ჩატარდება 2018 წლის  09 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ;

 

3. საბუთების მიღება 2018წლის  08 მაისიდან 02 ივნისის   ჩათვლით;(სადისერტაციო საბჭოს მდივანთან- დ.ტაბატაძე)

4. დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო ჩატარდება  სავარაუდოდ  2018  წლის 02 – 30 ივნისი

5. 2018წლის 25 ივნისი- 9 ივლისი  ( დამოკიდებულია დაცვის თარიღზე)ორი კვირით ადრე , დაცვამდე , ინფორმაციის და ბრძანების პროექტის გაგზავნა სასწავლო დეპარტამენტში.

წარმოსადგენი საბუთები

1.განცხადება საბჭოს თავმჯდომარის სახელზე დისერტაციის განსახილველად მიღების თხოვნის შესახებ; (იხილე ნიმუში); თავმჯდომარის ვიზით.

2. სადოქტორო პროგრამის სწავლების ენაზე შესრულებული დისერტაციის 4 აკინძული ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში);

3. სადოქტორო პროგრამის სწავლების ენაზე შესრულებული ავტორეფერატის 20-30 ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში);

4. ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელების) მიერ დოქტორანტის დახასიათება დოქტორანტურაში სწავლისა და დისერტაციის მომზადების პერიოდში გამოვლენილი საქმიანი თვისებების შესახებ;

5. სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული კვლევის ძირითადი შედეგების ამსახველი და დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნებული ნაშრომები (სულ მცირე სამი სამეცნიერო სტატია). სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ფორუმების, კონგრესების, სიმპოზიუმების მასალები (მინიმუმ ერთი მოხსენება). გამო- გონებების, პატენტების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები (მათი არსებიბის შემთხვევაში) და მათი სია დამოწმებული შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ;

6. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი (პირები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ უცხოეთში, წარმოადგენენ მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, რომელიც გაცემულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

7. ბიოგრაფიული ცნობები (CV).

8. დოქტორანტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების შესრულების შესახებ (სასწავლო ბარათი); კოლოკვიუმების, სემინარების და წინასწარი დაცვის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, შესაბამისი ოქმების და ყველა კომპონენტის ელექტრონული უწყისების ასლები; აგრეთვე ინფორმაცია დოქტორანტის ფინანსური ვალდებულების შესრულების შესახებ;

9. დისერტაცია და ავტორეფერატი გაფორმებული უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ( rogor unda ipovoT danarTebi: gtu.ge-სწავლება,პროგრამა დოქტორანტურა, დებულება,დანართი 2, 3)

10. ავტორეფერატში წარმოდგენილი უნდა იყოს დოქტორანტის მიერ გამოქვეყნებული მხოლოდ იმ შრომების, პატენტების ნუსხა, რომელთა შინაარსი შეესაბამება დისერტაციის თემატიკას და შედის სადისერტაციო ნაშრომში.

11. დეპარტამენტის გაფართოებული სხდომის ოქმი( წინასწარი დაცვის ოქმი)

12.დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება, თემის დამტკიცების ბრძანება;

13.კოლოქვიუმის და სემინარების, წინასწარი  დაცვის  მიმდინარეობის  ჩანაწერები( დისკები)

14. პლაგიატის არ არსებობის დამადასტურებელი ცნობა

15.საბუთების ჩასადები.

****შენიშვნა: ყველა საბუთი ხელმოწერილი და ბეჭედით დამოწმებული;

დანართი

სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორის

აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი

სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარეს

ლევან კლიმიაშვილს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,

სამშენებლო ფაკულტეტის

სწავლების მესამე წლის დოქტორანტ თამარ კვაჭაძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დავამთავრე სადისერტაციო თემის ნაშრომი  _ `სამშენებლო მექანიკის ზოგიერთი ამოცანის რიცხვითი ამოხსნები სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდის გამოყენებით~. ფინანსური დავალიანება არ მაქვს, შესრულებული მაქვს  150 კრედიტი.

გთხოვთ დამრთოთ ნება საჯარო დაცვისთვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

დოქტორანტი                                     თამარ კვაჭაძე

2018-06-20T23:00:02+00:00