შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ჩესტოხოვოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ ადამ უიმას შორის, რომელსაც ესწრებოდნენ: პროფესორები გივი გავარდაშვილი,  ინგა ირემაშვილი და ზურაბ გვიშიანი.

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დავით გურგენიძე შეხვდა ჩესტოხოვას უნივერსიტეტის პროფესორ ადამ უიმას. ბატონმა უიმამ, როგორც, ჩესტოხოვას უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბატონ დავითს გადასცა დოკუმენტთა პაკეტი, რომელშიც მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია წარმოდგენილი.

     აღინიშნა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა, სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოების ერთობლივად განხორციელების, აკადემიური პერსონალისა და სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორანტთა) გაცვლითი პროგრამის სრულყოფილად ამოქმედების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

     თავის მხრივ, პროფესორ დავით გურგენიძემ პროფესორ უიმას გააცნო ფაკულტეტზე მიმდინარე განათლებისა და სამეცნიერო მიმართულებით ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებისათვის გადადგმული ნაბიჯები და იმედი გამოთქვა, რომ, ჩვენ უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობა გაღრმავდება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიმართულებებით.

     შეხვედრის დასასრულს პროფესორ დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა ჩესტოხოვოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ადამ უიმას გამოჩენილი ყურადღებისა და ინიციატივისათვის.

სურათზე მარცხნიდან: პროფ. ზ. გვიშიანი; პროფ. დ. გურგენიძე; პროფ. ა. უიმა; პროფ. ი. ირემაშვილი.

2018-12-19T16:07:19+00:00