ვიზიტი ჩინეთში
2018 წლის 21-26 სექტემბერს, ქ. პეკინში ჩატარდა მე-X საერთშრისო-სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურის და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის 6 წევრმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიწვეული იყო ელინა ქრისტესიაშვილი. იგი გახლდათ კონფერენციის დამფუძნებლისა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრის, პეკინის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის „BUCEA“-ს ვიცე-რექტორის, პროფესორ ჩინგიძი ქის პერსონალური მოწვევით.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მშენებლობასა და არქიტექტურაში არსებული პრობლემების წარმოჩენა და გადაჭრა. მასში მონაწილეობდა 8 ქვეყნის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები. კონფერენციაში მუშაობდა 4 სექცია:
-
არქიტექტურა და ქალაქგეგმარება;
-
სამოქალაქო მშენებლობა, სამშენებლო კონსტრუქციები, მასალები და სამშენებლო ტექნოლოგიები;
-
საინჟინრო სისტემები და ანალიზი;
-
და სხვა;