2020-12-10T17:37:22+00:00

ინფორმაცია Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ჩატარებული საინფორმაციო სემინარის შესახებ “ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (EMJMD) & JEAN MONNET ACTIONS” 

8 დეკემბერს Erasmus+ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა ჩაატარა საინფორმაციო ონლაინსემინარი, რომელიც მიეძღვნა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (EMJMD) და Jean Monnet აქტივობების კონკურსის ზოგად მიზნებს, ამოცანებსა და პირობებს.

სემინარზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კონკურსის პირობებსა და შესაძლებლობებზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

მომდევნო ორი სემინარი Erasmus+ 2020 წლის საკონკურსო პროგრამების შესახებ საინფორმაციო სემინარების სერიიდან (14 და 15 დეკემბერი), სრულად დაეთმობა Jean Monnet აქტივობების კონკურსის მიმოხილვას.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სემინარზე წარმოდგენილი პრეზენტაცია და სემინარის ვიდეო ჩანაწერი, შეუძლიათ იხილონ Erasmus+ ეროვნული ოფისის ვებგვერდზე.