II საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა 2020-12-02T21:39:08+00:00

2020 წლის 14-15 ნოემბერს თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ΙΙ საერთაშორისო კონფერენცია: ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.
საქართველოს, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, გერმანიის, რუსეთის, ლიეტუვის, ლატვიის და სხვა ტერმინოლოგიური ცენტრების  წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა დავით გურგენიძემ, ვიცე-რექტორმა პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა და სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა თამაზ ხმელიძემ კონფერენციის პლენარულ სხდომაზე წარადგინეს სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხუთტომეული).

მემკვიდრეობა და თანამედროვეობა