2023 წლის რვა ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის გაიმართა საქმიანი შეხვედრა.
ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სამშენებლო კომპანიები: ,,მეტტა’’, ‘”ბორუსან კატი”, “კ-სამი” და ”უნი ექვიფმენთი”.
კომპანია ,,მეტტა’’ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიებისთვის, ღირსეული კონკურენციის გაწევა. აღნიშნული შედეგის მთავარი განმაპირობებელი კი სწორედ პროფესიონალებითა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით აშენებული გუნდი გახლდათ. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი უნარების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანია ,,მეტტა’’ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას იწყებს. პროგრამაზე მიიღებიან სამოქალაქო ინჟინერიის/სამშენებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და
კუსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირების პროგრამის მონაწილეების შესარჩევ გასაუბრებასა და ტესტირებას. სტაჟირება დაიწყება 1 აგვისტოდან და მოიცავს ოთხ ეტაპს. თითოეული ეტაპისათვის განსაზღვრულია ანაზღაურება 350 ლარიდან 800 ლარამდე.
სტაჟირების პროგრამის განმავლობაში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ სტუდენტების საუნივერსიტეტო აქტივობების საჭიროებებს და ხელს შევუწყობთ, რომ ხელი არ შეეშალოთ აკადემიურ პროცესებში. თუ თქვენ სწავლობთ, ან უკვე დაასრულეთ სამოქალაქო ინჟინერიის, ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით განათლება, გსურთ პრაქტიკით განიმტკიცოთ ცოდნა, გახდეთ სამშენებლო სექტორის მოწინავე გუნდის წევრი და, რა თქმა უნდა, ჩვენსავით შთაგონებული ხართ შენებით, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!
სტაჟირების პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალების გასაცნობად და
განაცხადის გამოსაგზავნად
ეწვიეთ ბმულს:
https://sites.google.com/metta.ge/mettaintern/info
ბორუსან კატს, როგორც საერთაშორისო კომპანიას, რომელიც აქტიურად უწყობს
ხელს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებას მოგვეცა შესაძლებლობა დავსწრებოდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებთან. ჩვენთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო, რადგან ჩვენს ორგანიზაციაში სტაჟირების მსურველების პოტენციურ კანდიდატებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი კომპანიის, სტაჟირების პროგრამისა ,, ახალი გენერაცია ბორუსან კატში’’ და კარიერული განვითარების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრამ საშუალება მოგვცა ახალგაზრდებისთვის წარმოდგენა შეგვექმნა სამშენებლო ინდუსტრიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და მათი განათლების მნიშვნელობაზე რომელსაც, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იღებენ.
კომპანია „კ-სამი“ დაარსდა 2020 წელს, უკვე დაასრულა 9 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
„კ-სამი“ -ს საქმიანობა საინვესტიციო მიმართულებითაც განვითარდა და დღეს უკვე
2 დიდი სამშენებლო კომპანიის თანადამფუძნებელია :
„კ-სამი თაუერი“, რომელიც აშენებს 26 სართულიან კორპუსს გურამიშვილის გამზირზე.
„კ-3 ინი“, რომელიც აშენებს ორ 12 სართულიან კორპუსს დიდ დიღომში.
კომპანია თანამშრომლობს „ინნ ჯგუფთან“ და ისეთი პროექტები, როგორიცაა „ბაკურიანი ინი“, „ქუთაისი ინი“, „გუდაური ინი“, „ივერია ინი
“, „გორი ინი“ და სხვა, სწორედ ჩვენი ინჟინრებისა და მშენებლების დაპროექტებული და აშენებულია.„კ-სამი“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხოებას!
ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება ამ საქმით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდებისთვის!მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება! გახდი ჩვენი გუნდის წევრი და ააშენე ჩვენთან ერთად!
საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელი კომპანია შპს „უნი ექვიფმენთი“. კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ შესთავაზეს საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სტუდენტებს ვაკანსია ინჟინერ-მექანიკოსის და სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა მიმართოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას
ან/და დამსაქმებელ ორგანიზაციას.