ანაზღაურებადი სტაჟირება 2020-05-16T11:55:59+04:00

     კომპანია შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“, რომელიც ამჟამად ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი გახლავთ, არსებობს მაღალი დაინტერესება დაასაქმოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსდამთავრებული წარჩინებული სტუდენტები.

 

     პირველ ეტაპზე კომპანია სურს აიყვანოს 6-8 სტუდენტი ანაზღაურებად სტაჟირებაზე, რომელსაც ისინი გაივლიან ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელების არეალში – მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში და უშუალოდ იქნებიან ჩართულები ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში. ეს უკანასკნელი ძირითადად გულისხმობს გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ახლო მომავალში –  გარკვეული შენობა-ნაგებობების მშენებლობა

 

ანაზღაურებადი სტაჟირების პირობები:

 

  1. სტაჟირების პერიოდი – 3 თვე (ივნისი-აგვისტო)
  2. სტაჟირების ადგილი – ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული, მესტიის მუნიციპალიტეტი
  3. კომპანია იღებს საკუთარ თავზე ტრანსპორტირებასთან, საცხოვრებელი ადგილისა და კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს
  4. ყოველთვიური ანაზღაურება – 500 ლარი საშემოსავლოს გარეშე
  5. იმ სტაჟიორებს, რომლებიც სტაჟირებას წარმატებულად გაივლიან, კომპანია შესთავაზებს სრულ განაკვეთზე დასაქმებას

 

ამ ეტაპზე გვსურს გავესაუბროთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგი მიმართულებებით:

 

  1. საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა
  2. ხიდები და სატრანსპორტო გვირაბები
  3. ტექნოლოგია, დიაგნოსტიკა, საშენი მასალები
  4. სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობა

 

     კანდიდატებისთვის ძალიან სასურველია ინგლისური ენის ცოდნა იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა-გააზრება და საჭიროების შემთხვევაში დაწერა.

სასაუბრო ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

გასაუბრებები ჩატარდება მოქმედი ნორმების დაცვით კომპანიის ოფისში, კომპანიის მენეჯმენტისა და ტექნიკური გუნდის წარმომადგენლების მიერ.

საკონტაქტო პირი: ირინე ყაჭიური

ელექტრონული ფოსტა: I.katchiuri@gtu.ge