ბლოგპოსტების კონკურსი დაზოგვის თემაზე admin
2020-11-16T13:41:07+04:00
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური განათლების პორტალი www.finedu.gov.ge. ვებსაიტზე ბევრი საინტერესო, ობიექტური და სანდოინფორმაციაა თავმოყრილი ცხოვრებისეული ფინანსების თემაზე და მისი გაცნობა სასარგებლო უნდა იყოს ნებისმიერი მკითხველისათვის, მათ შორის, სტუდენტებისათვის.
მიმდინარე ეტაპზე გამოცხადებულია ბლოგპოსტების კონკურსი დაზოგვის თემაზე, რომელსაც 7 გამარჯვებული ეყოლება. ყველა მათგანსკომერციული ბანკები 500 ლარიანი ანაბრით დააჯილდოვებენ. ნაშრომები კი გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე. უფრო დაწვრილებით კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული.
ვფიქრობთ, რომ კონკურსში მონაწილეობა თქვენი სტუდენტებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს – ერთი მხრივ, დაზოგვის მნიშვნელობაზე დაფიქრების, მეორე მხრივ, კი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით.
მოხარული ვიქნებით, თუ გადაწყვეტთ ჩვენთან თანამშრომლობას სტუდენტებისთვის ზემოაღნიშნულიინფორმაციის მისაწოდების კუთხით.
ინფორმაციის გაზიარება შეიძლება მათს მეილებზე დაგზავნით ან სტუდენტებისთვის შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფსათუ უშუალოდთქვენი უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე გაზიარებით. გთხოვთ,იხილოთ შესაბამისი ღონისძიების ბმულიც: https://www.facebook.com/events/997555673988565/.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე ან დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების თანამშრომელს, მარიამ ვატიტაძეს, ნომერზე599 559 514.