დახმარება ერგნეთში 2019-03-13T14:45:09+00:00

საქველმოქმედო ღონისძიება სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ „ერგნეთ“–ში მცხოვრები მოსახლეობისათვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების: ნაზი კუციავას, ლია კახიანისა და ნანა პაპავას მიერ, ორგანიზებული იქნა, საქველმოქმედო ღონისძიება სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ „ერგნეთ“–ში მცხოვრები მოსახლეობისათვის. მათ მიერ დაზოგილი საკუთარი თანხით დამზადდა 50 საახალწლო საჩუქარი და ადგილობრივი მასპინძლის, გორის საკრებულოს დეპუტატის ქ–ნ ლია ჩლაჩიძის დახმარებით გადაეცა მოსახლეობას.

    აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუ–ს სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობის სტუდენტებმა: თორნიკე კელაპრტიშვილმა და შალვა პაპიაშვილმა.

        2018 წლის 23 დეკემბერს სტუ–ს მიერ გამოყოფილ მიკროავტობუსით სტუდენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შედგა ერთი ლამაზი საქველმოქმედო აქცია, რომელიც სასიამოვნო ექსკურსიით დაგვირგვინდა მასპინძლის სახლში მოწყობილი „2008 წლის ომის“ ამსახველი გამოფენის დათვალიერებით.

       აქციის ორგანიზატორები: პროფესორები ნაზი კუციავა, ლია კახიანი და ნანა პაპავა, სტუდენტები:  თორნიკე კელაპრტიშვილი და შალვა პაპიაშვილი, მადლობას უხდიან ყველას საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში დახმარებისათვის.