“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად:
სამშენებლო ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. 68 პირველი სასწავლო კორპუსი, მეოთხე სართული ოთახი 420. საკონტაქტო პირის ტელეფონის N: 595-54-55-28, რამაზ ჟღენტი; 599-58-73-33, ზაალ ცინაძე.)
დეკანის თანამდებობდაზე შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე;
ბ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ/სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
ზ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
თ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 18 იანვარს და დასრულდება იმავე წლის 1 თებერვალს, განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.
2021 წლის 5 თებერვალს მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში. არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 8 თებერვალს.