“დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge – 2020)
პატივცემულო კოლეგებო,
მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტს. ამ ეტაპზე, პროგრამის ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს გლობალური ღია კონკურსი „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ (Big Idea Challenge 2020), რომელიც ამჯერად სტუ-ში მეორედ იმართება.
მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ და გაცნობებთ, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი გარემოებისა – ვგულისხმობ COVID 19 პანდემიას, ჩვენი სტუდენტები განსაკუთრებულად დიდი აქტიურობით გამოირჩევიან და საკმაოდ შთამბეჭდავმა რაოდენობამ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა. შესაბამისად, გიზიარებთ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს (იხ. ატვირთული ფაილი).
აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, 25 მაისამდე გამოვლინდებიან კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებული, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც ქართველი, ისე ბრიტანელი წევრები. ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ფინალისტი, რომლებიც ავტომატურად გადავლენ მომდევნო ეტაპზე და მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის საქართველოს ფინალში და ექნებათ მთლიან კონკურსში გამარჯვების შანსი (კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. https://creativespark-bigidea.uk/).
ასევე, მიმდინარე წლის 8, 9 და 10 მაისს მონაწილეებისათვის ჩატარდება სპეციალური სერტიფიცირებული online-ტრეინინგები.
აღნიშნული კონკურსისა და მასში ჩვენი სტუდენტების შემდგომი აქტივობის შესახებ დამატებით ინფორმაციებს კონკურსის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი “BIG IDEA CHALLENGE 2020“ შესახებ