მიმდინარე წლის 22-26 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარდა დიდი ფორუმი, რომელიც მიეძღვნა – გლობალურ საინჟინრო კონგრესს და ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს 68 გენერალურ ასამბლეას. ფორუმს მასპინძლობდა მშენებელ ინჟინერთა ინსტიტუტი. შეხვედრა ჩატარებული იქნა მშენებელ ინჟინერთა ინსტიტუტის შენობაში, რომელიც მდებარეობს დიდი გიორგის ქუჩაზე, ვესტმისტერი, ლონდონი SW1P 3AA.
გენერალურ ასამბლეას ჩატარების ამავე პერიოდი დაემთხვა გლობალურ საინჟინრო კონგრესის კვირას.
ასამბლეაზე განხილული იქნა ევროპის ინჟინერ მშენებელთა საბჭოს, აგრეთვე აშშ-ს ინჟინერ მშენებელთა და დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო საბჭოების მუშაობა.
საქართველოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს შესახებ ინფორმაცია გააკეთა მისმა პრეზირენტმა ბატონმა იური სვანიძემ, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა მირიან ყალაბეგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბატონ იური სვანიძეs, რომელიც ფათოდაა ცნობილი მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციებში, შეთავაზება გაუკეთეს, რათა დაინიშნოს აზიის ქვეყნების მშენებელ ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტად. ამ საკითხის განხილვა და დამტკიცება მოხდება მომდევნო წელს დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ჩატარდება პორტუგალიაში.
ასამბლეაზე განხილული იქნა აგრეთვე მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციის შედეგები, რომელიც მიეძღვნა თემას „სეისმურობის პრობლემები კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და სამოქალაქო ინჟინერიაში“.
ასამბლეაზე პროფესორმა მირიან ყალაბეგიშვილმა ფართოდ ინფორმაცია გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუქტურაზე, მის სასწავლო და სამეცნიერო პროცესზე. დაიგეგმა მსოფლიო ინჟინერთა ფედერაციის და ევროპის ფედერაციის ინჟინერთა ორგანიზაციაში საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების გაწევრიანებისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა ამ გართიანებაში ხელს ხეუწყობს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას საინჟინრო საქმეში.
ამასთან დაკავშირებით, უკვე მიღებული იქნა ოფიციალური წერილი აღმასრულებებლი დირექტორისაგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ასამბლეაზე განხილული იქნა მსოფლიოს სამშენებლო დარგში მდგარი აქტუალური საკითხები, მათ შორის სეისმომედეგობისა და ენერგოეფექტურობის პრობლემები.
აღინიშნა, რომ არსებული შენობა-ნაგვის უმრავლესობა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, სეისმომედეგობასთან დაკავშირებით განიცდის დეფიციტს და ამავე დროს ხასიათდება დაბალი ენერგოეფექტურობით. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ რეგიონში არსებული შენობები ხშირად განიცდიან სეისმურ ზემოქმედებას და მაღალ ტემპერატურულ ცვლილებებს, აუცილებელი ხდება გაგრძელდეს შენობების ძირითადი განახლების პროცესის ზრდა ან შემდგომი მოდერნიზაცია. ეს ზომები, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს არსებულ შენობის მდგრადობას, ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელს გახდის, შეამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს, ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და გარემოს მდგრადობას და ასევე შესთავაზებს ხალხს უსაფრთხო შენობებს.
ამჟამინდელი პრაქტიკა განსაზღვრავს და ხელს უწყობს ყოველგვარი დეფიციტის დახარისხების გაფართოებას და სთავაზობს ცალკეულ ობიექტზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ან კონსტრუქციულ სეისმურ განახლებას. შენობების კედლები შეიძლება იყოს იზოლირებულია, მაგრამ მათი ძირითადი კონსტრუქციული საკითხები რჩება დაფარული, უხილავი და შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშიში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეგიონი სეისმურად აქტიურია. ამას თან ახლავს ევროკავშირის ენერგეტიკული განახლებანი და სარემონტო ხარჯები. თუმცა, ეკონომიკური რისკი გადაჭარბებულია, ვიდრე პოტენციური დაზიანება და სიცოცხლის დაკარგვა.
ამასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჭიროა მოძიებული იქნას სახსრები, რომლებიც საჭირო არის სახლების და ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის. ამას ადასტურებს ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრები თურქეთში, იტალიაში, საბერძნეთში, სლოვენიასა და კვიპროსში.
აღინიშნა – ჩვენი მიზანია წარმოდგენილი ქნას ყოვლისმომცველი “მარტივი”, საინჟინრო პრაქტიკაზე ორიენტირებული საინჟინრო გადაწყვტები, რომელიც ხაზს უსვამს კონსტრუქციულად განახლებული შენობების აუცილებლობას, როდესაც საჭიროა მოხდეს ენერგიის განახლება. საჭიროა ცნობიერების ამაღლება არსებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად. უსაფრთხოება არის ევროკოდებში მოხსენიებული ექვსი ძირითადი მოთხოვნა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია, ის თუ რომელი შენობაა უსაფრთხო, მათ შორის შედის ხმის იზოლაცია და საერთო დაცულობა. როდესაც ჩვენ მივიღებთ ყველა მონაცემს ფორმალურად და ოფიციალურად, მაშინ შეგვიძლია წარმუდგინოთ დოკუმენტი ECF ბრიუსელში და შემდეგ, ასევე კომისარს ევროკავშირის ინჟინერებსა და ორგანიზაციებს.
საჭიროა ვიპოვოთ გზა ევროკავშირის დაფინანსებისათვის რათა მოხდეს ნაგებობათა კონსტრუქციული შეფასება, გაძლიერება და განახლება და ასევე მათი ენერგოეფექტურობა. გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა გაითვალისწინონ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიიღებამდე, არა მხოლოდ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების, არამედ საერთო უსაფრთხოების გათვალისწინებით.
ახალი ტენდენცია – „გონიერი დაფინანსება – გონიერი შენობებისათვის“. მაგრამ შენობა შეიძლება გონივრულად მოიხსენიებოდეს მაშინ, როცა იგი უსაფრთხოა და დაცული.
პროექტის დაწყების ადგილი შეიძლება იყოს სახელმწიფო / სამთავრობო შენობები და შემდეგ მაღალი მნიშვნელობის შენობები (ევროკოდების კატეგორიის მიხედვით), ასევე შენობა-ნაგებობები, რომლებიც კონცენტრირებულია ან გამოიყენებს ბევრი ადამიანი. მოგვიანებით, როდესაც ასეთი პოზიცია დაიბეჭდება, გამოქვეყნდება და ფართოდ წრეებისათვის გაგებული და მიღებული იქნება, მაშინ შესაძლებელი გახდება გაგრძელებული იქნას მეორე ნაწილი / მეორე პოზიცია, რომელიც იქნება უფრო სამეცნიერო და აკადემიური. კერძოდ:
– შეისწავლილი იქნას არსებული შენობების უსაფრთხოების დონე;
– დადგინდეს მიზნობრივი დონის კრიტერიუმები და მასალები შენობების სეისმური უსაფრთხოების და შენობების ენერგო ეფექტურობისათვის;
– განისაზღვროს, როგორც ინოვაციური, ასევე ტრადიციული მასალები, რომლებიც ტექნიკურად შეძლებენ არსებული შენობის სეისმური და ენერგეტიკული განახლების უზრუნველყოფას და მათი გაერთიანების გზებს;
– შეაფასოს და განსაზღვროს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ვითარება ამ საკითხთან დაკავშირებით და აქვს თუ არა მათ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკის ან სახელმძღვანელო პრინციპები.
ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. საჭიროა ევროკომისიის ყველა წევრი ქვეყნის წვლილის შეტანა და ბევრ ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს ექსპერტები და პროფესიონალები, რომლებიც ხელს შეუწყობს შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას და შეფასებას.