მემორანდუმი 2019-04-05T19:47:31+00:00

     21 მარტს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის სამშენებლო ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

     მემორანდუმის მიზანია, მხარეებს, ერთი მხრივ, როგორც განათლების განმახორციელებელსა და კერძო სექტორს შორის, ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და მხარეთა ძალისხმევით, შრომის ბაზრის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.

     უკვე არსებული ურთიერთობების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის 15-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ვაჭრობის და ფასების კვლევის ვებ-პლატფორმა Construct Ge – ქონსთრაქთ ჯი-ს საბაზრო ფასების ანალიზის კომპონენტში. მათ 7 მილიონამდე მონაცემი დაამუშავეს, რითვისაც სერტიფიკატები გადაეცათ.