ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია 2018-07-08T23:12:43+00:00

 

სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის სასწავლო,სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია შედგება 4 სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიისაგან:

 

  1. ჰიდრავლიკის ლაბორატორია მდებარეობს I კორპუსში, III სართულზე, ოთახი #304ა. ლაბორატორიაში ტარდება 9 ლაბორატორიული სამუშაო, მათ შორის: ჰიდროსტატიკური წნევის გაზომვის მეთოდები; სითხის თავისუფალი ზედაპირის ფორმის განსაზღვრა, მბრუნავ ცილინდრულ ჭურჭელში; ბერნულის განტოლების ილუსტრაცია; რეინოლდსის რიცხვის განსაზღვრა; სიგრძეზე და ადგილობრივი წინაღობების კოეფიციენტის განსაზღვრა,სადაწნეო მილსადენებისათვის; სითხის გამოდინება ხვრეტებიდან და ნაცმებიდან მუდმივი დაწნევის დროს და ა.შ.

 

  1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ლაბორატორია მდებარეობს I კორპუსის C ბლოკში, I სართულზე, ოთახი #103-105ა. ლაბორატორიაში ტარდება შემდეგი სამუშაოები: ვიბროსტენდი მუშა მდგომარეობაში (თაღოვანი კაშხლის მოდელი დროებით მოხსნილია); სიმტკიცეზე გამოცდის 3 სტენდი; სხვადასხვა დიამეტრის მქონე ჰიდრავლიკური დომკრატები, მანომეტრები, დეფორმაციის გამზომი ხელსაწყო; დეფორმაციების ტენზომეტრული გამზომი საინფორმაციო სისტემა და ა.შ.

 

  1. წყალმომარაგებისა და წყალარინების ლაბორატორია მდებარეობს I კორპუსში, I სართულზე. ლაბორატორიაში ტარდება შემდეგი მეცადინეობები: წყალდასახარჯი არმატურის ჰიდრავლიკური მახასიათებლების განსაზღვრა; ფრთიანი წყალმზომის ჰიდრავლიკური მახასიათებლების განსაზღვრა; ტურბინული წყალმზომის ჰიდრავლიკური მახასიათებლების განსაზღვრა; ცენტრიდანული ტუმბოს გამოცდა; ტუმბოს მუშა მახასიათებელი მრუდების აგება; ორი ტუმბოს პარალელურად მუშაობის დროს, ჯამური მახასიათებელი მრუდის აგება და ა.შ.

4.თბოაირმომარაგების და ვენტილაციის კათედრის ლაბორატორია მდებარეობს I კორპუსში, III სართულზე. ლაბორატორიაში ტარდება შემდეგი ლაბორატორიული სამუშაოები: გათბობის ქვაბის მ.ქ.კ–ის განსაზღვრა; სათბობი ხელსაწყოების თბოგაცემის განსაზღვრა; ცხელი წყლის ბოილერის პარამეტრების დადგენა;  გათბობის სისტემის ქსელის ჰიდრავლიკური მახასიათებლების დადგენა;  ცენტრალური კონდენციონერის და მაცივრის მუშა რეჟიმების შესწავლა (მათემატიკის ინტიტუტის ბაზაზე) და ა.შ.

 

2018 წელს, ავსტრიელებთან ერთად, დაგეგმილია 7 მილიონი ევროს ღირებულების ჰიდროინჟინერიის თანამედროვე ლაბორატორიის მშენებლობა.

ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა: