საჭირო ღონისძიებების შესახებ 2020-11-05T22:24:37+00:00

ვბრძანებ:

1.  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა (დანართი 1) და შრომის უსაფრთხოებისა და  საგანგებო სიტუაციების მოქმედების გეგმა (დანართი 2).

2.  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა დაევალოს  შრომის უსაფრთხოების ინსპექტორს, ბატონ გიორგი ცხოვრებაშვილს.

3. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, სასწავლო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შენობებში თვალსაჩინო ადგილებზე.

4. ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის უზრუნველყოს სტუ-ს კანცელარიამ.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, #6).

საგანგებო სიტუაციების გეგმა
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა