მშენებლობის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტი 2018-07-11T17:50:35+00:00

e.kristesiashvili@gtu.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამშენებლო ფაკულტეტი

მშენებლობის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი, კ. კოსტავას ქ. 68

ტელ. 2 33 25 02 შიდა 68 25

email: cdem@gtu.ge

ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი 

დეპარტამენტის მისია და მიზნები

მისია:

     დეპარტამენტის უმთავრეს მისიად კვლავაც რჩება მშენებლობის ეკონომიკია და მენეჯმენტის მიმართულებით წარმატებული, მოთხოვნადი სპეციალისტების აღზრდა და გამოშვება.

მიზანი:

     სასწავლო პროცესების საგანმანათებლო პროგრამებთან შესაბამისობაში წარმართვა. აღნიშნული პროცესების  უზრუნველყოფა  საგნობრივი თემატიკით განსაზღვრული სახელმძღვანელოებით, საკანონმდებლო, ნორმატიული და მეთოდური ლიტერატურით. დეპარტამენტი სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებში ჩართულობის ამაღლების მიზნით,  შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს საინვესტიციო-სამშენებლო სფეროს სუბიექტების მდგრადი განვითარების, მარკეტინგული სტრატეგიებისა და კომპანიების ეფექტიანობის შეფასების მეთოდების შემუშავების მიმართულებით.

დეპარატმენტის ძირითადი სტრატეგია

     დასახული მიზნები რეალიზებული იქნება სასწავლო პროცესების დაგეგმვის, კოორდინირების, მონიტორინგის სისტემების სრულყოფისა და აკადემიური პერსონალის მზაობის  ამაღლებასთან დაკავშირებული სწორი სტრატეგიების შემუშავების პირობებში.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა

სამშენებლო ორგანიზაციებისათვის ღირებულებით მართვის მეტოდოლოგიური მიდგომების განვითარება და დანერგვა.

უძრავი ქონების ბაზრის სუბიექტებისათვის მდგრადი განვითარების მიზნით მეთოდოლოგიური და სამართლებრივ – ნორმატიული ბაზების სრულყოფა.

უძრავი ქონების ბაზრის შესწავლა და ამის საფუძველზე ინდიკატორების დადგენა რეგიონალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისათვის მართვის მდგრადი განვითარები სტრატეგიების შემუშავების მიზნით.

სამშენებლო ორგანიზაციებისათვის ინვესტირების პროცესების და მექანიზმების ეფექტიანობის შეფასების მეთოდების მოდერნიზაცია და სრულყოფა.

უძრავი ქონების ბაზრის კონიუნქტურის შესწავლის გზით, მომავალი ღირებულებუთი კრიტერიუმების დადგენა დევეპმენტის პროექტებიდ რეალიზების ამაღლების მიზნით.

სამეცნიერო მიმართულების ტემები იხვეწება ყოველწლიურად და კათედრის აკადემიური პერსონალი აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ამ მიმართულებით და განვითარებას.