საგზაო მშენებლობის დეპარტამენტი 2018-07-08T23:55:25+00:00

საგზაო დეპარტამენტი

საგზაო დეპარტამენტის მისია, მიზნებიამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

სამშენებლო და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთა­შორისი საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზა­ციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის/პროგ­რამების ფარ­გლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანო­ბას.

საგზაო დეპარტამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატ­ყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენ­ტუ­ნა­რიანი სატრანსპორტო მშენებლობის (ინჟინერიის) სპეციალისტების მომზადება.

საგზაო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: პრაქტიკული ხასიათის საქმია­ნობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების – ბაკა­ლავრებისა და პროფესიული განათლების მქონე პირების – სპეციალისტების მომზა­დება; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ორიენტი­რებული აკადემიური უმა­ღლესი განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება.

საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრულ საგნებში სილაბუსისა და განრიგის შესაბამისად მეცადინეობების ჩატარებას; ქმნის ან/და მონაწილეობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში და არსებული პროგრამების მოდიფი­ცირებაში; ახორციელებს სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფას (სახელმძღვანელოების და სხვა სას­წავლო-მეთოდური მასალის მომზადება), ახალი საგანმანათლებლო პროგრამების და­ნერ­გვას; უზრუნველყოფს სწავლების არსებული მეთოდების ეფექტურად გამოყენების გზით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგი­ების დანერგვას, სასწავლო პროცესის სრულყოფას; ორგანიზაციას უწევს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ახორციელებს მაგისტრანტების და დოქტორანტების თემებით და ხელმძღვანელებით უზრუნველყოფას; ხელს უწყობს სასწავლო-პედაგო­გიური კადრების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

საგზაო დეპარტამენტის პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდ­რომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრასტრუქტურა) შესაბამისად ამყარებს შემოქ­მედებით კავშირებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასწავ­ლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზა­ციებთან.

სამშენებლო და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის შესა­ბამისი დამხმარე სასწავლო-სამეცნიერო ერთეულის – ლაბორატორიის ბაზაზე ახორ­ციელებს და კოორდინაციას უწევს სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სამეცნიერო-მეთო­დურ სემინარებს, იძლევა ექსპერტულ დასკვნებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე და პროექტებზე; ახორციელებს  სატრანსპორტო მშენებ­ლობის დარგის სპეციალისტთა პროფესიულ სრულყოფას და გადამზადებას, სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველ­ყოფისათვის სამეცნირო-კვლევით სამუ­შაოებში დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტების ჩაბმას. ახორციელებს სამაგ­ისტრო საკვალიფიკაციო და სადოქტორო სადისერ­ტაციო ნაშრომების რეცენ­ზირებას; პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდრომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრა­სტრუქტურა) შესაბამისად თანამ­შრომლობს საწარმოებთან და ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს კურსდამთავ­რებულთა შრომით დასაქმებას; კოორდინაციას უწევს ფაკულტეტზე არსებული თვით­დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი პრო­ფილის სამეცნიერო ცენტრის („სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი“) საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობს სატრანსპორტო ინფრა­სტრუქტურის რთული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის და ექს­პლუატაციის პროცესში, სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვი­თარებისა და პროფესორ-მასწავლებლების საინჟინრო პრაქტიკასთან მუდმივი კავშირ­ის უზრუნ­ველსაყოფად.

საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:  სატრან­ს­პორ­ტო მშენებლობის დარგში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური, პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება; სამეცნი­ერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა; საექსპერტო და საკონსულტაციო საქმ­იანობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საგზაო აკადემიური დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. საგზაო დეპარტამენტის სტატუსი

1.1. საგზაო აკადემიური დეპარტამენტი (შემდგომში – საგზაო დეპარტამენტი) წარმოადგენს სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულ­ტეტების ძირითად სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მოდულების, აგრეთვე საბაკალავრო საგანათლებლო პროგრამის მოკლე ციკლის ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო, მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

1.2. საგზაო დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სტუ-ს წესდებით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის სფეროძირითადი ამოცანები და ფუნქციები

2.1. საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქ­ცი­ებია:

ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით დეპარტამენტისათვის განსაზ­ღ­ვ­რულ საგნებში სილაბუსებისა და განრიგის შესაბამისად მეცადინეობების ჩატა­რებას.

ბ) ქმნის ან/და მონაწილეობს ახალი საგანმანათმლებლო პროგრამების შექმნაში და არსებული პროგრამების მოდიფიცირებაში;

გ) ახორციელებს სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფას (სახელმძღვა­ნელოების და სხვა სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება), ახალი საგან­მანათ­ლებლო პროგრამების დანერგვას;

დ) ახდენს საგზაო დეპარტამენტის აკადემიური დატვირთვის ფორმირებას და ადმი­ნისტრირებას;

ე) სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტების დეკანის წინაშე ინიცირებას უკეთებს პედაგოგების (მოწვეული პროფესორები და მასწავლ­ებლები) მოწვევას სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, ვაკანტური აკადემიური დატვირთვის არსებობის შემთხვევაში;

ვ) უზრუნველყოფს სწავლების არსებული მეთოდების ეფექტურად გამოყენების გზით სწავლების ხარისხის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნო­ლოგიების დანერგვას, სასწავლო პროცესის სრულყოფას;

ზ) ორგანიზაციას უწევს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

თ) ახორციელებს მაგისტრანტების და დოქტორანტების თემებით და ხელმ­ძღვანელებით უზრუნველყოფას;

ი) ხელს უწყობს სასწავლო-პედაგოგიური კადრების მომზადებას და მათი კვალი­ფიკაციის ამაღლებას;

კ) საგზაო დეპარტამენტის პროფილის შესაბამისად ამყარებს შემოქმედებით კავში­რებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანი­ზაციებთან;

ლ) ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სამეცნიერო-მეთოდურ სემინარებს, იძლევა ექსპერტულ დასკვნებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე და პროექტებზე;

მ) ახორციელებს სამაგისტრო საკვალიფიკაციო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომების რეცენზირებას;

ნ) საკუთარი პროფილის შესაბამისად თანამშრომლობს საწარმოებთან და ორგანი­ზაციებთან და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა შრომით დასაქმებას.

2.2. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას დეპარტამენტი, რო­მელიც საგანმანათლებლო პროგრამის სრუქტურიდან გამომდინარე, ერთდროულად დაექვემდებარება  ერთზე მეტ ფაკულტეტს.

მუხლი 3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონ­მდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.

დანართი 2

საგზაო აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

მუხლი 1. საგზაო აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1.1. საგზაო აკადემიურ დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) ხელმძღვა­ნე­ლ­ობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც, როგორც წესი, არის პროფესორის აკა­დე­მიურ თანამდებობაზე მყოფი პირი.

1.2. საგზაო დეპარტამენტის უფროსი:

ა) საგზაო დეპარტამენტის უფროსი ინიშნება 4 წლის ვადით;

ბ) საგზაო დეპარტამენტის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;

გ) სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტების  დეკა­ნე­ბის, ფაკულტეტის საბჭოს, საინიციატივო ჯგუფის წარდგინების ან/და პირადი გან­ცხადების საფუძველზე აკადემიური საბჭო ისმენს თითოეული კანდიდატის მიერ საგზაო დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და ფარული კენჭისყრის საფუ­ძველზე რექტორს დასანიშნად წარუდგენს კანდიდატს;

დ) საგზაო დეპარტამენტის უფროსი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინის­ტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირი;

ე) საგზაო დეპარტამენტის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში რექტორის ბრძანებით ინიშნება მისი მოვალეობის შემსრულებელი.

1.3. საგზაო დეპარტამენტის უფროსის გათავისუფლების საფუძველია აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილება.