სამეცნიერო კვლევითი მუშაობა 2018-06-22T14:41:08+00:00

 

საგზაო დეპარტამენტი

 

საგზაო დეპარტამენტი –  სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა

საგზაო დეპარტამენტის კვლევის და სამეცნიერო მუშაობის ძირითად მიმართულე­ბებს წარმოადგენს რთულ ბუნებრივ პირობებში რკინიგზების, მათ შორის ვიწროლიანდიანი რკინიგზების, საავ­­ტო­მო­ბილო გზების, აეროდრომების და ხელოვნური ნაგებობების დაპროექ­ტე­ბა და საქართველოს პირობებისათვის მისი ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის შექმნა; სახა­ზო ნაგებობების დაპროექტების, მშენებ­ლობის, მოწყობის და ექსპლუატაციის ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის შემუშავება. ხიდების, გვირაბების და სხვახელოვნური ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა, ხიდების და გვირაბების გამოკვლევა-გამოცდის შესრულება, ხიდების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, ნორმატული დოკუმენტების გაქართულება და მათი შედარება ევროკოდის დოკუმენტებთან, ხელოვნური ნაგებობების პროექტების ექსპერტიზა. ასფალტბეტონის ნარევების თვისებების გაუმჯობესება მოდიფიცირებული ბიტუმების გამოყენებით; საგზაო საფარების სატრანსპორტო საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესება ნახევრად ხისტი (კმპოზიციური) ფენილების გამოყენებით; გზების გეომეტრიული ელემენტების საპოექტო ნორმატივების შემუშავება სხვადასხვა საგზაო პირობებში ავტომობილთა რეჟიმების შესწავლის საფუძველზე; გზების სატრანსპორტო-საექსპლუატაციო თვისებების შეფასების მეთოდების შემუშავება რთულ ბუნებრივ პირობებში; ავტომობილიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების კვლევა საგზაო ქსელის კონკრეტული მახასიათებლების უშუალო კავშირში; საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის, სავალდებულო დაზღვევისა და ტექნიკური დათვალიერების სფეროებში; ქალაქების საექსპლუატაციო ინფრასტრუქტურის სრულყოფა, საწვავით გასამარ­თი სადგურების ქსელის ოპტიმიზაციით; საველოსიპედო გზების ქსელის მოწყობის გავლენა საქალაქო ავტომაგისტრალების გამტარუნარიანობაზე, რთული რელიეფის პირობებში; საქართველოს ქალაქებში სატრანსპორტო ინფრასტ­რუქტურის დაპროექ­ტების თანამედროვე ნორმატიული ბაზის დასაბუთების მეცნიერული კვლევის მეთოდები.

 

სამეცნიერო სამუშაოები

საგზაო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები წარმატებით მონაწილე­ობენ ისეთი საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების გან­ხორციელებასა და ექსპერტიზებში, როგორებიცაა: საქართველოში და მის ფარ­გლებს გარეთ ავტომაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობ­რივი გზების პროექტები; რკინიგზებზე და საავტომობილო გზებზე ხიდების, გვი­რაბების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, გამოკვლევა და გამოცდა; საერთაშორისო ავტომაგისტრალის E-60-ის ნატახტარი-ხაშურის, ზესტაფონი- ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთების დაპროექტება, თბილისი-ბათუმის რკინიგ­ზის რებილიტაციის პროექტი, ყარსი-ახალქალაქის საერთაშორი­სო რკინიგზის დაპროექტება, ექსპერტიზა და მშენებლობა და სხვა.

2013-1016 წლებში შესრულდა ქ. თბილისში 30 ხიდის, ხოლოსაქართველოში 53 ავტოსაგზაო ხიდის და 33 სარკინიგზო ხიდის გამოკვლევა-გამოცდა, ამასთან ერთად ჩატარდა ქ. თბილისში მეტეხის ავტოსაგზაო გვირაბის გამოკვლევა. ნათარგმნია სნ და წ 2.05.03-84 “ხიდები და მილები. პროექტირების ნორმები”, სნ და წ 3.06.07-86 “ხიდები და მილები. გამოკვლევისა და გამოცდის წესები” და სხვა.

დეპარტამენტის თანამშრომლები აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სტანდარტის: სსტ Gzebi: 2009 საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები. გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები, შემუშავებაში; საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების კვლევა-ძიება დაპროექტებაში; ქ.თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მაგისტრალური და რაიონული მნიშვნელობის გზებისა და ქუჩების კვლევა-ძიება დაპროექტებაში;

 

 

კონფერენციები, სენინარები, გამოფენები

2014 წელს “თისსენ გროუპ”-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობა ქ. ბერლინში, 2015 წელს პოლონეთში ჩატარებულ კონფერენცია-გამოფენაში, 2014 წელს ნოვოსიბირსკში ჩატარებულ “მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკის” საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.