საინჟინრო მექანიკისა და სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი
- სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებები: 1. დრეკადობის თეორია 2. ჰიდრომექანიკა 3.პლასტიურობის თეორია 4. სამშენებლო მექანიკა სეისმომედეგობა 6. ნაგებობათა მდგრადობა 7. ნაგებობების დაზიანების მიზეზებისა და ავარიულობის დიაგნოსტიკა 8. კონსტრუქციების სტრუქტურული რღვევის თეორია
- მიწისქვეშა წყლების დინების მათემატიკური მოდელირება; ნიუტონური და არანიუტონური სითხეებისა და მასში მცურავი სხეულების დინამიკა; თერმოდინამიკის ამოცანები; ქანების მდგრადობა; ნაგებობათა დინამიკა, პლასტიურობა და ცოცვადობის თეორია; დრეკადობის თეორიის წრფივი ამოცანები.
- ჟურნალი „მშენებლობა“ , ჟურნალი „ჰიდროინჟინერია“ , „სტუ შრომები“ , “საქართველოს საინჟინრო სიახლეები”
სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო
მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა – თამაზ ბაციკაძე, ვასილ სოხაძე, რუსუდან გიორგობიანი, ზურაბ მაძაღუა
შედგენილი ცილინდრული გარსების დრეკად-პლასტიკური დეფორმაციები – ჯუმბერ ნიჟარაძე
ნაგებობათა დინამიკა -ნუგზარ მურღულია, ვაჟა ლომიძე
ცვლადპარამეტრებიანი სივრცითი კონსტრუქციების რიცხვითი რეალიზაციის პრობლემების გამოკვლევა -ამირან ბუქსიანიძე
მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, სითხისა და მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში მათემატიკური მოდელირება; არაერთგვაროვანი ტრანსვერსალურად იზოტროპიული სხეულებისათვის თერმოელექტროდრეკადობის თეორიის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები; დრეკადობის თეორიის დინამიკური ამოცანები იმავე მასალებისათვის; სისხლის რეოლოგია, კერძოდ, კაპილარებში სისხლის მოძრაობის მათემატიკური მოდელირება; მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხები. – დ. გორგიძე
დრეკად არეში ბზარის გავრცელების სტაციონალურ და არასტაციონალურ ამოცანებს და დინამიკურ საკონტაქტო ამოცანები; ინტეგრალური გარდაქმნები და ვინერ-ჰოპფის მეთოდი, სმირნოვ-სობოლევის ფუნქციონალურ-ინვარიანტული ამოხსნების მეთოდი.- გ, ბაღათურია
კლდოვანი ქანების მსხვრევის პირობების ოპტიმიზაციის პრობლემები და ქანებთან ხელსაწყოების ურთიერთქმედების პროცესები.- მ. ლოსაბერიძე
ჰიდრავლიკის, დრეკადობისა და პლატიკურობის თეორიის საკითხები – ვ.ფაჩულია
სიმეტრიული მდგრადი ფილტრაციის ბრტყელი ამოცანები სხვადასხვა ფორმის სრულყოფილი და არასრულყოფილი დრენაჟებისათვის, როდესაც წყლის მოძრაობა დარსის კანონს ექვემდებარება.- ზ. ციცქიშვილი
ბლანტი ელექტრო გამტარი სითხის ბრუნვით სტაციონარულ და არასტაციონარულ მაგნიტოჰიდროდინამიკურ დინებები სითბოგადაცემის გათვალისწინებით; ბლანტი ელექტროგამტარი სითხის პულსაციურ სტაციონარულ და არასტაციონარულ მაგნიტოჰიდროდინამიკური დინებები მილებში სითბოგადაცემის გათვალისწინებით და სასაზღვრო ფენის თეორიის ამოცანები. – ლ. ჯიქიძე
ცვალებადი მასის მქონე სითხისა და ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების ამოცანები; ბუნებრივი და ხელოვნური ფერდოების სტატიკური მდგრადობა არამდგრადობის ამოცანები.მეწყერ-ჩამონაქცევებისა და თოვლის ზვავების დინამიკური ამოცანები.- ტ.კვიციანი
თხელკედლიანი სისტემების კვლევა (თეორიული) რომელთა გეომეტრიული და ფიზიკური მახასიათებლები განიცდიან წყვეტას- დ.ჯანყარაშვილი ა.ტაბატაძე
ფილებისა და გარსების კვლევა არადრეკად გარემოში- ი.კაკუტაშვილი,ლ.ყორღანაშვილი
ანაკრები გუმბათოვანი კონსტრუქციების გამოკვლევა დრეკადი და პლასტიკური მოდელების გამოყენებით- ა.ტაბატაძე,ლ.ყორღანაშვილი, ი.კაკუტაშვილი,დ.ჯანყარაშვილი,დ.ტაბატაძე
შენობა-ნაგებობების კვლევა, დიაგნოსტიკა, ტექნიკური ექსპერტიზა-პროფ.რ.იმედაძე.-პროფ.ლ.ზამბახიძე
შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ბოჭკოვან-ოპტიკური და ურღვევი კონტროლის მეთოდებით –ასოც.პროფ.მ.მანჯავიძე
ლაზერული ტექნოლოგიები და ურღვევი მეთოდის კონტროლის მეთოდებით კონსტრუქციების მდგომარეობის კვლევის მეთოდების დამუშავება –ასოც.პროფ.გ.მეტრეველი
ზესწრაფი დინამიკური პროცესების შესწავლა და შენობა-ნაგებობების კვლევის მეთოდების დამუშავება –ასოც.პროფ.ბ.ჭურჭელაური
შენობა-ნაგებობების მდგრადობის გაანგარიშების თანამედროვე მეთოდების დამუშავება, დიაგნოსტირება, ტექნიკური ექსპერტიზა -ასოც.პროფ.ა.წაქაძე
ლაზერული ტექნოლოგიები და ურღვევი კონტროლის მეთოდებით კონსტრუქციების მდგადობის კვლევის მეთოდების დამუშავება -ასისტენტ პროფ.ლ.ბერიძე
მოძიებული ინფორმაცია ჩატარებული კონფერენციების შესახებ :
- 2016 წელი 23-25 ივნისი საერთაშორისო კონფერენცია “მექანიკა 2016”
- 2015,2014, წწ მექანიკოსთა კავშირის ყოველწლიური კონფერენცია.
- 2014 წ “მექანიკა 2014” საიუბილეო კონფერენცია
- 2013წ – მესამე საერთაშორისო კონფერენცია, გარემოს დაცვა, არქიტექტურა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები