სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი 2018-07-08T18:45:26+00:00

სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი

ა.სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის #102 დეპარტამენტი

დეპარტამენტის მიზანია მოამზადოს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ თანამედროვე მსოფლიოს მეცნიერულ–ტექნიკური და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პრობლემების წვდომის უნარი, შენობა–ნაგებობის დაპროექტების ახალი მეთოდებისა და საქმიანი ჩვევების საინჟინრო პრაქტიკაში გამოყენების უნარი; სტუდენტს შეასწავლოს შენობა-ნაგებობების დაგეგმარების პროცესში საგანგებო სიტუაციების რისკის ინჟინერნიგის საფუძველები, ეკონომიკის ობიექტების საგანგებო სიტუაციებში მართვის, უსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების საინჟინრო დაცვის ორგანიზება, საგანგებო სიტუაციების შედეგების პრევენციისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოების საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებები, საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და მოქმედების წესები.

  • აღზარდოს სტუდენტები, რომელთაც შესწევთ უნარი თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების გამოყენებით  შენობა–ნაგებობების დაპროექტების;

  •  შენობა–ნაგებობების რეკონსტრუქცია–გაძლიერების;

  • მეცნიერული კვლევების საფუძველზე არსებული გაანგარიშების მეთოდების სრულყოფისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი კონსტრუქციების დაპროექტების;

  • შენობა–ნაგებობისა და კონსტრუქციული ელემენტების დაპროექტირებისას ევროპულ სტანდარტებში   წვდომის უნარი.

დეპარტამენტის ძირითად სტრატეგია და ამოცანები:

მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის მშენებელ–ინჟინერი, მშენებლობის მაგისტრი და მეცნიერ–მკვლევარი სამშენებლო დარგში.