მატერიალური ბაზა 103 2018-04-20T19:26:40+00:00

 

სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი

 

მატერიალური ბაზა:

  • სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია. ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელები: ა. მოწონელიძე, ვ. დვალიშვილი. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომელიც დამზადებულია პოლონეთის რესპუბლიკაში. ლაბორატორიის მიზანი და დანიშნულებაა, რომ ბაკალავრებმა  შეიძინონ დიდი ლაბორატორიული გამოცდილება დაეუფლონ თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების ფართო სპექტრს, შეიძინონ პრობლემის გადაჭრის უნარი ჯგუფური მუშაობის პრინციპით. ჩვენი სტუდენტები ლაბორატორიაში ანხორციელებენ მასალების ძირითადი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების, კერამიკული მასალების, შემკვრელი ნივთიერებების (კირი, თაბაშირი, პორტლანდცემენტი), ცემენტის ნარევის და ბეტონის, ბიტუმების დეტალურ გამოცდას. აგრეთვე  არმატურის და ფოლადის პროფილების გამოცდას.
  • მშენებლობის და ნაგებობების კვლევების ცენტრი. კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია ა. ყუბანეიშვილი. კვლევითი ცენტრი არჭურვილია თანამედროვე წნეხებით და დანადგარებით. კვლევით ცენტრში როგორც ჩვენი დეპარტამენტის ბაკალავრები ასევე მაგისტრები და დოქტორანტები ახორციელებენ ბეტონის კომპონენტების გამოცდას, ასევე მასალების ძირითადი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების, კერამიკული მასალების, შემკვრელი ნივთიერებების (კირი, თაბაშირი, პორტლანდცემენტი), ცემენტის ნარევის და ბეტონის, ბიტუმების დეტალურ გამოცდას.