სამეცნიერო კვლევითი მუშაობა 2018-02-10T06:56:36+00:00

სამშენებლო კომპიუტერის დაპროექტების დეპარტამენტი

 

სამეცნიერო კვლევითი მუშაობა

სამეცნიერო კვლევითი მუშაობბის ძირითადი მიმართულებები

  1. მზარების მქონე სხეულების დაძაბულ-დეფორმაციული და რღვევის პროცესების კვლევის მეთოდების დამუშავება სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა გამოყენებით
  2. მათემატიკური ფიზიკისა და დრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნების მეთოდების დამუშავება სინგულარულ-ინტეგრალური განტოლებების გამოყენებით
  3. თაღოვანი კაშხალის სიმტკიცეზე გაანგარიშების კომპიუტერული პროგრამების შექმნა
  4. სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმალური დაპროექტება
  5. ავტომატური მართვის სისტემების დაპროექტება
  6. მათ. ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები ალბათური მეთოდების გამოყენებით
  7. გარსთა თეორიის გეომეტრიულად არაწრფივი დეფორმაციის სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი მეთოდების დამუშავება
  8. კოსმოსური დიდგაბარიტიანი რეფლექტორების კვლევა-დაპროექტება
  9. სეისმომედეგი მშენებლობა კვლევა-დაპროექტება
  10. სამშენებლო სეისმომედეგობის ამოცანების რიცხვითი ამოცანების ამოხსნები სასრულ-ელემენტთა მეთოდით
  11. თეთრი ხმაურის კომპიუტერული მოდელირება და მისი გამოყენებები.

გრანტები

დღეისათვის დეპარტამენტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს დამყარებული ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან, ვ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტთან, რომლებთანაც ერთად დეპარტამენტმა გაიმარჯვა ევროკომისიის ევრო გრანტში (საწყისი დაფინანსება 600 000 €) პროექტის სახელწოდებით „თეთრი ხმაურის კომპიუტერული მოდელირება და მისი გამოყენებები“. ასევე, მურმან კუბლაშვილის ხელმძღვანელობით დეპარტამენტს მიღებული აქვს კიდევ ორი გრანტი: ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სტანდარტის დადგენა არჩევით საგნად X, XI,  XII კლასებში და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II საქველმოქმედო ფონდი, 2014-2015 წწ.; სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები. რუსთაველის საზოგადოება, 2014-2017 წწ., FR/35/9-120/14, სტუ.

 

დეპარტამენტის თანამშრომელთა ყველა ნაშრომი, კონფერენციებში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი მონაცემები იხ. http://science.gtu.ge