მატერიალური ბაზა 105 2018-02-10T06:53:43+00:00

წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი

 

წყალმომარაგების, წყალარინების,თბოაირმომარაგების და შენობების  საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის  ლაბორატორია

 

დღეისათვის არსებულ ლაბორატორიაში  ტარდება  ლაბორატორიული მეცადინეობები შენობების სანტექნიკურ მოწყობილობებში და პრაქტიკული მეცადინეობები ტუმბოებსა და სატუმბო სადგურებში.

ტუმბოებსა და სატუმბო სადგურებში: ტუმბოს სრული აწევის სიმაღლის განსაზღვრა, ტუმბოს ტიპის (მარკის) შერჩევა და მათი რაოდენობის განსაზღვრა;ცენტრიდანული ტუმბოს მუშა მახასიათებელი მრუდების და მილსადენის მახასიათებელი მრუდის აგება, კრიტიკული წერტილის პოვნა; ტუმბოს პარალელური და მიმდევრობითი მუშაობის შესწავლა, ჯამური მახასიათებელი მრუდების აგება, ტუმბოს და მილსადენის ერთდროული მუშაობის ანალიზი, ფაქტიური ხარჯი და ა.შ.

შენობების სანტექნიკურ მოწყობილობებში: წყალდამხარჯი არმატურის ჰიდრავლიკური მახასიათებლების განსაზღვრა; დაწნევების მიხედვით არარაციონალური ხარჯის დადგენა; ფრთიანი ჩქაროსნული წყალსაზომების მახასიათებლების დადგენა; ტურბინული წყალსაზომების მახასიათებლების დადგენა; ინდივიდუალური ჩამრეცხი ავზის და ტივტივიანი სარქველის მუშაობა; ჩარეცხვის ხარჯებისა მოცულობების ნორმატიულ სიდიდეებთან შედარება და ა.შ.

 

 

 

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის საერთაშორისო სამეცნიერო ავტორიტეტითა და უდიდესი ძალისხმევით, მიღწეულია შეთანხმება ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სამშენებლო ფაკულტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ულტრათანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ. ლაბორატორია მოემსახურება როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ასევე საექსპერტო პროცესებს შემდეგი მიმართულებებით: ჰიდრავლიკა; ჰიდრომექანიკა; ჰიდროლოგია, წყლის დამუშავება- გაწმენდა; მექატრონიკა; თერმოტექნიკა; შედუღება; ეკოლოგიის ლაბორატორია და მექანიზმების კომპიუტერული კონტროლის ლაბორატორია.