ფაკულტეტის მისია 2018-07-05T14:53:05+00:00

ფაკულტეტის მისია

 

სამშენებლო ფაკულტეტის მისიაა შექმნას ისეთი აკადემიური გარემო და ინფრასტრუქტურა, რომელიც პიროვნებას შესაძლებლობას მისცემს ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად, აღიზარდოს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს დამოუკიდებელ, სრულფასოვან წევრად. ხელი შეუწყოს ფაკულტეტის თითოეული წევრის საზოგადოებრივ და აკადემიურ თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას, რაც თანამედროვე თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა. ასწლიანი იმიჯის მქონე ფაკულტეტი არის ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებისა და განვითარების კერა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებას საიმედო დაგანათლებული რესურსით.