შეხვედრა ჰაიდელბერგცემენტთან 2019-04-11T12:42:32+00:00

შეხვედრა ჰაიდელბერგცემენტთან

      2019 წლის 29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში  სამშენებლო კომპანია ჰაიდელბერცემენტსა და სტუდენტებს შორის გაიმართა საქმიანი შეხვედრა.  შეხვედრაზე ჰაიდელბერცემენტმა  ისაუბრა  კომპანიის ისტორიაზე. პრეზენტაციის ბოლოს კომპანიამ სტუდენტებს შესთავაზა ანაზღაურებადი სტაჟიორობა. როგორც წარმომადგენლებმა განაცხადეს ეს ანაზღაურებადი სტაჟირება  სტუდენტს სწავლაში ხელს არ შეუშლის. იგი თვითონ დაგეგმავს  როდის შეუძლია  მუშაობა, დილით თუ საღამოს.  ამის შემდეგ  დაინტერესებულ სტუდენტებს  სააპლიკაციო ფორმა  დაურიგდათ.