წლის რესურსების დაცვა 2019-03-25T17:28:13+04:00

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა.

     21 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შედგა შეხვედრა სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორებს, სტუდენტებსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა გახსნა სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე გალდავა და დირექტორის მოადგილეები მაია გიქოშვილი და ირაკლი ურუშაძე. ქალბატონმა ეკატერინემ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა წყლის რესურსის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე წყალმომარაგების, საინჟინრო და სამშენებლო დარგის მიმართულების სტუდენტებს კომპანიის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. მოხსენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები. სტუ-ს წარდგინებითა და კომპანიის გადაწყვეტილებით, დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ირაკლი ურუშაძემ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების ორი სტუდენტი, ელენე ჩარკვიანი და რუბენ სარალიძე დასაქმების პერსპექტივით, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე მიიწვია.