siuec 2018 2019-02-11T18:44:51+00:00

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC 2018

      2018 წლის 8-9 დეკემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული “ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემები“-ს შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ჩატარდა ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია „SIUEC – 2018“, კონფერენციაში მონაწილეობდა 5 უნივერსიტეტის 102 სტუდენტი.

8 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა პლენარული სხდომა, რომლის შემდგომ მუშაობა წარიმართა 4 თემატურ სექციაში.

ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის შემდეგმა სტუდენტებმა:

  1. II კურსის დოქტორანტმა რევაზ სიხარულიძემ. ხელმძღვანელი პროფესორი მურმან ბაქრაძე.

თემა: „მრავალსართულიანი შენობებისათვის ენერგოეფექტური სამფენიანი სართულშუა გადახურვის ფილების ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტურობა“;

  1. III კურსის დოქტორანტმა დავით ზაქაშვილმა. ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ მახვილაძე.

თემა: „შენობების სერთიფიცირება და გამკაცრებული მოთხოვნები მათი დაპროექტებისა და ექსპლოატაციაში მიღებისას“;

  1. I კურსის მაგისტრანტმა ლიკა ნოზაძემ. ხელმძღვანელი პროფესორი მურმან ბაქრაძე.

თემა: „სამეწარმეო გარემოს განვითარების ტენდენციები საქართველოში“;

  1. I კურსის მაგისტრანტმა ლანა მჭედლიშვილმა. ხელმძღვანელი პროფესორი გრიგორ ხოფერია.

თემა: „ურბანული მიწის ნაკვეთების ღირებულებითი მართვის ასპექტები მშენებლობის დარგის მდგრადი განვითარებისა და ეფექტური ეკონომიკური მართვის გადაწყვეტილებისათვის“;

  1. I კურსის მაგისტრანტმა ანი კაიშაურმა. ხელმძღვანელი პროფესორი გრიგორ ხოფერია.

თემა: „ეკონომიკური მართვის ინდიკატორების სისტემების დამუშავების აუცილებლობა დეველოპმენტის საინვესტიციო პროექტის ეფექტურობის დასაბუთებისათვის“;

  1. I კურსის მაგისტრანტმა ნინო მამისაშვილმა. ხელმძღვანელი პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი.

თემა: „დანაკარგები მშენებლობაში და მათი საგადასახადო ხარჯად აღიარების პრობლემები“;

  1. IV კურსის ბაკალავრმა გიორგი ლეჟავამ. ხელმძღვანელი პროფესორი გრიგორ ხოფერია.

თემა: „უძრავი ქონების განვითარებისათვის (დეველოპმენტისათვის) ფინანსირების მიზნებისათვის შეფასება 2017 წლის საერთაშორისო შეფასების სტანდარტების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტები 410-ს „დეველოპმენტის პროცესში მყოფი უძრავი ქონება“-ს ცალკეული სტანდარტის მოთხოვნების ჩარჩოებში”.

აღნიშნული სტატიები გამოიცემა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციის შრომების კრებულში.

9 დეკემბერს კონფერენციამ მუშაობა განაგრძო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, სადაც სტუდენტებმა წაიკითხეს ნიკო ნიკოლაძის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური შეხედულებებისადმი მიძღვნილი ნაშრომები და დაათვალიერეს სახლ-მუზეუმის ექსპონანტები.

კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებისათვის შედგა ექსკურსია კურორტ წყალტუბოში.