Stipendium Hungaricum 2021-2022 2020-12-01T20:28:16+00:00

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15965

ცხადდება კონკურსი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე „Stipendium Hungaricum 2021-2022″, რომელსაც ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.
პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30
  • მაგისტრატურა – არაუმეტეს 30
  • დოქტორანტურა – არაუმეტეს 10
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5
  • 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები – 5 (განხორციელდება 2022-2023 სასწ. წლისთვის)

სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას (წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს).

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის უნივერსიტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალი და COVID-19 დაკავშირებულ ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონკურსო მოთხოვნებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულთათვის და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულთათვის ხელმისაწვდომია ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე.

ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდებზე, თბილისის დროით 2021 წლის 16 იანვრის 02:59 საათამდე.

მეტი დეტალური ინფორმაცია „Stipendium Hungaricum 2021-2022″ უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.