trans docsum 2020-10-09T15:49:30+00:00

2020 წლის 7-11 დეკემბერს ევროკავშირის EIT Raw Materials კონსორციუმის მიერ დაფინანსებული TransDOCSUM პროექტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო ზამთრის სკოლა დოქტორანტურის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება უფასოა და ყველა ლექცია და სემინარი ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ ენაზე.

სკოლა მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული მკვლევრების მომზადებას, მათი ცოდნის ამაღლებას ნედლეულის მდგრადი მართვის თემაზე და უფრო ღრმა გაგებას, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე ნედლეულის სექტორში.

ზამთრის სკოლის მთავარი თემაა ტრანსფორმაცია ცირკულარული ეკონომიკისკენ, რომელიც ორიენტირებულია მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოებში ნარჩენების ნედლეულის აღდგენის შესაძლებლობებზე, ასევე, რეგიონში სამრეწველო სიმბიოზის მშენებლობაზე და პოზიტიური სურათის შექმნაზე კომპანიის დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 ნოემბერი.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის სკოლის შესახებ და ასევე, სააპლიკაციო ფორმას იხილეთ ბმულზე