სტუ-ს სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საგზაო სექცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობის განრიგის შესაბამისად, საგზაო სექციაზე კონფერენცია ჩატარდა 2019 წლის 12 ივნისს. მომხსენებელთა გარდა, საგზაო სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტთაშორისი საგზაო დეპარტამენტის სტუდენ ტები და პროფესორ-მასწავლებლები. საგზაო სექციაზე მუშაობდა კონფერენციის კონკურსის შედეგების შემაჯამებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კომისიის თავმჯდომარე – ნუგზარ რურუა – პროფესორი;
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ბორის მაისურაძე – პროფესორი;
კომისიის წევრები:
კონსტანტინე მჭედლიშვილი – პროფესორი;
თენგიზ პაპუაშვილი – პროფესორი;
ხვიჩა ირემაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
გივი დათუკიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
კომისიის მდივანი – მანუჩარ შიშინაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
დემეტრე ჯანჯალაშვილი – სტუდენტი – ჯგ.#1575.
საგზაო სექციის მუშაობა გახსნა საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ნუგზარ რურუამ. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე მან დიპლომებით დააჯილდოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები მორის მელია, საბა წიქარიშვილი და ჯაბა ჯინჭარაძე.
სულ მოსმენილ იქნა 19 მოხსენება, მათგან 4 ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტის, 10 – მაგისტრანტის და 5 – დოქტორანტის. მონაწილეებმა მოხსენებები საპრეზენტაციო მასალების თანხლებით წარმოადგინეს, შემდეგ კი უპასუხეს კომისიის წევრების და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
მოხსენებები ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა:
-
ნაშრომის აქტუალურობა;
-
ნაშრომში დასმული საკითხის ავტორისეული გადაწყვეტა და დასკვნების
დასაბუთება;
-
დისკუსია ჟიურის წევრებთან;
-
მომხსენებლის გადმოცემის უნარი.