საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი 2022-07-05T15:30:55+04:00

კონტაქტი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავა, 68
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი 546


საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ფუნდამენტურად მოამზადოს ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები იმ სასწავლო კურსის მიხედვით, რომლებიც გაწერილია სამშენებლო, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ,აგრო-საინჟინრო, ინფორმატიკის ფაკულტეტებზე.

დეპარტამენტის განვითარება პირდაპირ უკავშირდება მის კონკურენტუნარიან, მრავალფეროვან სასწავლო კურსებს, რომლებსაც კითხულობენ მაღალი დონის პროფესორ-მასწავლებლები.

  • თეორიული მექანიკა, მასალათა გამძლეობა, ანალიზური მექანიკა, საინჟინრო მექანიკა, მასალათა მექანიკა, საინჟინრო სტატიკა, გამოყენებითი მექანიკა, სამშენებლო მექანიკა, პლასტიკურობის თეორია, შენობების მდგრადობა –  წარმოადგენს იმ ძირითად დისციპლინებს, რომელთა დაუფლება და სიღრმისეული შესწავლა აუცილებელია პრაქტიკულად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების სპეციალობებისთვის.
  • თანამედროვე სამეცინიერო-კვლევითი მუშაობის ყველა მიმართულება (დრეკადობის თეორია, პლასტიკურობის თეორია, სითხეების მექანიკა, შენობა-ნაგებობების მდგრადობა), რომლებზეც მუშაობენ დეპარტამენტის თანამშრომელები, კონკურენტუნარიანს ხდის დეპარტამენტს არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

დეპარტამენტის მიზნები მომავალი სასწავლო წლების პერიოდში დეპარტამენტის ძირითადი მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობის ხარისხის ამაღლება არსებული სამეცნიერო-პედაგოგიური შემადგენლობის ბაზაზე.

დეპარტამენტის ძირითად სტრატეგია და ამოცანები დეპარტამენტის სტრატეგია აგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომლის მთავარი ამოცანებია:

  1. 100% დაინერგოს მულტიმედიური ტექნიკა ლექციების კითხვისას
  2. გაიზარდოს იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებთანაც ინდივიდუალურად მუშაობენ დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები
  3. შეიქმას ახალი ან განახლდეს უკვე არსებული სასწავლო კურსები, ყველა იმ მიმართულებით, სადაც იკითხება დეპარტამენტის დისცპლინები.
  4. შემცირდეს პროფესორ-მასწავლებელთა საშუალო ასაკი 55-60 წლამდე
  5. საჭიროებისამებრ მოხდეს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება
  6. გაძლიერდეს ინდივიდუალური მუშაობა დოქტორანტებთან და მაგისტრებთან, რათა მათ შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ გაუჩნდეთ სურვილი გააგრძელონ დეპარტამენტში პედაგოგიური მუშაობა.
  7. მოხდეს პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო მუშაობის დივერსიფიცირება და საკვლევ სამეცნიერო თემებში ჩაერთოს ყველა მოქმედი და მოწვეული თანამშრომელი
  8. გაიზარდოს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ციტირების პროცენტი 50%-მდე ყველა თანამშრომლისათვის.
  9. გაიზარდოს მიწოდებული ნაშრომების ხარისხი, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე წარსადგენად