მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი 2021-11-18T13:28:35+04:00
პროფესორი
მურმან კუბლაშვილი

კონტაქტი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
სამშენებლო კომპიუტერის დაპროექტების დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავა, 68
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი 503


მშენებლობის  კომპიუტერული  დაპროექტების  დეპარტამენტის  მისია და მიზნები

მშენებლობის  კომპიუტერული  დაპროექტების  დეპარტამენტის  საქმიანობა აკადემიური  თავისუფლების,   სწავლების,  სწავლისა  და  კვლევის  ერთიანობის,   თანასწორობისა და გამჭვირვალობის  პრინციპებს  დაეფუძნება.  სტრატეგიული განვითარების გეგმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამშენებლო  ფაკულტეტის  განვითარების   გრძელვადიან  სამოქმედო  გეგმას  ეყრდნობა.

მშენებლობის  დაპროექტების  თანამედროვე  კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენებას  ქვეყნის განვითარებაში  უდიდესი ადგილი  უკავია.

დეპარტამენტი  დემოკრატიისა  და  ჰუმანიზმის  იდეალებზე   ორიენტირებული   პრინციპებით   ხელმძღვანელობს   და   საზოგადოებას   საიმედო,   განათლებულ   და მაღალკვალიფიციურ   რესურსებით  უზრუნველყოფს.

სამშენებლო მრეწველობის განუხრელი ზრდა საპროექტო  ორგანიზაციებსა და  ინსტიტუტებს სრულიად ახალ მოთხოვნებს უყენებს.  მოთხოვნილებები   საპროექტო  დოკუმენტაციის  რაოდენობაზე, მათ ხარისხზე  მკვეთრად იზრდება. ერთადერთ სწორ  გზას  ამ  ამოცანის  გადასაწყვეტად   დაპროექტების  პროცესში  თანამედროვე  მათემატიკური  მეთოდებისა და გამოთვლითი  ტექნიკის  საშუალებების  გამოყენება, დაპროექტების ტექნოლოგიური  პროცესის  მთლიანად  კომპიუტერულ  ტექნოლოგიაზე  გადასვლა  წარმოადგენს.

ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების  დამუშავების, დანერგვისა და მათი ექსპლუატაციისთვის საჭიროა სრულიად  განახლებული  ბაზა  და კომპიუტერული პროგრამები შეიქმნას და ამ  ბაზაზე  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები  მომზადდეს, რომლებიც სამშენებლო  და  საინფორმაციო  სფეროს  ნებისმიერ  დარგში  იმუშავებენ.

დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს

  • სამშენებლო ინჟინერიის სფეროში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტებისთვის სწავლების ყველა საფეხურზე (პროფესიული), ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) უმაღლესი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა
  • საინჟინრო-სამეცნიერო და საინჟინრო კომპიუტერული ტექნოლოგიური ცოდნის ინტეგრირება, რომელიც კომპიუტერული ცოდნის ბაზას აფართოებს, რაც თავის მხრივ საზოგადოების მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
  • თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ცოდანასა და პრაქტიკაზე დამყარებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
  • სამშენებლო ინჟინერიის პრობლემების გადაჭრის მიზნით თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით პერსპექტიული ინტერპერსონალური თეორიული და გამოყენებითი ხასიათის კომპიუტერული კვლევების ჩატარება.
  • სტუდენტების აკადემიური დონის ასამაღლებლად გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მხარდეჭერა. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
  • ინტელექტუალური და თანამშრომლური გარემოს შენარჩუნების მხარდაჭერა, რაც სტუდენტებისა და დეპარტამენტის თანამშრომლების მაღალი პროფესიული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს;
  • თანამედროვე კომპიუტერული რესურსებით სტუდენტების სწავლების უზრუნველყოფა (თანამედროვე ლაბორატორიებისა და ლიტერატურის ხელმისაწვდომობა);

დეპარტამენტის   მიზნები

  • ყველა საფეხურის   აკადემიური  საგანმანათლებლო   პროგრამების   შექმნა/მოდიფიცირება   ინტერნაციონალიზაციის პროცესის გათვალისწინებით;
  • მშენებლობის ავტომატიზებული   დაპროექტების   თანამედროვე   თეორიული   და   პრაქტიკული   მეთოდების   ცოდნით   აღჭურვილი   სპეციალისტის  მომზადება.
  • სტუდენტების სწავლებაში   მშენებლობის   დაპროექტებაში  პროგრამული პაკეტების   AutoCAD,   ArchiCAD,  Nastran,   ANSYS,   Robot    გამოყენება.

სტუდენტებისთვის

  • სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლება თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, ელექტრონული და დისტანციური სწავლება.
  • მშენებლობის ამოცანების გრაფიკული დაპროგრამების და სამშენებლო კონსტრუქციათა ნაგებობების დაპროექტებისა და გამოთვლითი ხასიათის ამოცანების კომპლექსური შესწავლა;
  • თანამედროვე ინფორმაციული ტენოლოგიების გამოყენებით საინჟინრო და ეკონომიკური გაანგარიშების ჩატარების შესაძლებლობების ჩამოყალიბება
  • მშენებლობის რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით შესაბამისი პრობლემების ოპერატიული გააზრების და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობების გამომუშავება;
  • სამშენებლო პროცესების სტრატეგიული და ტექნოლოგიური მართვის შესწავლა;
  • სპეციალისტის მომზადება, რომელსაც თანამედროვე მეთოდოლოგიური და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ცოდნა ექნებათ.
  • სტუდენტებისთვის ლიდერობის, მართვისა და კომუნიკაციის უნარების გამომუშავება, რომლებიც ფართო სპექტრის კარიერის განვითარებისა და უწყვეტი სწავლისთვისაა საჭირო.
  • დამსაქმებელთა საბჭოს შექმნა და ერთობლივი მუშაობა პროგრამების განახლების მიზნით;
  • დეპარტამენტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დამყარება;
  • ლაბორატორიების განახლება/მოდიფიცირება;
  • სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების თანამედროვე მძლავრი კომპიუტერული პროგრამებით განახლება;
  • თანამშრომლების მონაწილეობის მიღება პრიორიტეტული მიმართულებების სამეცნიერო -ტექნიკურ კვლევებსა და პროექტებში;
  • სამეცნიერო კვლევის გაძლიერება, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო თანამშრომლობა სტუ-ს კიბერნეტიკისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტებთან;
  • საერთაშორისო და რუსთაველის ფონდთან გრანტის მოსაპოვებლად სამეცნიერო კვლევების გაძლიერება.