საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ელექტრონულ ფორმატში (ონლაინ).
კანდიდატთა რეგისტრაცია საფაკულტეტო საარჩევნო კომისიებში, სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით წარიმართება.
სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 2020 წლის 5 დეკემბრის სხდომის დადგენილება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას,
სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (მერაბ კოსტავას 77), ოთახი #251-253; ტელ.: 032 236 51 29
სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების 42-ე მუხლის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-8 მუხლის, მე-6 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
-
კომისიის თავმჯდომარე – ირაკლი გაბისონია, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.
-
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – თალიკო ჟვანია, საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრის საგამოცდო პროცესების ორგანიზების განყოფილების უფროსი, პროფესორი.
-
კომისიის მდივანი – ნინო ხოლუაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი.
-
კომისიის წევრი – დავით კაპანაძე, საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრის უფროსი, პროფესორი.
-
კომისიის წევრი – ლიანა თარგამაძე, სწავლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი.
-
კომისიის წევრი – დავით გორგიძე , მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი.
-
კომისიის წევრი – გვანცა გუჩაშვილი, სტუდენტი.