პოლონელი სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე 2019-10-02T15:20:31+04:00

      26 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტმა უმასპინძლა პოლონეთის ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს – პროფესორებს: ჯესიკ დევიდოვიჩს, ვალერი მარია ჯოლანთას და ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს. სტუმრებს შეხვდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი გინა გურეშიძე, ასოცირებული პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ასისტენტი ზაალ ცინაძე და მთავარი სპეციალისტი ლევან ფიფია. მათ ერთმანეთში ისაუბრეს უახლეს მიღწევებსა და გამოცდილებებზე. სტუმრებმა დაათვალიერეს პროფესორ ალექსი გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, სადაც მათ უწინამძღვრა პროფესორმა დავით გორგიძემ, მშენებლობის  სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გააცნო პროფესორმა ვიტალი დვალიშვილმა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, ფაბლაბ ტექნოპარკი. პოლონელების სტუმრობამ უაღრესად პროფესიულ და გულითად გარემოში ჩაიარა.