საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო სიმპოზიუმი
16 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიხსნა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი „სეისმომედეგობა და საინჟინრო სეისმოლოგია“, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ქარცივაძის დაბადებიდან 100 წლის თავს, რომელსაც უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მშენებელ-ინჟინერთა აღზრდის საქმეში.
სიმპოზიუმი ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის მხარდაჭერით.
სიმპოზიუმის მუშაობას კოორდინაციას უწევდა სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტები, რომელთა შემადგენლობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად შედიოდნენ ამერიკის, პოლონეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის მეცნიერები.
სამეცნიერო კომიტეტს თავმჯდომარეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, თანათავმჯდომარეები იყვნენ პროფესორები – ლევან კლიმიაშვილი და დავით გურგენიძე.
სიმპოზიუმის პლენარულ სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი.
მოხსენება „პროფესორი გიორგი ქარცივაძე – მეცნიერი და მოქალაქე“ წაიკითხა პროფესორმა ლია კახიანმა.
სიმპოზიუმის სამეცნიერო მუშაობა გაგრძელდა სამშენებლო ფაკულტეტზე და დასრულდა17 იანვარს.
სიმპოზიუმის სამუშაო ენები იყო: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმის თემატიკას წამოადგენდა:
-
გეოლოგია და საინჟინრო სეისმოლოგია;
-
შენობებისა და საინჟინრო ნაგებობების სეისმომედეგობის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა;
-
სეისმური ნორმების სრულყოფა;
-
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები, შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქცია;
-
გამოყენებითი მექანიკა.