ნუგზარ რურუა
საგზაო დეპარტამენტი
საგზაო დეპარტამენტის მისია, მიზნები, ამოცანები და საქმიანობის
ძირითადი მიმართულებები
საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
საგზაო დეპარტამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მშენებლობის (ინჟინერიის) სპეციალისტების მომზადება.
საგზაო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების – ბაკალავრებისა და პროფესიული განათლების მქონე პირების – სპეციალისტების მომზადება; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება.
საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრულ საგნებში სილაბუსისა და განრიგის შესაბამისად მეცადინეობების ჩატარებას; ქმნის ან/და მონაწილეობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში და არსებული პროგრამების მოდიფიცირებაში; ახორციელებს სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფას (სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება), ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას; უზრუნველყოფს სწავლების არსებული მეთოდების ეფექტურად გამოყენების გზით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, სასწავლო პროცესის სრულყოფას; ორგანიზაციას უწევს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ახორციელებს მაგისტრანტების და დოქტორანტების თემებით და ხელმძღვანელებით უზრუნველყოფას; ხელს უწყობს სასწავლო-პედაგოგიური კადრების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
საგზაო დეპარტამენტის პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდრომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრასტრუქტურა) შესაბამისად ამყარებს შემოქმედებით კავშირებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან.
სამშენებლო ფაკულტეტის შესაბამისი დამხმარე სასწავლო-სამეცნიერო ერთეულის – ლაბორატორიის ბაზაზე ახორციელებს და კოორდინაციას უწევს სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სამეცნიერო-მეთოდურ სემინარებს, იძლევა ექსპერტულ დასკვნებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე და პროექტებზე; ახორციელებს სატრანსპორტო მშენებლობის დარგის სპეციალისტთა პროფესიულ სრულყოფას და გადამზადებას, სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფისათვის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტების ჩაბმას. ახორციელებს სამაგისტრო საკვალიფიკაციო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომების რეცენზირებას; საინჟინრო პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდრომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრასტრუქტურა) შესაბამისად თანამშრომლობს საწარმოებთან და ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა შრომით დასაქმებას; აქტიურად მონაწილეობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რთული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში, სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და პროფესორ-მასწავლებლების საინჟინრო პრაქტიკასთან მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად.
საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სატრანსპორტო მშენებლობის დარგში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური, პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა; საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობა.