სამეცნიერო კვლევითი მუშაობა 2021-11-19T16:58:13+04:00

საგზაო დეპარტამენტი

საგზაო დეპარტამენტი სამეცნიეროკვლევითი მუშაობა

საგზაო დეპარტამენტის კვლევის და სამეცნიერო მუშაობის ძირითად მიმართულე­ბებს წარმოადგენს რთულ ბუნებრივ პირობებში რკინიგზების, მათ შორის ვიწროლიანდიანი რკინიგზების, საავ­­ტო­მო­ბილო გზების, აეროდრომების და ხელოვნური ნაგებობების დაპროექ­ტე­ბა და საქართველოს პირობებისათვის მისი ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის შექმნა; სახა­ზო ნაგებობების დაპროექტების, მშენებ­ლობის, მოწყობის და ექსპლუატაციის ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის შემუშავება. ხიდების, გვირაბების და სხვა ხელოვნური ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა, ხიდების და გვირაბების გამოკვლევა-გამოცდა, ხიდების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, ნორმატული დოკუმენტების გაქართულება და მათი შედარება ევროკოდის დოკუმენტებთან, ხელოვნური ნაგებობების პროექტების ექსპერტიზა. ასფალტბეტონის ნარევების თვისებების გაუმჯობესება მოდიფიცირებული ბიტუმების გამოყენებით; საგზაო საფარების სატრანსპორტო საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესება ნახევრად ხისტი (კმპოზიციური) ფენილების გამოყენებით; გზების გეომეტრიული ელემენტების საპოექტო ნორმატივების შემუშავება სხვადასხვა საგზაო პირობებში ავტომობილთა რეჟიმების შესწავლის საფუძველზე; გზების სატრანსპორტო-საექსპლუატაციო თვისებების შეფასების მეთოდების შემუშავება რთულ ბუნებრივ პირობებში; ავტომობილიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების კვლევა საგზაო ქსელის კონკრეტული მახასიათებლების უშუალო კავშირში; საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის, სავალდებულო დაზღვევისა და ტექნიკური დათვალიერების სფეროებში; ქალაქების საექსპლუატაციო ინფრასტრუქტურის სრულყოფა, საწვავით გასამარ­თი სადგურების ქსელის ოპტიმიზაციით; საველოსიპედო გზების ქსელის მოწყობის გავლენა საქალაქო ავტომაგისტრალების გამტარუნარიანობაზე, რთული რელიეფის პირობებში; საქართველოს ქალაქებში სატრანსპორტო ინფრასტ­რუქტურის დაპროექ­ტების თანამედროვე ნორმატიული ბაზის დასაბუთების მეცნიერული კვლევის მეთოდები.

საგზაო დეპარტამენტის ინტელექტუალურ ბაზაზე ფუნქციონირებს “სასწავლო-სამეცნი­ერო ხიდსაცდელი ცენტრი“ (ხელმძღვანელი თ.ცვარიანი). ცენტრში პროფესორ – მასწავლებლების გარდა, დასაქმებულია საგზაო დეპარ­ტამენტის ბაკალავრები და მაგისტრები.

“სასწავლო-სამეცნი­ერო ხიდსაცდელი ცენტრი“ აღჭურვილია ყველა­ნაირი თანამედროვე გამზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყო-დანადგარებით ფოლადისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დეფორმაციების, ძაბვების და დინამიკური მახასიათებლების დასადგენად, აგრეთვე მათი გაანგა­რიშებისა და კონსტრუქციების მოდელირებასთან დაკავშირებული კომპიუ­ტერული პროგრამე­ბით. აღნიშნული კომპლქტაციით შესაძლებელია მრავალი საინჟინრო და კვლევითი ამოცანების გადაწყვეტა და ცენტრს შეეძლება რეგიონში ლიდერის პოზიციის დაკავება. არსებული ცენტრის მატერიალური ბაზა საშუალებას მოგვცემს, რომ მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა შეასრულონ პრაქტიკული ხასიათის სამეცნიერო კვლევები.

ხიდსაცდელი ცენტრის ხელსაწყო-მოწყობილობების ჩამონათვალი

სამეცნიერო სამუშაოები

საგზაო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები წარმატებით მონაწილე­ობენ ისეთი საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების გან­ხორციელებასა და ექსპერტიზებში, როგორებიცაა: საქართველოში და მის ფარ­გლებს გარეთ ავტო­მაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობ­რივი გზების პროექტები; რკინიგზებზე და საავტომობილო გზებზე ხიდების, გვი­რაბების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, გამოკვლევა და გამოცდა; საერთაშორისო ავტომაგისტრალის E-60-ის ნატახტარი-ხაშურის, ზესტაფონი- ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთების დაპროექტება, თბილისი-ბათუმის რკინიგ­ზის რებილიტაციის პროექტი, ყარსი-ახალქალაქის საერთაშორი­სო რკინიგზის დაპროექტება, ექსპერტიზა და მშენებლობა და სხვა.

თბილისის მერიის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ -ს დაკვეთით “სასწავლო-სამეცნი­ერო ხიდსაცდელი ცენტრი“ ანახორციელებს თბილი­სის ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო არტერიის მეტროპოლიტენის სადგურე­ბის: სადგურის მოედანი 1, სადგურის მოედანი 2 და სარაჯიშვილის გამოკვლევას. მეტროპო­ლიტენის სადგურების გამოკვლევის არეში მოხვდა სადგურები სამომ­სა­ხურო სათავსოებით, საესკალატორო გვირაბები, ზედა ვესტიბიულები და სადგუ­რის თაღები, ბაქნები, სალიანდაგო ბეტონი და ა.შ. გაცემულ იქნა შესაბამისი დას­კვ­ნები სადგურების არსებული მდგომარეობისა და მათი უსაფრთხო ექსპ­ლუა­ტაციისა­თვის განსახორ­ციელე­ბელი სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ.

2020-2021 წელს ასევე ჩატარებულ იქნა კვლევითი სამუშაოები სხვადასხვა ორგანიზაციების (შპს ,,სინოჰიდრო”, შპს ,,ბლექსი გრუპი“, ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპო­რა­ცია საქართველოში, საქართველოს სა­ავ­ტომობილო გზების დეპარტამენტი, შპს ,,ჰიუნ ქუ პარკი“, შპს ,,კონსტრაქშენ სერვი­სი“ ) დაკვეთით.

2013-2021 წლებში შესრულდა ქ. თბილისში 30 ხიდის, ხოლო საქართველოში 53 ავტოსაგზაო ხიდის და 33 სარკინიგზო ხიდის გამოკვლევა-გამოცდა, ამასთან ერთად ჩატარდა ქ. თბილისში მეტეხის ავტოსაგზაო გვირაბის გამოკვლევა. ნათარგმნია სნ და წ 2.05.03-84 “ხიდები და მილები. პროექტირების ნორმები”, სნ და წ 3.06.07-86 “ხიდები და მილები. გამოკვლევისა და გამოცდის წესები” და სხვა.

დეპარტამენტის თანამშრომლები აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სტანდარტის: სსტ Gzebi: 2009 საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები. გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები, შემუშავებაში; საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების კვლევა-ძიება დაპროექტებაში; ქ.თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მაგისტრალური და რაიონული მნიშვნელობის გზებისა და ქუჩების კვლევა-ძიება დაპროექტებაში;

კონფერენციები, სემინარები, გამოფენები

საგზაო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს ხშირად იწვევენ სარ­კინიგზო და საავტომობილო გზების სტრუქტურული ერთეულები სამეც­ნიერო და საინჟინრო საკითხების გადასაწყვეტად. მაგ. რკინიგზაზე მოძრავი შემად­გენლობისა და ლიანდაგის ურთიერთქმედების საკითხებთან დაკავშირებით, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობებისა და მათი შემადგენელი ცალკეული კონსტრუქციების არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რაზედაც ჩვენი პროფე­სორების მიერ წარდგენილ იქნა კომპეტენტური დასკვნები. ასევე ჩვენს წამყვან პროფესორებს (ა.ბურდულაძე, ნ.რურუა, ბ.მაისურაძე, მ.მოისწრაფიშვილი) ხშირად იწვევენ ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათ ასევე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან. არიან საავტომობილო გზების ტექნიკური საბჭოს წევრები (ა.ბურდულაძე, ბ.მაისურაძე), სს „საქართველოს რკინიგზის„ საკონსულტაციო საბჭოს წევრი (ე.მოისწრაფიშვილი). დეპარტამენტის წევრები არიან საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსები (ა.ბურ­დულაძე, ე.მოისწრაფიშვილი) და წევრ კორესპოდენტები (თ.პაპუაშვილი, პ.ნადირაშვილი, მ.მოისწრაფიშვილი, თ.მექანარიშვილი), საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის ”თეორიული და გამოყენებითი მეცნიერებები” – ს „theoretical & Applied Sciences“-ის წევრ კორესპოდენტი (მ.შიშინაშვილი).

დეპარტამენტის თანამშრომლები (ა.ბურდულაძე, მ.შიშინაშვილი) სამეც­ნიერო მიღწევებისათვის დაჯილ­დოებულები არიან: ევროპელ ახალგაზრდა მეცნიერთა „ევროპული ხარისხის“ (“European Quality”) ოქროს მედლით; ორდენებით გაცემული “ევროპული სამეცნიერო და სამრეწველო კონსორციუმი” ESIC “-ის მიერ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკ­რულე­ბების და მემორანდუმების საფუძველზე (”საქართველოს საგზაო დეპარტამენტი” სს „საქართველოს რკინიგზა“, საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტი „საქგზამეცნიერება“, შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზა”, შპს „კავკაზუს როუდ პროჯეკტი“, შპს „საქტრანსპროექტი“, ა(ა) იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „ეპტისა სერვისიოს დე ინხენერია“ ფილიალი საქართველოში) ჩვენს ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ შეასრულონ პრაქტიკული ხასიათის სამეცნიერო კვლევები მათი ქვესაუწყებო ორგანიზაციების ლაბორა­ტო­რიული ბაზის გამოყენებით.

საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო წლებში გამოაქვეყნეს 69 სამეცნიერო სტატია, (პუბლიკაციები უცხოეთში – 7), მათ შორის იმპაკტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში (International scientific journal “THEORETICAL & APPLIED SCIENCE”, Philadelpia, USA საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “თეორიული და გამოყენებითი მეცნიერება”, ფილადელფია, აშშ), International journal of Latest Trends in Engineering and Technology. (Germany, Miunchen “European Science and Techno­logy””- ევროპული მეცნიერება და ტექნიკა”, გერმანია, მიუნხენი); (Engineering Academy of Armenia “Information Technologies and Management” ”ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი” – სომხეთის საინჟინრო აკადემია. გამოცემულია 3 სახელმძღვანელო, მონაწილეობა აქვთ მიღებული 7 სამეცნიერო ფორუმში (მათ შორის 5 უცხოეთში).

დეპარტამენტის პროფესორებმა (გ.ჩუბინიძე, მ.შიშინაშვილი) 2019 წლის 5-9 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის ქალაქ სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში: „საერთაშორისო გამოცდილება გზების, ხიდების და გვირაბების დაპროექტებაში“ .

2021 წელს დეპარტამენტის პროფესორებმა ნ,რურუამ, ბ.მაისურაძემ და დოქტორანტმა ი.უთმელიძემ მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ქუთაისში აკადემიკოს ნ. მუსხელიშვილის და­ბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძ­ღვნილ საქართველოს მექანი­კო­სთა კავშირის XII ყოველწლიური საერ­თაშორისო კონფერენციაში (9-11.09. 2021 წ.), ასევე თბილისში გამართულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული სემინარში “ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში და გარემოს ინჟინერიაში” (28-30.07. 2021 წ.),

დეპარტამენტში ტარდება გეგმით გათვალის­წინებული სამეცნიერო-მეთოდური სემინარები თემებზე: საქართველოს მთიან რეგიონებში ვიწროლიანდიანი რკინიგზების განვითარების კონცეფციის შესახებ. შემუშავებულია პროექტები სვანეთის, თუშეთის და ბახმაროს მიმართულებით. ამ თვალასზრისით მშენებლობის დონეზე ჯერ-ჯერობით ვერ დავაინტერესეთ ვერც სახელმწიფო სტრუქტურები და ვერც კერძო სექტორი. სამეცნიერო-მეთოდური სემინარზე განხილული იყო აგრეთვე ქალაქ თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირის ავტომაგისტრალის სატრანს­პორტო-საექს­პლუატაციო პირობების გამოკვლევა და მათი გაუმჯობესების ღონისძიებათა საკითხები.

საგზაო დეპარტამენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენ­ტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე 2011 წლიდან წარმოდგენილია – საგზაო სექციის სახით. საანგარიშო პერიოდში საგზაო დეპარტამენტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფე­რენციაში მონაწილეობა მიიღო 75 სტუდენტმა (10 ბაკა­ლავრი, 27 მაგისტრანტი და 38 დოქტორანტი). კონკურსში მონაწილე სტუდენტებს მიღებული აქვთ მრავალი დიპლომი.

დეპარტამენტის პროფესორების მიერ მოპოვებულ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი DI/14/3-109/14 სამეცნიერო-კვლევითი პროექტზე დასახელებით „მთიან რაიონებში განლაგებულ ჰიდროკვანძებზე ღვარცოფების კატასტროფული ზემოქმედების პროგნოზირება და პრევენცია“.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (GIZ Georgia) ხელშეწყობით საგზაო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გამოცემულ იქნა წიგნი „საავტომობილო გზების მშენებლობა“. გამოცემულ იქნა დამხმარე სახელმძღვანელო „რეკომენდაციები დამამთავრებელი ნაშრომის გაფორ­მებისთვის“ (ავტორები: გურგენიძე დ., დათუკიშვილი გ., ლომაძე ი., წიქარიშვილი მ.).

დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში ონლაინ რეჟიმში. მ.მოისწრაფიშვილი – „პროფესიული განათლების კვირეული“ – კოლეჯების საქმიანობა ახალ კონტექსტში – ონლაინ კონფერენცია. ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19 ფონზე. თბილისი, 2020 წლის 7-10 დეკემბერი; ა.კორგანოვი – Применение напрягающего це­мента в дорожном строительстве, – 1st International Scientific and Practical Internet Conference. Internatinal Electronic Scientific and Practical Journal “Way­Science” Dnipro (Ukraine) 2020.

დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას ღებულობენ ონლაინ რეჟიმში ორგანიზაცია Clarivate-ეს მიერ ჩატარებულ ვებინარებში, სადაც ძირითადად განხილული იყო საერთაშორისო ჟურნალებში პუბლიკაციებისათვის მასალების მომზადების საკითხები. დეპარტამენტის თანამშრომლებს მიღებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატები.