ისტორია 101 2022-07-05T15:32:15+04:00

საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი

ისტორია

მასალთა გამძლეობა და დრეკადობის თეორია №7

მოწინავე საზოგადოების მცდელობამ რათა საქართველოში გახსნილიყო უმაღლესი განათლების სასწავლებელი, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის ასზე მეტი წლის განმავლობაში, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო.

მხოლოდ 1917 წლის 6 მაისს, როცა რუსეთის იმპერიული სისტემა უკვე დამხობილი იყო,დროებითმა მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი თბილისის პოლიტექნიკური ინსტისუტის გახსნის შესახებ. 9 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტისუტი, რომელიც იმხანად შედგებოდა მხოლოდ სასოფლო – სამეურნეო ფაკულტეტისაგან. ინსტიტუტში ჩარიცხული იქნა 300 – მდე აბიტურიენტი, რომელთა შორის 100 ქართველი იყო. ინსტიტუტში სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო, პროფესორ – მასწავლებელთა ეროვნული კადრების დეფიციტით.

1918 წლის 26 იანვარს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. 1921 წლის 30 დეკემბერს უნივერსიტეტის საბჭომ დაადგინა მის შედგენილობაში გახსნილიყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამშენებლო, მექანიკური და სამთო – ქიმიური განყოფილებებით. ამ განყოფილებებში გათვალისწინებული იყო 9 სპეციალიზაცია. მომდევნო წლის 16 იანვარს გაიხსნა უნივერსიტეტის ქართული პოლიტექნიკურიფაკულტეტი. ამ დროისთვის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობდნენ: პროფ.ნიკო მუსხელიშვილი – თეორიული მექანიკა, დოც. ი. თულაშვილი – სამშენებლო საქმე,კონსტ. ამირეჯიბი – სამშენებლო მასალები; ლექტორები: ბ. ჭიჭინაძე – მასალათაგამძლეობა, ნაშენთა სტატიკა, გ. ხიჩინაშვილი – ფუძე – საძირკვლები, სამშენებლოხელოვნება; ასისტენტი ა. ჩიქოვანი – მასალათა გამძლეობა, ნ. გვარამაძე – ხიდები და სხვა.

1922 წლის მაისიდან თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი აღიარებულ იქნაამიერკავკასიის სამხარეო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად . მაგრამ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების თარიღად 1922 წელიითვლება, როცა უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული პოლიტექნიკური ფაკულტეტი;მისი გახსნა აღინიშნა ივ. ჯავახიშვილის გამოსვლით საბჭოს სხდომაზე. 1928 -1929სასწავლო წლის ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურმაინსტიტუტმა, რომელიც შეიქმნა თსუ-ს სათანადო ფაკულტეტისა და თსპი – ს ბაზაზე.

1928 წლიდან 1963 წლამდე ( გარდაცვალებამდე ) სამშენებლო მექანიკის და შემდგომში მასალათა გამძლეობის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი მუხაძე.

1935 წელს გამოქვეყნდა მისი ქართული სახელმძღვანელო ნაშენთა სტატიკაში. 1946 წელს გ. მუხაძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ – კორესპოდენტად. გ მუხაძის კვლევის საგანი უჭრი კოჭების, წამწეების, ჩარჩოების და საყრდენი კედლების გაანგარიSების საკითხები. ამ პრობლემის კვლევისას იგი ფართოდ იყენებდა გრაფოსტატიკას, რაც საგრძნობლად ამარტივებდა გაანგარიშებათა პროცესს.

გ.მუხაძის დიდი დამსახურების შედეგადკათედრაზე გაიზარდნენ ისეთი მეცნიერები, რომლებმაც საგრძნობი კვალი დატოვეს სამშენებლო მექანიკაში, მასალათა გამძლეობაში, დრეკადობის თეორიაში. ჩვენ არ შეგვიძლია დეტალურად ავღწეროთ კათედრის წევრების მეცნიერული თუ პედაგოგიური ნამოღვაწარი. ამ კათედრაზე ირიცხებოდა 15 – 20 დოცენტი, 5 -მდე ასისტენტი, 3-4 ასპირანტი და ლაბორანტი.

გ. მუხაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა 1931 წელს. ამ კათედრის წევრები იყვნენ:პროფ. გ. მუხაძე ( კათედრის გამგე ), დოცენტები: ა. კაკუშაძე, ვ. ბაციკაძე, ა. შარმაზანაშვილი, ა. შანშიაშვილი, ნ. აბდულაევი, გ. ომაძე, ვ. ვართაპეტოვი,ა.ჭკუასელი, გ. მახვინაძე, ა.ჯაბუა, დ.თაქთაქიშვილი, ვ.შუშანია,ა.მესხი,ნ. ნამორაძე, ლ. სანაძე,მ.მუხაძე.

კათედრაზე მიმდინარეობდა აქტიური მეცნიერული მუშაობა, რომლის სათავეში პროფ. გ. მუხაძე იდგა. რეგულარულად ტარდებოდა სამეცნიერო სემინარები დაიბეჭდებოდა შრომები . მაგალითად, ბრიგადამ პროფ. გ. მუხაძის, დოც. ა. კაკუშაძის,ნ.აბდულაევისა და ვართაპეტოვის შემადგენლობით შეასრულა მეცნიერული შრომა„კოჭების,ფილების, წამწეებისა და მრავალსართულიანი ვანტების, დგარების ანგარიშიდინამიკურ დატვირთვებზე“. ამ შრომის შედეგები დაინერგა: „ წიგნის სასახლის “, ხრამჰესის და ჩიტახევჰესის დაგეგმარების დროს.

სპი-ს შრომებში რეგულარულად იბეჭდებოდა მეცნიერული კვლევის შედეგები. მაგალითად, დოც. ნ. აბდულაევის ნაშრომები: „ დრეკადობის თეორიის ზოგიერთიამოცანის ამოხსნის შერეული მეთოდი“, ფილების ანგარიში სამკუთხა დატვირთვაზე“,„ კოჭების საკუთარი რხევების სიხშირეთა განსაზღვრის მიახლოებითი ხერხი“ და სხვა.

1949 წელს დაიბეჭდა დოც. ნ. აბდულაევის “მასალათა გამძლეობის ამოცანათა კრებული“ ( ტექნიკური მექანიკა,დაიბეჭდა დოც. ვ. ბაციკაძის მონოგრაფია „სტატიკურად ურკვევი სისტემების“ გაანგარიშების მაგალითები“.

გამოიცა დოც. ა კაკუშაძის სახელმძღვანელოს „ დრეკადობის და პლასტიკურობის თეორია“ ორტომეული; სახელმძღვანელომ დიდი დახმარება გაუწია სტუდენტებს,ინჟინრებს, მეცნიერ მუშაკებს; ამ პერიოდისთვის (50- იანი წლები) ქართულენაზე არ არსებობდა ასეთი სახელმძღვანელო. გამოვიდა სახელმძღვანელოები მასალათაგამძლეობაში: შ. ჯაბუა და დ. თაქთაქიშვილის „მასალათა გამძლეობის მოკლე კურსი“ა.ჭკუასელის, მ. მუხაძის, კ. ქადარიას და ბ. ჯაფარიძის „ მასალათა გამძლეობა“, 1 და მე-2 ნაწილი, ნ. ნამორაძის „ მასალათა გამძლეობა“, 1 და მე-2 ნაწილი.

ორმოცდაათიან წლებში ინსტიტუტის შრომებში იბეჭდება აგრეთვე სადისერტაციონაშრომთა ფრაგმენტები. მაგალითად, ა. მესხის სტატიები „სწორკუთხოვანიფილების დინამიკური გაანგარიშებისას სპექტრული ფუნქციის მეTოდისგამოყენება“. „ფილების თავისუფალი რხევების მაღალი რიგის სიხშირის განსაზღვრის ახალი ვარიანტი“.

ამავე პერიოდში კათედრამ განიხილა გ. ხაზალიას სადისერტაციო თემა „ სფერულირკინაბეტონის გარსების კვლევა დრეკადობის ზღვარს ზემოთ მზიდი უნარის განსაზღვრით“.

მაღალ დონეზე ტარდებოდა კათედრის სამეცნიერო სემინარები, რაზეც მოწმობს თუნდაც თემების მოკლე ჩამონათვალი:ა. კაკუშაძე „კოშის და პუასონის ინტეგრალებისშესახებ და დრეკადობის თეორიის ძირითადი პრინციპები“, შანშიშვილი„ დრეკადი წირის განტოლება“ ( პროფ. შ. მიქელაძის მიხედვით ); აბდულაევი „ სამშენებლო მექანიკის ზოგიერთი ამოცანები “ ( მ. მიქელაძის მიხედვით ), „ცვლადკვეთიანი კოჭები“, „საფეხურიანი ძალების გაანგგარიშება“ (პროფ. შ. მიქელაძის მიხედვით). დიდ დახმარებას უწევდა კათედრა მსხვილ წარმოებებს დამშენებლობებს. კონსულტაციების სახით. მაგ., პროფ. გ. მუხაძე – ამიერკავკასიისრკინიგზის ობიექტებს, ა. კაკაუშაძე – ხიდების მშენებლობას ცხინვალში, გორში ,ბაქოში ( საზღვაო ესტაკადა ); ვ. ბაციკაძე – „ საქკომუნპროექტის “ ობიექტებს; ვ. ვართაპეტოვი – ამიერკავკასიის სხვადასხვა ობიექტებს.

60- იანი წლების დასაწყისში მოხდა ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის ახალირეორგანიზაცია – გაერთიანდნენ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერია დასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტები. ამავე დროს დაიწყო ფუნქციონირება სიმტკიცის ციკლის ორმა კათედრამ: მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრამ და სამშენებლო მექანიკის კათედრამ.

აკად. გ. მუხაძის გარდაცვალების შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდა ა. კაკუშაძე. მან კათედრაზე მოიზიდა ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერ მუშაკები, ასპირანტები და ასისტენტები. ა. კაკუშაძის ხელმძღვანელობით დაცულ იქნა მრავალი საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში. დისერთაციები დაიცვეს ასპ. დ დანელიამ, ა. ხაბეიშვილმა, ი. ესაძემ, თ. ბაციკაძემ, პ.კოხრეიძემ, გ. რუხაძემ, ბ. ჩირაძემ.დისერტაციების პრობლემური თემატიკა ეხებოდა ფილების და გარსების სტატიკურ – დინამიკურ გაანგარისებებს სხვადასხვა მეთოდებით; უმთავრესად გამოიყენებოდა გრინის ფუნქციები.

პროფ. ა. კაკუშაძე ყოველმხრივ უწყობდა ხელს ახალგაზრდა მეცნიერთა ზრდას, რაც გამოიხატებოდა მრავალი სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციებში, როგორც რესპუბლიკურ ჟურნალში, ასევე სპი – ს შრომებში.

დიდი დამსახურებისთვის, პროფ. ა. კაკუშაძეს, მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის, საპატიო წოდება; იგი დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით და მედლებით.

70-იანი წლების, ბოლოს ხანდაზმულობის, გამო ა. კაკუშაძემ, უარი თქვა კათედრის გამგის თანამდებობაზე და დარჩა ამავე კათედრაზე პროფესორად.კათედრის გამგედ არჩეულ იქნა ტ.მ.დ., პროფ. ალ. ლოსაბერიძე, რომელმაც გააგრძელა წინამორბედის

დაწყებული საქმე. ამ პერიოდსი დისერტაცია დაიცვა დოც. ჯ. ბახტაძემ; საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს ა. თვალაძემ და რ. შელიამ.

ა. ლოსაბერიძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ (80 -იანი წლების ბოლოს) კათედრის გამგედ არჩეული იქნა დოც. დ. დანელია, რომელსაცშემდეგში მიენიჭა პროფესორის წოდება.

80-იანი წლები ხასიათდება მრავალი მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის გამოცემით: მასალათა გამძლეობა (დ. დანელია, მ. მაძაღუა, გ. ხაზალია), ტექნიკური მექანიკა (ა.ლოსაბერიძე, დ. დანელია), დრეკადობის თეორიის დამხმარე სახელმძღვანელო ( დ. დანელია, ზ. მაძაღუა); მეთოდური მითითებები მასალათა გამძლეობის საკურსო სამუშაოების შესასრულებლად (ნ. მურღულია, ა.მჭედლიშვილი, ა. ცქიტიშვილი), დამხმარე სახელმძღვანელოები: სწორი ძელის ღუნვა, ბრტყელ ნაკვთთა გეომეტრიული მახასიათებლები, სწორი ღეროს გრეხა (გ. გაჩეჩილაძე, ა. სარალიძე, ნ. მეფარიშვილი), რღვევის მექანიკის ელემენტები (გ. გაჩეჩილაძე, დ. ქორქია). დამხმარე სახელმძღვანელოები დრეკადობის თეორიაში: დრეკადობის თეორიის ზოგიერთი ამოცანების ამოხსნის მაგალითები ( ამოცანის ამოხსნა დისკრეტული მეათოდით) (გ. გაჩეჩილაძე, დ. ქორქია, ა. სარალიძე)1994-1995 წლებში გამოვიდა თ. ბაციკაძის და გ. გაჩეჩილაძის სახელმძღვანელო „ მასალათა გამძლეობის კურსი“, 1 და მე- 2 ნაწილები (მე- 2 ნაწილის თანაავტორია დ. ქორქია).

1997 წელს გამოვიდა თ. ბაციკაძის და გ. გაცეჩილაძის სახელმძღვანელო „დრეკადობის თეორია“, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისთვის. დოც. თ. ბაციკაძის ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ჯ. ნიჟარაძემ.

1990 წელს გამოიცა ტ.მ დ. პროფესორ ი. ღუდუშაურის მონოგრაფია „ დრეკადობის თეორია ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებებში“.(რუსულ ენაზე)

2000 წლიდან კათედრაზე გამოიცა მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო

თ. ბაციკაძე, თ. ბაციკაძე, რ,გიორგობიანი, ი.კომახიძე. განაწილებულ სამომენტო და განივ დატვირთვებს შორის ანალოგიის გამოყენება კოჭების დეფორმაციების განსაზღვრისათვის. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად მასალათა გამძლერობის კურსში. ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი. 2001წ. .

ნ. ბერიშვილი, თ.ბაციკაძე, რ.გიორგობიანი, ი.კომახიძე. განაწილებულ სამომენტო და განივ დატვირთვებს შორის ანალოგიის გამოყენება კოჭების დეფორმაციების განსაზღვრისათვის. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად მასალათა გამძლერობის კურსში. საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტი. 2001წ. თბილისი.

თ. ბაციკაძე, ა.ბუქსიანიძე, ნ.მურღულია, ჯ.ნიჟარაძე. მასალათა გამძლეობის ცნობარი. საქ. ტექნ. უნივერსტიტეტი. 2009წ. .

თ. ბაციკაძე, ვ.ფაჩულია, ლ.ღოღელიანი, რ.ცხვედაძე. საინჟინრო მექანიკა. სტუ-ს საგამომცემლო სახლი ”ტექნიკური უნივერსიტეტი”. 2009წ

დ. დანელია, ა.კვარაცხელია. მასალათა გამძლეობის საფუძვლები. ტექნ.უნივერსიტეტი. 2009წ

დ. დანელია, ა.კვარაცხელია. მასალათა გამძლეობა. . 2007წ.

დ. დანელია, რ ცხვედაძე. დრეკადობის თეორია. . 2005წ.

დ. დანელია, ა.კვარაცხელია. მასალათა გამძლეობა. . 2004წ.

დ. დანელია, ა.კვარაცხელია. დრეკადობის, პლასტიკურობის და ცოცვადობის თეორიის საფუძვლები. . 2005წ.

თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე. მეთოდური მითითებები მშენებლობის კომპიუტერულ დაპროექტებაში მოსახმარად სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისტვის. საქ. ტექნ. უნივერსტიტეტი. 2011წ.

თ.ბაციკაძე, ა.კვარაცხელია, ზ.მაძაღუა. დრეკადობის, პლასტიკუტობის და ცოცვადობის თეორიის მოკლე კურსი. 2014წ. თბილისი

ტ. კვიციანი, ა.კვარაცხელია, ზ.მაძაღუა.საინჟინრო მექანიკა. 2014წ.

თ.ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე. მასალათა გამძლეობა.Iნაწილი. 2014წ.

თ.ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე. მასალათა გამძლეობა.IIნაწილი. 2015წ.

თ. ბაციკაძე, ჯ.ნიჟარაძე. Основы теории упругости и пластичности (ნაწილი1). 2016წ. .

თ. ბაციკაძე, , ჯ. ნიჟარაძე. Основы теории упругости и пластичности (часть2.) 2017წ. .

თ. ბაციკაძე, ჯ.ნიჟარაძე. Н. Наморадзе. Краткий курс сопротивления материалов. часть I. 2017წ.

ტ. კვიციანი.absoluturad myari sxeulis მექანიკა. 2018წ

ტ. კვიციანი.მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა.2018წ

მ. წიქარიშვილი. სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზა.2018წ

თ. ბაციკაძე,რ. გიორგობიანი, ჯ. ნიჟარაძე. Journal of laboratory works on the Strength of Materials2019წ

მ. წიქარიშვილი, გ.ტურაშვილი.უძრავი ქონების ექსპერტიზების წარმოების მეთოდოლოგიის სრულყოფა და უნიფიცირება.2019წ

ზ.მაძაღუა.დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის გამოყენებითი თეორიის საფუძვლები.2019წ

დ. გურგენიძე,ზ. მაძაღუა, დ. ტაბატაძე,დ. ჯანყარაშვილი.ტექნიკური მექანიკის ზოგიერთი

ცნებების და ტერმინების ცნობარი.2019წ

თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჯარაძე.Сопротивление материалов. Часть I .2021წ

თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჯარაძე.Сопротивление материалов. Часть II.2021წ

ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის, საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკურ ექსპერტიზის №101 დეპარტამენტში,

მასალათა გამძლეობა და დრეკადობის თეორია № 7 –ში, წინა თაობის მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებენ პროფესორები: თ. ბაციკაძე, ა. ბექსიანიძე, ნ მურღულია, ჯ. ნიჟარაძე, ასოცირებული პროფესორები: რ. გიორგობიანი, ასისტენტ პროფესორი ვ. სოხაძე , სპეციალისტი მ. პეტრიაშვილი

სამშნებლო მექანიკა და სეისმომედეგობა №57

საქართველოს პოლიტექნიკური და რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად, ამ ინსტიტუტში არსებული სამშენებლო მექანიკის კათედრის ბაზაზე 1960 წელს ჩამოყალიბდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კათედრაЖ სამშენებლო მექანიკისა და მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრები.

1960 წლის მარტიდან 1983 წლის სექტემბრამდე სამშენებლო მექანიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. მ.მიქელაძე. ახლად ჩამოყალიბებულ კათედრაზე იმჟამად მოღვაწეობდნენЖ პროფ. მ.მიქელაძე, პროფ. კ.ზავრიევი 90.5 ერთ0, პროფ. ა.ასტვაცატუროვი, დოც. გ.ნეტკაჩევი, ასისტ. მ.მუხაძე 90.5 ერთ0, მდივანი ს.ჯობაძე და ასპირანტი რ.ცხვედაძე.

1965 წელს ნ.მუსხელიშვილისა და ი.ვეკუას წარდგინებით მ.მიქელაძე სათავეში ჩაუდგა ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილებას. რომელიც ძირითადად დაკომპლექტდა კათედრის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლობით. კათედრის და განყოფილების თანამშრომელთა გონივრულმა შეცვლა-გადადგილებამ პროფ. მ.მიქელაძეს საშუალება მისცა ჩამოეყელიბებინა ერთიანი ძლიერი კოლექტივი.

ნაგებობათა სტატიკის გარდა, სპეციალობათა მიხედვით კათედრას დაევალა ნაგებობათა მდგრადობა და დინამიკის და გარსთა თეორიის საფუძვლების სწავლება, რამაც თავის მხრივ გაზარდა კათედრის თანამშრომელთა რაოდენობა სხვადასხვა წლებში.1960-2016 წლებში კათედრაზე მუშაობდენენЖ რ.ლორთქიფანიძე, შ.რთველაძე, ნ.ჟორჟოლიანი, ა.ბერაია, მ.ყურაშვილი, ო.ფაღავა, თ.გველესიანი, გ.კოჩიაშვილი, ნ.ხიზანიშვილი, მ,დოღონაძე, მ.ბადაშვილი, ვ.როდონაია, ზ.ნიკვაშვილი, ზ.ცისკარიშვილი, მ.ყალაბეგაშვილი, რ.სულაძე, კ.ოდიშვილი, გ.გაბრიჩიძე, რ.მურუსიძე, ა.ხიზანიშვილი, გ.ნადირაძე, ნ.ჩიქოვანი, ს.გიგინეიშვილი, ლ.ყორღანაშვილი, რ.ჩომახიძე, გ,ბაზღაძე, რ.გიორგაძე,ნ.მამათელაშვილი, თ.ჯავახიშვილი, ვ.დორეული, გ.დედიაშვილი, რ.ბანცური, ი.ღუდუშაური, ო.მხეიძე,ა.ნაცვლიშილი,რ.ცხვედაძე,ი.კაკუტაშვილი, დ.ტაბატაძე დ.ჯანყარაშვილი.

კათედრა ემსახურებოდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის დასწრებული სწავლების 5 ფაკულტეტს, აგრეთვე დაუსწრებელი და საღამოს სწავლების სამშენებლო პროფილის ფაკულტეტებს.

ამ პერიოდისათვის შეიქმნა ქართულ ენაზე ორიგინალური სახელმძღვანელოები მ.მიქელაძის, “სამშენებლო მექანიკის მოკლე კურსი”, “გარსთა თეორიის საფუძვლები”, “თხელკედლიანი სივრცული კონსტრუქციები”, “ფილების ღუნვის თეორია”, პლასტიკური თეორია და მონოგრაფიები სამშენებლო მექანიკის აქტუალურ პრობლემებზე

ა.ასტვაცატუროვი სამშენებლო მექანიკის კურსი“,”ნაგებობათა მდგრადობა დინამიკა”, შ.რთველაძის და ლ.სანაძის “სამშენებლო მექანიკის სავარჯიშოები”, ნ.ჟორჟოლიანის და ა.ხიზანიშვილის “მდგრადობა, დინამიკის სავარჯიშოები”, ”ფერმების კინემატიკური ანალიზი”, ა.ბერაიას “სტატიკურად ურკვევი ჩარჩოების გაანგარიშება” რ.ცხვედაძე,დ.ტაბატაძე,ს.კაკუტაშვილი Эსამშენებლო მექანიკაЭ,რ.ცხვედაძე,დ.ტაბატაძე Эღეროვანი სისტემების მდგრადობაЭ, შ.რთველაძე,რ.ცხვედაძე,დ.ტაბატაძეЭ ჩარჩოების გაანგარიშების მეთოდებიЭ, რ.ცხვედაძე,დ.ტაბატაძე,დ.ჯანყარაშვილი Эარაკლასიკური სამშენებლო მექანიკის განვითარების ეტაპები ს.კაკუტაშვილი,ლ.ქაჯაია Эსამშენებლო მექანიკის სავარჯიშოებიЭ,რ.ცხვედაძე,დ.ტაბატაძე,დ.ჯანყარაშვილი,შენობა–ნაგებობების სეისმომედეგობა და სეისმოდამცავი ღონისძიებები ი.ღუდუშაური.რ,ცხვედაძე ,დრეკადობის თეორია ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებებში 9დამხმარე სახელმძღვანელო ზ.მაძაღუა, დ.ტაბატაძე,რ,ცხვედაძე,ღეროებისა და მართკუთხა ფირფიტების ღუნვაზე გაან-გარიშების პრაქტიკული მეთოდები მონოგრაფია.,რ.გიორგაძე, დ.ტაბატაძე, რ.ლორთქიფანიძე, ლითონის წამწისა და ჰიდროტექნიკური საკეტის გაანგარიშება-კონსტრუირება. მეთოდური მითითებები,რ.ცხვედაძე, დ.ტაბატაძე მეთოდური მითითებები პრაქტიკუული სამუშაოების შესასრულებლად ფილების ღუნვის თეორიაში და სხვა. საგნის მასწავლებელთა განკარგულებაში იყო თვალსაჩინო მოდელები, დამზადებული კათედრის წევრთა ესკიზების მიხედვით და განლაგებული იყო კათედრისათვის გამოყოფილ სპეციალურ აუდიტორიაში.

პედაგოგიური მუშაობის პარალელურად კათედრის თანამშრომლები ეწევიან ნაყოფიერ მუშაობასაც.

პროფ. მ.მიქელაძის კვლევის საგანს შეადგენდა არადრეკადი გარსების თეორია, ფირფიტებისა და გარსების ოპტიმალური გაანგარიშების საკითხები, აგრეთვე მანქანათა სამშენებლო მექანიკის სპეციალური ამოცანები. აღნიშნული თემატიკის ირგვლივ მ.მიქელაძემ გამოაქვეყნა ორმოცზე მეტი ნაშრომები,მათ შორის ორი მონოგრაფია,რომლებიც გამოსცა სსსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ.

მ.მიქელაძის მამამ აკადემიკოსმა შალვა მიქელაძემ სამშენებლო მექანიკის საკითხების შესწავლას მიუძღვნა ორი მონოგრაფია და მრავალი სტატია. ჶეს შედეგები 1952 წელს აღიარებული იქნა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით. ამასთან დაკავშირებით კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება რომ ყველაზე უფრო მოსახერხებელი და უნივერსალური მათემატიკური ალგორითმების მიგნების მიზნით მერაბ მიქელაძემ და მისმა მოწაფეებმა მიმართეს შალვა მიქელაძის მდიდარ მემკვიდრეობას რამაც საშუალება მისცა მ.მიქელაძეს და მის მოწაფეებს განეხილათ რთული საინჟინრო პრობლემების ფართო წრე, რომელთა არასრული ჩამონათვალი მოიცავს:

ზ.გედენიძე ნაგებობათა ზიდვის უნარის დადგენა; მ.ყალაბეგაშვილი; ტოლიწინაღობის ნაგებობათა პროექტირება;მ.ყალაბეგაშვილი, ო.მხეიძე; ოპტიმალური პროექტირება სიხისტის და სიმტკიცის პირობების გათვალისწინებით ;ბაზღაძე, რ.გიორგაძე, გ.დათუაშვილი, მ.ყალაბეგაშვილი, გ.კოჩიაშვილი, დ.ტაბატაძე, რ.ცხვედაძე0; წყვეტილმახასიათებლიანი ფილებისა და გარსების გაანგარიშების ვარიანტები გ.ბაზღაძე, მ.ყალაბეგაშვილი, დ.ტაბატაძე, რ.ცხვედაძე0; რადიაქტიური დასხივების გზით თანაბრად მცირე კონსტრუქციების პროექტირება ,ბაზღაძე,რ.გიორგაძე, მ.ყალაბეგაშვილი, ო.მხეიძე, რ.ცხვედაძე; უჭრი შეუღლებული კონსტრუქციების გაანგარიშება რ.გიორგაძე, გ.დათუაშვილი, მ.ყალაბეგაშვილი, ნ.მამათელაშვილი. არაწრიული მოხაზულობის დრეკად-პლასტიკური ცილინდრული გარსის დაძაბულ-დეფორმაციული მდგომაროების დადგენა . დორეული, რ.სულაძე.

აღსანიშნავია მ.მიქელაძის და მისი მოსწავლეების წვლილი მანქანათა სამშენებლო მექანიკის საკითხების გადაწყვეტაში. აღნიშნული საკითხები ასახულია მ.მიქელაძის მონოგრაფიაში “Упругость и пластичность елементов конструкций и машин”.

პროფ. ა.ასტვაცატუროვის კვლევის საგანს ძირითადად თაღოვანი სისტემები შეადგენდა. მან გამოიკვლია ძალთა გადანაწილება ორსახსრიან თაღში, შეისწავლა ზოგიერთი გეომეტრიული პარამეტრების გავლენა და მოგვცა რეკომენდაცია მათი ოპტიმალური მნიშვნელობების შერჩევის შესახებ. მასევე ეკუთვნის ვერტიკალური და დახრილ საკიდებიანი თაღებისა და თაღოვანი სისტემების გამოკვლევა. მმის მიერ დამუშავებული კომბინირებული ფერმა გამოიყენება ხიდებში და დაკიდულ სისტემებში. მმისი პროექტით დაბა ფასანაურთან აიგო ორიგინალური თაღოვანი ხიდი.

დდოც. შ.რთველაძეს ეკუთვის რამოდენიმე გამოკვლევა თაღოვანი სისტემების გაანგარიშების საკითხებზე. აღსანიშნავია მისი პრაქტიკული საქმიანობა რკინიგზის ხიდების აღდგენა-გაძლიერებასთან დაკავშირებით.

დდოცენტების ნ.ჟორჟოლიანის, ა.ხიზანიშვილის და ა.ბერაიას მრავალრიცხოვანი გამოკვლევა ეძღვნება ნაგებობათა დინამიკას და სეისმომედეგობის საკითხებს. მათი პროექტებით დიდი ეკონომიკური ეფექტი განხორციელდა რუსთავის შხეფ-მაცივრების დაპროექტება-გაანგარიშების საკითხებში.

მაღლივი კაშხლების გაანგარიშებას ეხება პროფ. მ.ყურაშვილის შრომები. 1983-97 წლებში როცა იგი ხელმძღვანელობდა კათედრას. გგანხორციელდა სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის ახალი საგნის “ნაგებობათა სეისმომედეგობის კურსი”-ს შემოღება. მისი თაოსნობით კათედრაზე შეიქმნა სახელმძღვანელოები “ნაგებობათა სეისმომედეგობის კურსი” ქართულ ენაზე. გაიზარდა კათედრის შემადგენლობა და მიაღწია 15 საშტატო ერთეულს.

მ.ყურაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალოდ მონაწილეობით დამუშავდა ახალი კომბინირებული ალგორითმები და პროგრამული პაკეტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ნაგებობების, განსაკუთრებით ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების, კერძოდ კოსმოსური ბაზირების ანტენების ოპტიმალურ პროექტირებაში.

1997-1999 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა ტ.მ.დ პროფესორი თ.ბაციკაძე, ხოლო 1999 წლიდან დღემდე კათედრას ხელმძღვანელობდა ტ.მ.დ პროფესორი რ.ცხვედაძე.

ჵპროფესორი თ. ბაციკაძის მიერ დამუშავებული იქნა სამშენებლო მექანიკის სწავლების ახალი კონცეფცია თანამედროვე ე.გ.მ.-ის გამოყენებით. გაანალიზდა საქართველოში სამშენებლო მექანიკის განვითარების ეტაპები და დაისახა შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

დღეს სამშენებლო მექანიკის კეთედრა წარმოდგენილია საინჟინრო მექანიკისდა მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის მიმართულების სახით. მიმართულებაში ამჟამად მოღვაწეობენ : პროფესორები დ,ტაბატაძე და ი.კაკუტაშვილი, ასოცირებული პროფესორები დ.ჯანყარაშვილი და ა. ნაცვლიშვილი, ასისტენტ პროფესორები ლ.ყორღანაშვილი და ა.ტაბატაძე. მიმართულება ემსახურება უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს. შესაბამისი პროგრამებისა და სილაბუსების მიხედვით, შედგენილია ახალი სახელმძღვანელოები სამშენებლო მექანიკაში, ნაგებობათა მდგრადობა, დინამიკაში, სასრულ ელემენტთა მეთოდში 9რიცხვითი მეთოდები სამშენებლო მექანიკაში0, ნაგებობათა სეისმომედეგობაში და სპეც.კურსებში. მიმართულების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის გრანტების დამუშავებაში და სამეცნიერო კონფერენციებში.

სამშენებლო მექანიკის ამოცანების გადაწყვეტისათვის მრავალი მეთოდია ამჟამად დამუშავებული, რაც ცხადია უკეთესის არჩევის უფლებას იძლევა. თანამედროვე კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში ყველაზე უფრო ეფექტურად ითვლება ისეთი მეთოდები, რომლებიც მოიცავენ ამოცანათა ფართო წრეს და გამოირჩევიან განსაკუთრებული მათემატიკური სიმარტივით. ერთ-ერთი ასეთი ანალიზური მეთოდი დამუშავებულია პროფ. ი.ღუდუშაურის მიერ, რომელიც 2003-2009 წლებში იყო კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი. ი.ღუდუშაურის თეორიაზე დაყრდნობით კათედრის და დეპარტამენტის წევრების მიერ მ.ყალაბეგაშვილი, რ.ცხვედაძე, ტ.ტაბატაძე, თ.ბაციკაძე, გ.ყიფიანი. შესწავლილია სივრცითი ძალებისა და ფილების და გარსების გაანგარიშების საკითხები,რომლებიც მათემატიკური სირთულის გამო, გადაუწყვეტად იყო მიღებული.

დღემდე კათედრაზე დაცულია 32 საკანდიდატო და სამი სადოქტორი დისერტაცია.

კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა №122

კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის N122  მიმართულება შეიქმნა 1993 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე „კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკის“ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე. კათედრის გამგე და დამაარსებელი იყო პროფესორი ჯემალ ბახტაძე. N122 კათედრა დაარსდა როგორც ზოგადი საუნივერსიტეტო, ხოლო 1997 წლიდან იგი გახდა მაპროფილებელი კათედრა. იგი ამზადებდა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე სტუდენტებსსპეციალობით: „კონსტრუქციების დაზიანების დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა“.  კათედრაზე მუშაობდა 3 პროფესორი, 2 დოცენტი და 3 მასწავლებელი. კათედრაზე ფუნქციონირებდა სასწავლო ლაბორატორია, ტექნიკური პერსონალით, ლაბორატორიის გამგეს და ორი ლაბორანტის შემადგენლობით.

2007 წლიდან კათედრა გადაკეთდა N122 მიმართულებად, სახელწოდებით: „სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგი და ექსპერტიზა“ და გაერთიანდა სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტში, ხოლო 2010 წლიდან საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის N101 დეპარტამენტში. დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფესორი თამაზ ბაციკაძე.

2008 წლიდან N122 მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მალხაზ წიქარიშვილი.

მიმართულება ამზადებს სტუნდეტებს პროგრამა „მშენებლობა“-ში, აქვს მოდული ბაკალავრიატში: „სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა დაექსპერტიზა“, ხოლო მაგისტრატურაში თემატიკა: „ნაგებობათა გამოცდა და ტექნიკური ექსპერტიზა“.

მიმართულებაზე მოღვაწეობს 3 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი.

მიმართულებაზე დამუშავებული და გამოცემულია 12 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო, მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოებისათვის და 8 მონოგრაფია. მიმართულების თანამშრომლებს გამოცემული აქვთ 100-მდე სამეცნიერო სტატია და აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში.

მიმართულებაზე 10-ზე მეტმა დოქტორანტმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

მიმართულების წევრები აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკული პროექტების განხორციელებასა და საექსპერტო საქმიანობაში.

ამჟამად კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკია  და  ექსპერტიზაის N122 მიმართულებაში მოღვაწეობენ: პროფესორები  მ.წიქარიშვილი და ლ. ზამბახიძე, ასოცირებული პროფესორები  ბ. ჭურჭელაური და გ. მეტრეველი, ასისტენტ პროფესორი ლ. ბერიძე.

თეორიული მექანიკა №4

შესვალი. მექანიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა. მექანიკის შესახებ კაცობრიობის მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცნობები გაბნეული იყო სხვადასხვა შრომებში და არ იყო მოყვანილი ერთიან სამეცნიერო სისტემაში. ასეთი სისტემის შექმნაში დიდი როლი შეასრულა გალილეო გალილეის (1564-1962) შრომებმა. მან პირველმა ჩამოაყალიბა მექანიკის უმნიშვნელოვანესი ცნებები: ინერციის იდეა, აჩქარების ცნება, სიჩქარეთა შეკრების კანონი, სხეულის ვარდნის კანონი და სხვა. ისააკ ნიუტონმა (1643-1727), განაზოგადა რა წინაპართა დაკვირვებები და თავისი სამეცნიერო შრომების შედეგები, 1687 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”, სადაც ჩამოყალიბდა კლასიკური მექანიკის ძირითადი კანონები.

დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვაზე დაყრდნობით შეიქმნა მექანიკის ანალიზური მეთოდები, რომლის საფუძვლები გადმოცემულია ლ.ეილერის (1707-1783), ჟ.დალამბერის (1713-1783), ჟ.ლანგრაჟის (1736-1813) შრომებში. მექანიკის შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსი მეცნიერების მ.ოსტოგრადსკის (1801-1862), პ.ჩებიშევის (1821-1894), ა.ლიაპუნოვის (1857-1918), ი.მეშჩერსკის (1859-1935), კ.ციოლკოვსკის (1957-1935), ა.კრილოვის (1863-1945), ნ.ჟუკოვსკის (1847-1921), ს.ჩაპლიგინის (1949-1842) და სხვათა შრომებს. მექანიკის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა ქართველმა მეცნერებმა ნ.მუსხელიშილმა და ი.ვეკუამ.

თეორიული მექანიკა, როგორც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი დიდ როლს ასრულებს ყველა სპეციალობის ინჟინრის მომზადებაში. ის არის დისციპლინა, რომელიც სტუდენტს პირველად შეასწავლის რეალურ საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაში მათემატიკური აპარატის გამოყენებას.

თეორიული მექანიკის ძირითად კანონებზეა დაყრდნობილი ბევრი ზოგადი საინჟინრო დისციპლინა: მასალათა გამძლეობა, სამშენებლო მექანიკა, ჰიდრავლიკა, მექანიზმების თეორია და მანქანათა ნაწილები, გრუნტების მექანიკა და სხვ.

სამშენებლო, მექანიკური, ხელსაწყოთმშენებლობის, მართული სისტემების და სხვა სპეციალობის სხვადასხვა კურსში ფართოდ არის გამოყენებული თეორიული მექანიკის კურსის ძირითადი დებულებანი.

თეორიული მექანიკის თეორემებისა და პრინციპების საფუძველზე წყდება მრავალი საინჟინრო ამოცანა, ხორციელდება ახალი კონსტრუქციებისა და ნაგებობათა დაგეგმარება.

თეორიული მექანიკის კათედრის გამგეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე 1928 წელს დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებით. კვალიფიციური საინჟინრო კადრების აღსაზრდელად საჭირო ყველა დისციპლინაში შეიქმნა კათედრა. ასე მაგალითად, უმაღლესი მათემატიკის №3; თეორიული მექანიკის №4; ფზიკის №5; მხაზველობითი გეომეტრიის #№ 6; მასალათა გამძლეობის №7; ზოგადი და არაორგანიული ქიმიის №8 და ა.შ. თეორიული მექანიკის №4 სათავეში ჩაუდგა ნიკო მუსხელიშვილი, რომელიც კათედრას ხელმძღვანელობდა 1928-1938 წლებში.

ნიკო მუსხელიშვილი. დაიბადა 1891 წელს ქ.თბილისში, სამხედრო ინჟინრის ოჯახში (გარდაიცვალა 1974 წელს, დაკრძალულია თბილისში მთაწმინდის მწერალთა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში). 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და იქვე დატოვეს თეორიული მექანიკის კათედრაზე „პროფესორის წოდების მოსაპოვებლად“. 1920 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრის გამგეა. 1926-1928 წლებში ნ. მუსხელიშვილი თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანია, 1928-1930 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში. 1930-1936 წლებში – ჯერ პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისთანავე (1941) მისი პრეზიდენტია.

ნიკო მუსხელიშვილს სხვა ქვეყნების უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლების მუშაობის გამოცდილების საფუძველზე შეჰქონდა ახალ-ახალი იდეები ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის საკითხებში, ადგენდა სათანადო სასწავლო პროგრამებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საშუალო სკოლებიდან მოწვეული იყვენენ გამოცდილი მეცნიერები და პედაგოგეგები (ა. ხარაძე, შ. მიქელაძე, მ. მირიანაშვილი, დ. დოლიძე, ა. ელიაშვილი, ი. მეცხვარიაშვილი, ა. გორგიძე, გ. ხაჟალია, გ. ბახტაძე, ე. გეგელაშვილი, ა. ბენაშვილი, ნ. კვინიკაძე, ი. გაჩეჩილაძე და სხვ.). ამ პერიოდში გაჩნდა მოთხოვნა მშობლიურ ენაზე სახელმძღვანელოებისა და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შექმნის აუცილებლობისა.

თეორიული მექანიკის კურსის შესაქმნელად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ავტორის მიერ ქართულ ენაზე რამდენიმე სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება დაიწერა. მათ შორის პირველი იყო აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი.

მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ნ. მუსხელიშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. როგორც პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ისე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ის პირველი იყო, ვინც სათავეში ჩაუდგა თეორიული მექანიკის სწავლებას.

პედაგოგიური მოღვაწეობის პროცესში ნ. მუსხელიშვილმა ქართულ ენაზე სტუდენტებისათვის შეადგინა სამი ორიგინალური სახელმძღვანელო: ანალიზური გეომეტრიის კურსი – 1922 წელს; თეორიული მექანიკის კურსი, ნაწ. I (სტატიკა) – 1926 წელს; თეორიული მექანიკის კურსი, ნაწ. II (კინემატიკა) – 1928 წელს.

ქართულ ენაზე გამოსული ნ. მუსხელიშვილის თეორიული მექანიკის კურსის პირველი ორი ნაწილი (სტატიკა, კინემატიკა) საფუძვლად დაედო თეორიული მექანიკის სწავლებას უმაღლეს სასწავლებლებში. ამ წიგნებზე აღიზარდა ინჟინერ-ტექნიკოსების რამდენიმე თაობა.

ნ. მუსხელიშვილის „თეორიული მექანიკის კურსის “ ბოლო გამოცემა გამოვიდა 1933 წელს. მას შემდეგ თითქმის 25 წლის განმავლობაში უმაღლესი სკოლებისათვის ქართულ ენაზე თეორიული მექანიკის სახელმძღვანელო არ დაბეჭდილა გარდა ა. ბეგიაშვილის შესანიშნავი წიგნისა „თეორიული მექანიკა“, რომელიც გამოვიდა 1934 წელს. გადამუშავებული სახით იგი კვლავ გამოიცა 1958 წელს. ეს მაშინ როდესაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საკმაო მოცულობით ისწავლებოდა თეორიული მექანიკის კურსი, რომლის სწავლებას ხელმძღვანელობდნენ ნ. მუსხელიშვილის აღზრდილები და ისეთი ცნობილი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ ნ. ვეკუა, დ. დოლიძე (სახელმწიფო უნივერსიტეტში), ა. გორგიძე (პოლიტექნიკურ ინსტიტუტში) და სხვ.

ბატონი ნიკო ძლიერ იყო დატვირთული სხვადასხვა ორგანიზაციული თუ სამეცნიერო მოღვაწეობით. დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის პრეზიდენტად არჩეული იქნა თვით ნ. მუსხელიშვილი, რომელიც ამავდროლად თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორიცაა. ბატონმა ნიკომ დაწერა უნიკალური მონოგრაფიები „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“, „სინგულარული ინტეგრალური განტოლებები“ და მრავალი სხვა სამეცნიერო ნაშრომი, რასაც დიდი ენერგია და დრო სჭირდებოდა.

როდესაც დადგინდა, რომ ნ. მუსხელიშვილი უდროობის გამო, ვერ ახერხებდა თეორიული მექანიკის ახალი კურსის შედგენას, მისი მითითებით ყოფილმა მოწაფეებმა, იმ დროისათვის უკვე დამსახურებულმა მეცნიერებმა და პედაგოგებმა ზედიზედ გამოსცეს თეორიული მექანიკის საუკეთესო სახელმძღვანელოები: ნიკო ვეკუამ – თეორიული მექანიკის კურსი (1956წ.) – სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის; დავით დოლიძემ – თეორიული მექანიკის მოკლე კურსი (1956წ.) – სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის; ალექსი გორგიძემ – თეორიული მექანიკის კურსი (1959წ.) – საქართველოს უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის. მას შემდეგ ეს სახელმძღვანელოები რამდენჯერმე გამოიცა.

თითოეული ამ ავტორის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს დანიშნულება და ამოცანა სხვადასხვა იყო იმის მიხედვით, თუ სად იკითხებოდა თეორიული მექანიკის კურსი – უნივერსიტეტში თუ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ბუნებრივია აქ გათვალისწინებული იყო ის მოსაზრება, რომელიც ნ. მუსხელიშვილმა გამოთქვა თავისი „თეორიული მექანიკის კურსის“ პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში (1926წ.). „წინამდებარე წიგნი იმ ლექციათა შინაარს შეიცავს, რომლითაც ვუკითხავ პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი კურსისა და პედაგოგიური ფაკულტეტის (მათემატიკური დარგის) მეორე კურსის სტუდენტებს.

დიდი იყო მუსხელიშვილის ნაშრომებში ჩადებული იდეებისა და მეთოდების გავლენა, რის საფუძველზეც დაიწერა უამრავი მეციერეული ნაშრომი და გამოკვლევა. დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა დააწესა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია.

1938 წელს ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით ა. გორგიძემ შეცვალა იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე ა. გორგიძე 50 წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა, ეწეოდა დაუღალავ და ნაყოფიერ სამეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდურ, პედაგოგიურ და აღმზრდელობით მუშაობას.

ალექსი გორგიძე. დაიბადა 1907 წლის 17 მაისს ქუთაისში (გარდაიცვალა 1992 წელს თბილისში).ჯერ კიდევ 1929 წელს ნ. მუსხელიშვილის მიწვევით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობას იწყებს ალექსი გორგიძე, რომელმაც ის იყო დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილება (1928წ.). ამ დღიდან მოყოლებული ა. გორგიძის ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის #4 კათედრასთანაა დაკავშირებული.

ა.გორგიძემ ქართულ ენაზე შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები თეორიულ მექანიკაში: „თეორიული მექანიკის კურსი“, წიგნიI (სტატიკა-კინემატიკა) და წიგნი II (დინამიკა). წიგნი I პირველად 1959 წელს დაიბეჭდა და დღემდე ხუთჯერ გამოიცა. წიგნი I (სტატიკა-კინემატიკა) და წიგნი II (დინამიკა) საუკეთესო სახელმძღვანელოებად ითვლება უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელოები დაწერილია გამართული ქართული ენით. ისინი სტუდენტებისა და ამ დარგის სპეციალისტების სამაგიდო წიგნებია.

ა. გორგიძემ დიდი ღვაწლი დასდო უმაღლეს სკოლაში თეორიული მექანიკის სწავლების მეთოდიკას. ამ საკითხებში სპეციალურ კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულ უმაღლესი სასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე. ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის პარალელურად ა.გორგიძე ეწეოდა მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობასაც. მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში (უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ). ამავე დროს წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწედ კადრების დარგში. ბატონი ალექსი იყო ყოფილი საკავშირო უმაღლესი განათლების სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და ამ დარგის კურატორი საქართველოში, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, თეორიული მექანიკის საქალაქო სემინარის ხელმძღვანელი, რიგი სამეცნიერო საბჭოს წევრი და სხვ.

ბატონ ალექსის მინიჭებული ჰქონდა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 2001 წელს ქუთაისის ერთერთ ქუჩას მიენიჭა ალექსი გორგიძის სახელი. დაწესდა ა. გორგიძის სახელობის სტიპენდია.

სამაგალითო იყო ბატონ ალექსი გორგიძის პიროვნება, უაღრესად მიმზიდველი პიროვნული თვისებებით, ინტელექტის საუკეთესო ნიშნებით, განსწავლულობით დაჯილდოებული ბატონი ალექსი განასახიერებდა ჭეშმარიტ პედაგოგსა და მეცნიერს. ბატონ ალექსი გორგიძის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრაზე შეიქმნა მძლავრი კოლექტივი, რომელიც დღითი დღე აფართოებდა კათედრაზე სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო, სამეცნიერო-პედაგოგიურ და მეთოდურ მუშაობას. ის კათედრას ხელმძღვანელობდა თითქმის 52 წელი (1938-1990 წწ). ბატონ ალექსი გორგიძემ მისი გადადგომის შედეგ სპი-ს თეორიული მექანიკის #4 კათედრის გამგის თანამდებობის დასაკავებლად რეკომენდაცია გაუწია ახალგაზრდა მეცნიერს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ, ლერი დობორჯგინიძეს.

ლერი დობორჯგინიძე. (1947-1993 წწ) 1990 წელს აირჩიეს სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ და მუშაობდა ამ თანამდებობაზე მისი უეცარი გარდაცვალებამდე.

ლ. დობორჯგინიძის სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია დრეკადობისა და პლასტიკურობის არაწრფივი თეორიის ამოცანებისადმი, აგრეთვე კომლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის და ინტეგრალური განტოლებათა თეორიის მექანიკასა და ტექნიკაში გამოყენების პრობლემებისადმი.

პროფესორ ლ. დობორჯგინის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ არჩეული იქნა ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ხარიბეგაშვილი.

სერგო ხარიბეგაშვილი. (1953წ.) 1993-1998 წლებში თეორიული მექანიკის კათედრის გამგეა. მოსკოვის სახემწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებით წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ვ.სტეკლოოვის სახელობის სამეცნირო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტია (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ანდრია ბიწაძე). მან 30 წლის ასაკში ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

ს.ხარიბეგაშვილი ავტორია მონოგრაფიისა (ინგლისურ ენაზე). მისი ნაშრომები ეძღვნება მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური განტოლებებისა და განტოლებათა სისტემის კვლევას, კერძოდ, ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებსა და სისტემებს.

ნაყოფიერი მეცნიერული მუშაობისა და მიღებული შედეგების მნიშვნელობის აღსანიშნავად, მონოგრაფიაში „გურსას და დარბუს ტიპის ამოცანები ჰიპერბოლური წრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისა და სისტემებისათვის“ მათემატიკური ფიზიკის ფუნდამენტური საკითხების წარმატებით კვლევისათვის ს. ხარიბეგაშვილს 1977 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა მიანიჭა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია. ამჟამად სტუ-ს უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორია.

1998 წელს ს. ხარიბეგაშვილი სამუშაოდ გადავიდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. ს.ხარიბეგაშვილის წასვლის შედეგ სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ არჩეული იქნა ტარიელ კვიციანი.

ტარიელ კვიციანი. (დაიბადა 1945წ.). პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1974 წლიდან, ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობაზე.

1998-2007 წლებში თეორიული მექანიკის №4 კათედრის გამგეა. 2007 წლიდან საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის თეორიული მექანიკის მიმართულების ხელმძღვანელია.

2007 წელს და 2011 წელს მეორე ვადით არჩეული იქნა სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობს დოქტორანტთა სემინარებს და დაცვის საბჭოს. 1998 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის მექანიკოსთა სემინარს. არის საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოების წევრი და საქართველოს მექანიკოსთა პრეზიდიუმის წევრი. 1997 წლიდან არის საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემიის აკადემიკოსი.

ტ.კვიციანს გამოქვეყნებული აქვს ექვსი მონოგრაფია. მისი ნაშრომები მიძღვნილია ჰიდრომექანიკის, თეორიული მექანიკის, მათემატიკის და ზოგადად მექანიკის სხვადასხვა ამოცანებისადმი. ცხადია, ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირებისას მეტწილად საქმე გვაქვს პარამეტრების შემცველ განტოლებებთან, უტოლობებთან და განტოლებათა სისტემებთან. მათი სრულყოფილი ამოხსნა მოითხოვს არასტანდარტულ მიდგომებს, ამოხსნის ახალი მეთოდების შემუშავებას და არსებული მეთოდების დახვეწას. ასეთი ტიპის ამოცანები მათემატიკის კურსის ერთ-ერთ რთულ ნაწილს წარმოადგენს. ამ საკითხებისადმი მიძღვნილი მონოგრაფია, „მათემატიკა – პარამეტრების შემცველი განტოლებები, უტოლებები და განტოლებათა სისტემები“, შეიცავს 736 გვერდს. მასში გაშუქებულია პარამეტრების შემცველი ამოცანების ფართო სპექტრი. ამ ამოცანების გადაწყვეტა დაედო საფუძვლად პირველ სადოქტორო დისერტაციას, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც დაიცვა ქ. მოსკოვში, 1999 წელს, თემაზე „მათემატიკა – პარამეტრების შემცველი განტოლებები, უტოლებები და განტოლებათა სისტემები“.

ტ. კვიციანმა ცვლადი მასის დინამიკის ფუძემდებლის ი.მეშჩერსკის განზოგადოებული განტოლების საფუძველზე შეისწავლა ცვალებადი მასის მქონე სითხისა და ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების ამოცანები; ბუნებრივი და ხელოვნური ფერდოების სტატიკური მდგომარეობა არამდგრადობის ამოცანები, (სადაც პირველადაა მიღწეული ამ ამოცანის ამოხსნა წმინდა ანალიზური ხერხით); მეწყერ-ჩამონაქცევებისა და თოვლის ზვავების დინამიკური ამოცანები. ეს ამოცანები დაედო საფუძვლად მეორე სადოქტორო დისერტაციას ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც დაიცვა 2001 წელს ქ. თბილისში, თემაზე: „ცვალებადი მასის მქონე სითხისა და ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება“. აღნიშნულ საკითხებში გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია ,,ფერდოს მდგრადობა და ზვავისებრი ნაკადები.“ 2000.-142გვ.

ტ.კვიციანს მნიშვნელოვანი და შრომატევადი გამოკვლევები აქვს ჩატარებული ჰიდროინჟინერიის დარგში და გამოქვეყნებული აქვს ზ.გედენიძის თანაავტორობით სამი მონოგრაფია: ,,ასაწყობი დაბალწნევიანი კაშხლები 2008.-180გვ.“; „თხელკედლიანი კაშხლების კონსტრუქცია და დაპროექტება 2009.-306გვ.“; „თაღოვანი კაშხლების სიმტკიცეზე გაანგარიშების კომბინირებული მეთოდი და ოპტიმალური პარამეტრების შერჩევის საკითხები 2013.-218გვ.“ ამ მონოგრაფიებში პირველადაა გამოყენებული სიმტკიცის პირობა, რომელშიც გათვალისწინებულია ბეტონის სხვადასხვა წინაღობა გაჭიმვასა და კუმშვაზე. საძიებელი სისქეები უზრუნველყოფს კაშხლის მინიმალურ მოცულობას, მასალის მექანიკური მახასიათებლის მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე, რაც განაპირობებს თანაბარი სიმტკიცის თაღოვანი კაშხლის დაპროექტებას.

ტ.კვიციანმა 2006-2015 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტურ მეცნიერებათა დარგში გამოცხადებულ კონკურსებში ოთხჯერ გაიმარჯვა და მის მიერ წარდგენილ პროექტებმა მოიპოვეს დაფინანსება. გრანტის სამეცნიერო სამუშაოების შესასრულებლად ქმნიდა მეცნიერთა ჯგუფებს, შესაბამისი დაფინანსებით და ხელმძღვანელობდა მათ.

ტ.კვიციანს გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული ახალი შედეგები გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ და საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. მონაწილებდა 17-მდე რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ამასთან მას შრომატევადი სამუშაო აქვს შესრულებული სამეცნიერო-პედაგოგიურ და მეთოდურ მუშაობაში.

ბოლო დროს პროფ. ა.გორგიძის შეანიშნავი სახელმძღვანელოები, რომელზედაც აღიზარდა საიჟინრო კადრების უამრავი თაობა დეფიციტური გახდა. ამ დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ტ.კვიციანმა შეადგინა რამდენიმე ორიგინალური სახელმძღვანელო: თეორიული მექანიკა – სტატიკა და კინემატიკა, 2005.-292გვ; თეორიული მექანიკა-სტატიკის ამოცანათა კრებული, 2006.-102გვ; თეორიული მექანიკა-დინამიკა, 2006.-234გვ; თეორიული მექანიკა (უმაღლესი პროფესიული სასწავლებლები სტუდენტებისათვის), 2008-182 გვ; თეორიული მექანიკის კურსი -2011.-228გვ; საინჟინრო მექანიკა, 2014.-164გვ; თეორიული მექანიკის კურსი-სტატიკა და კინემატიკა, 2015.-570გვ. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე დამხმარე სახელმძღვანელო- „მათემატიკა-ტესტების კრებული აბიტურიენტებისათვის, 2005,-325გვ“, რომელიც შემდგომ სამჯერ გამოიცა.

თეორიული მექანიკის კათედრის საქმიანობა და შემადგენლობა

გადიოდა წლები. ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა კონტიგენტის ზრდასთან ერთად იზრდებოდა კათედრის წევრთა შემადგენლობაც. თუ 1959 წელს თეორიული მექანიკის კათედრას ჰყავდა მხოლოდ 13 წევრი, 1965 წელს ეს რიცხვი 25-მდე გაიზარდა, გასული საუკუნის 80-90-იანწლებში კათედრაზე მუშაობდა 45 თანამშრომელი. დღეისათვის კათედრას 10 წევრი ჰყავს (მათ შორის 1 სპეციალისტი).

თეორიული მექანიკის კთედრაზე მუშავდებოდა მრავალი სამეცნიერო თემატიკა, აქტიურად მიმდინარეობდა ლაბორატორიული სამეცნიერო-კვლევთი მუშაობა ისეთ პრობლემატურ თემებზე, როგორიცაა დრეკადობის თეორია, პლასტიკურობის თეორია, ჰიდრომექანიკა, ჰიდრავლიკა, ჰიდროტექნიკა, ცის მექანიკა, მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა კვლევა, მიახლოებითი ანალიზი, მათემატიკისა და მექანიკის ისტორიის საკითხები და სხვ. აქ ჩამოთვლილ დარგებში კათედრაზე მუშაობდა სამეცნიერო სემინარები.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების შესახებ ჩვენი კათედრის წევრები მოხსენებებით გამოდიოდნენ და გამოდიან სხვადასხვა სამეცნიერო ყრილობებზე, კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე, სემინარებზე, რომლებიც ტარდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თეორიული მექანიკის კათედრის წევრთა მეცნიერული ნაშრომები იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. უკანასკნელი 60 წლის მანძილზე გამოქვეყნდა 1000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. დაიბეჭდა მექანიკის საკითხებთან დაკავშირებული რამდენიმე შესანიშნავი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობის პერიოდში კათედრის წევრების მიერ მომზადდა და დაცული იქნა 9 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა დრეკადობის, პლასტიკურობისა და გარსთა თეორია, ჰიდრავლიკა და ჰიდროტექნიკა, ცის მექანიკა, დისერტაციები დაიცვეს როგორც თბილისში, ასევე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც .

თეორიული მექანიკის კათედრა სასწავლო და სამუშაო პროგრამების აგების დროს, ფაკულტეტებისა და სპეციალობების მიხედვით, ყოველთვის სრულად ითვალისწინებს შესაბამისი კათედრის მოთხოვნებს. პროგრამებში ყურადღება მახვილდება თეორიული მექანიკის კურსის სხვადასხვა განყოფილებაზე იმის მიხედვით, თუ რომელი საკითხებია საჭირო და სასარგებლო ამა თუ იმ სპეციალობისათვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის სწავლების ძირითადი ტრადიცია იყო და არის თეორიისა და პრაქტიკის დაახლოება.

კათედრა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თეორიული მექანიკის კურსის როგორ სალექციო, ასევე შესაბამის პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს და სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის ორგანიზებას. კათედრა დიდ დროსა და ენერგიას ახმარს სტუდენტების კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბების საქმეს. ამ მიზნით რამოდენიმე წელია კათედრაზე შეიქმმნა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია. სტუდენტებს უტარდებათ ლაბორატორიული სამუშაოები, სადაც განიხილება პრაქტიკულად საინტერესო და საჭირო დინამიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდები. ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა წარჩინებულ სტუდნტთა სამეცნიერო მუშაობაში ჩაბმას. თეორიული მექანიკის კათედრაზე მომზადებულმა მრავალმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე რესპუბლიკურ და ყოფილ საკავშირო სტუდენტურ კონფერენციებში.

კათედრა თავის მუშაობაში ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას თეორიული მექანიკის როლზე, როგორც ერთერთ ძირითად ფიზიკა-მათემატიკურ დისციპლინაზე. დისციპლინაზე, რომელიც ახლოსაა ტექნიკასთან და გარკვეულ ხიდს წარმოადგენს გამოყენებით მეცნიერებებსა და მათემატიკას შორის.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრას დღიდან მისი დაარსებისა 62 წლის მანძილზე (1928-1990 წწ.) ხელმძღვანელობდა ორი პიროვნება, ორი გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი: 1938 წლამდე ბატონი ნიკო მუსხელიშვილი, ხოლო 1938 წლიდან 1990 წლამდე – ბატონი ალექსი გორგიძე. ძირითადად ამ წლებში ჩამოყალიბდა კათედრის მეცნიერული და პედაგოგიური კოლექტივი. ბევრი მათგანის სახელი საქვეყნოდაა ცნობილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2007 წელს კათედრების ბაზაზე ჩამოყალიბდა დეპარტამენტები. თეორიული მექანიკის, მასალათა გამძლეობის, სამშენებლო მექანიკის და მშენებლობაში ტექნიკური ექსპერტიზის კათედრები გაერთიანდა საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობაში ტექნიკური ექსპერტიზის #101 დეპარტამენტის შემადგენლობაში.

მეცნიერებათა დოქტორები

ლიპარიტ აგამირზიანი. (1916-1980). ტექნიკკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპი-ის თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1946 წლიდან გარდაცვალებამდე.

ლ.აგამირზიანი სწავლობდა რხევათა თეორიას, ანკერული საძირკვლების მდგრადობის და გადაადგილების საკითხებს. შრომათა დიდი ციკლი მიუძღვნა პლასტიკურობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. შეიმუშავა რთულ სატრანსპორტო გზაჯვარედინებზე შუქნიშნების რეგულირების ოპტიმალური რეჟიმის გათვლის დაზუსტებული მეთოდიკა.

ლ. აგამირზიანი ავტორია თეორიული მექანიკის სრული კურსის ლექციათა კონსპექტისა, რომელიც ოთხ ნაწილადაა გამოსული (რუსულ ენაზე).

ლ.აგამირზიანი დიდი სამამულო ომის მონაწილეა, დაჯილდოებულია რამდნიმე ორდენითა და მედლით. მას მინიჭებული ჰქონდა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

თამაზ ბოხუა. (1937-2001). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპი-ის თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1978-1986 წლებში.

თ. ბოხუას ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია თაღოვანი კაშხლების სიმტკიცისა და საიმედოობის საკითხებისადმი. მან შეიმუშავა და დანერგა თაღოვანი კაშხლების საიმედოობის შეფასების მეთოდი სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია გარსთა თეორიის სტოქასტიკურ სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის ბუბნოვ-გალიორკინის მეთოდზე.

თ. ბოხუას ეკუთვნის შესანიშნავი წიგნი „მოთხრობები მექანიკაზე“.

გურამ გვაზავა. (1932-1986). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპი-ის თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1957-1963 და 1982-1986 წლებში.

გ.გვაზავა სწავლობდა საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხების კვლევის მეთოდებს. აქტიურად მონაწილეობდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობაში, სადაც მრავალი ნაშრომი შეიქმნა. მან პირველმა დაიწყო ჰიდრავლიკურ კვლევებში გამომთვლელი მანქანების გამოყენება.

დავით გორგიძე. (დაიბ. 1944 წ.). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1968 წლიდან.

დ. გორგიძის სამეცნიერო ნაშრომებში განხილულია მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, სითხისა და მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში მათემატიკური მოდელირება; არაერთგვაროვანი ტრანსვერსალურად იზოტროპიული სხეულებისათვის თერმოელექტროდრეკადობის თეორიის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები; დრეკადობის თეორიის დინამიკური ამოცანები იმავე მასალებისათვის; სისხლის რეოლოგია, კერძოდ, კაპილარებში სისხლის მოძრაობის მათემატიკური მოდელირება; მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. დ. გორგიძე დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს ა. გორგიძის სახელობის თეორიული მექანიკის ლაბორატორიას.

აკაკი დუმბაძე. (დაიბ. 1940 წელს). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1968-1994 წლებში.

ა. დუმბაძე სწავლობს კომპოზიტური მასალების დრეკად და რელაქსაციურ თვისებებს.

კარლო თაბუკაშვილი. (1925-2004) ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1972 წლიდან.

კ.თაბუკაშვილის სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის სფეროა ჰიდრავლიკა, ჰიდრომექანიკა, ჰიდროტექნიკა. კვლევის ძირითადი მიმართულებები – მდინარეთა საკალაპოტო ამოცანების შსწავლა; ნაპირსამაგრი და საირიგაციო ავტომატური წყალგამშვები ნაგებობების შექმნა და მათი წარმოებაში დანერგვა; წყლის ნაკადზე და საკალაპოტო პროცესებზე ქარისმიერი ტალღების ზეგავლენის თეორიულ-ექსპერიმენტული კვლევები და ამ ზეგავლენის ჰიდრომექანიკური გაანგარიშების მეთოდების დამუშავება. კვლევის შედეგები ასახულია მოსკოვისა და თბილისის წყალსამეურნეო-საპროექტო ინსტიტუტების ნორმატიულ რეკომენდაციებში, სამეცნიერო შრომებსა და მონოგრაფიებში. კ.თაბუკაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გიორგი თევზაძე. (1914-1988). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა1942 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ. თევზაძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და ასტრონომიის საკითხებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიისა. მან შეიმუშავა ვარსკვლავთა ზოგიერთი ჯერადი სისტემის დაშლის კრიტერიუმები. აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობის პერიოდში გ.თევზაძემ აღმოაჩინა ორი კომეტა – „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“.

გ. თევზაძის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი ნაშრომი „რუსთაველის კოსმოლოგია“. მინჭებული ჰქონდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

გიორგი მალასიძე. (1936-2016), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1972 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ.მალასიძეს ნაშრომები მიძღვნილია ვარსკვლავთა სისტემის კინემატიკისა და დინამიკის პრობლემებისადმი. გამოქვეყნებული აქვს სამოცზე მეტი ნაშრომი. მეტწილად საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. სისტემატურად მონაწილეობდა ასტრონომიის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იგი ვარსკვლავთა სისტემის კინემატიკისა და დინამიკის პრობლემების კვლევის აღიარებული მეცნიერი იყო.

ვასილ მეცუგოვი. (1919-2005). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მინიჭებული ჰქონდა პროფესორის წოდება, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1946 წლიდან გარდაცვალებამდე.

ვ.მეცუგოვის ხანგრძლივი მოღვაწეობა კათედრაზე მჭიდროდაა დაკავშირებული კათედრის შემოქმედებით საქმიანობასთან. გარდა ამისა, ვ. მეცუგოვი ავტორია მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომისა, მათ შორის რამდენიმე სახელმძღვანელოსი. სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია დრეკადობის მათემატიკური თეორიის საკითხებისადმი. კერძოდ, მათში განხილულია გეომეტრიულად არაწრფივ ამოცანებში ერთგვაროვანი და შედგენილი, იზოტროპული და ანიზოტროპული ცილინდრული და ცილინდრულთან მახლობელ ძელებში სხვადასხვა დაძაბული მდგომარეობის მეორეული ეფექტებისა და ურთიერთგავლენის საკითხები.

ვ. მეცუგოვს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება; იგი ომისა და შრომის ვეტერანია.

დავით ნატროშვილი. (დაიბ. 1948 წ.). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1984-1987 წლებში.

დ.ნატროშვილის სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად მიძღვნილია დრეკადობის მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანებისადმი. მათში შესწავლილია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო, საწყისი, საწყის-სასაზღვრო ამოცანები ანიზოტროპიული სხეულებისათვის. მის მიერ მიღებულია ზომერფელდ-კუპრაძის გამოსხივების პირობები ანიზოტროპიული სხეულების შემთხვევაში. გამოიკვლია ბხარის ტიპის ამოცანები და დაადგინა ამონახსნების სიგლუვე. დ. ნატროშვლი ამჟამად სტუ-ს უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტის უფროსია.

გრიგოლ რურუა. (1927-1993). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1962 წლიდან გარდაცვალებამდე.

სამეცნიერო მუშაობის თემატიკა – მდინარისა და ზღვის ნაპირების დაცვა წარეცხვისა და დატბორვისაგან; არამდგრადი კალაპოტის მქონე მდინარეების ნაპირდამცავი ახალი რაციონალური კონსტრუქციების შექმნა და მათი ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდების დამუშავება; მდინარეების ნაპირსამაგრ ნაგებობებთან ადგილობრივი გარეცხვების გაანგარიშება; ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვისა და დატბორვისაგან დაცვის მიზნით შესართავ უბნებზე მდინარეთა რეგულირების ღონისძიებების კვლევა; მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების ჩატარებისას შეზღუდული კლასიკური გეგმის გამოყენების მეთოდიკა. კვლევის შედეგები ასახულია მის მრავალრიცხოვან სამეცნიერო სტატიებსა და გამოგონებებში. გ. რურუას მინიჭებული ჰქონდა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ამბროსი რუხაძე. (1905-1998). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თეორიული მექანიკის კთედრაზე მუშაობდა1939-1950 წლებში. შემდგომ გარდაცვალებამდე სპი-ს და სტუს უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორია. 1955-1960 წლებში უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგეა. ა. რუხაძე თავის ნაშრომებში უმთავრესად იხილავდა დრეკადობის მათემატიკური თეორიის სხვადასხვა საკითხებს. ეფექტურად ამოხსნა, როგორც იზოტროპული, ასევე ანიზოტროპული სხეულებისათვის გრეხისა და ღუნვის ამოცანები სხვადასხვა სახის ერთგვაროვანი და შედგენილი ძელებისათვის. განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს მის მიერ ინერციის ცენტრის განზოგადება და მისი გამოყენებით შედგენილი პრიზმული ძელის განივი ძალით ღუნვის ამოცანის ამოხსნა. მანვე ამოხსნა განივი ძალით ღუნვის ამოცანები ოდნავ კონუსური, მცირედ გაღუნული და ბუნებრივად დაგრეხილი ერთგვაროვანი და შედგენილი ძელებისათვის.

ა.რუხაძემ კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენებით ამოხსნა დრეკადობის თეორიის ზოგიერთი კერძო ამოცანა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი შედეგები დრეკადობის კვადრატულ თეორიაში წრიული ცილინდრის განივი ძალით ღუნვის, სხვადასხვა მასალისგან შედგენილი პრიზმული ძელის გრეხის, გაჭიმვის, წყვილძალით ღუნვის, ერთგვაროვანი დაგრეხილი ძელის წყვილძალით ღუნვისა და სხვა ამოცანების ამოხსნაში.

ა.რუხაძეს ეკუთვნის უმაღლესი მათემატიკის ორტომიანი კურსი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის. მინიჭებული ჰქონდა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

გელა ყიფიანი. (დაიბ. 1956წ.) ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1989-2013 წლებში.

გ.ყიფიანს გამოქვეყნებული აქვს ექვსი მონოგრაფია. იგი მუშაობს გარსებისა და ფირფიტების თეორიაში წყვეტილი ფუნქციების გამოყენების საკითხებზე. განიხილავს თხელკედლიანი წყვეტილპარამეტრიანი სივრცითი სისტემების დეფორმირებადობასა და მდგრადობას. კერძოდ, სამფენოვანი ფირფიტის მრთკუთხა ჭრილის მდგრადობის გაანგარიშებას; მდგრადობის როგორც წრფივ, ასევე არაწრფივ ამოცანებს. არაწრფივ ამოცანებში იყენებს სასრული ელემენტების მეთოდს, არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.

სიმონ შათაშვილი. (1910-1996). ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1949-1964 წლებში.

ს.შათაშვილი 16 სახელმძღვანელოს ავტორია; სამეცნიერო შრომებში გამოკვლეულია მდგრადი დრეკადი რხევის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანები ლიაპუნოვის ზედაპირით შემოსაზღვრული არეებისათვის, კონტაქტური ამოცანა ლიაპუნოვის წირით შემოსაზღვრული არეებისათვის. აგრეთვე შეისწავლა ერთი კლასის სინგულარულ-ინტეგრალურ განტოლებათა თეორია.

ს. შათაშვილს მინიჭებული ჰქონდა მეცნიერებისა დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ავთანდილ ციცქიშვილი. (1925-2012). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1985-2006 წლებში.

ა.ციცქიშვილის სამეცნიერო ნაშრომთა უმრავლესობა მიძღვნილია სითხეთა მექანიკის პრობლემები-სადმი, დიფერენციალურ განტოლებთა თეორიისა და ანალიზურ ფუნქციათა თეორიის საკითხებისადმი. შრომები შეეხება ჰიდრომექანიკის ამოცანების მოდელირებას, კერძოდ ფილტრაციის თეორიის ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების საფუძვლიან გამოკვლევას. ასეთი სახის ამოცანები გვხვდება, როგორც ჰიდრომექანიკაში, ასევე გეოფიზიკაში, პლაზმურ მექანიკაში და სხვა ტექნიკურ თუ თეორიულ მიმართულებებში. ა. ციცქიშვილმა ჩაატარა საფუძვლიანი გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ სრული ამონახსნები ისეთი სახის ამოცანებისათვის, როდესაც ნებისმიერი რაოდენობის წვეროს მქონე წრიული მრავალკუთხედის კონფორმული გადასახვის აგება ხდება ნახევარ სიბრტყეზე. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის ერთი მონოგრაფია და ორი მეთოდური მითითება სტუდენტებისათვის.

გაიოზ ხატიაშვილი. (1922-2016). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1950-1957 წლებში.

გ.ხატიაშვილს გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია, მის სამეცნიერო ნაშრომებში კომლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის, პოტენციალთა თეორიისა და ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდების გამოყენებით შესწავლილია დრეკადობის თეორიის და სითბოგამტარობის ამოცანები სამგანზომილებიანი ცილინდრული და ცილინდრულთან მიახლოებული სხეულებისათვის.

გ.ხატიაშვილი იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე და დაჯილდოებულია რამდენიმე ორდენითა და მედლით.

ნუგზარ შავლაყაძე. (დაიბ. 1961 წელს), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1990-2013 წლებში.

ნ.შავლაყაძე განიხილავს დრეკადობის თეორიის ბრტყელ საკონტაქტოო ამოცანებს, რომლებშიც საკონტაქტო ელემენტებია მყარი დეფორმირებადი სხეული და მცირე ზომის დრეკადი ჩართვები ან სტრინგერები. საკონტაქტო ურთიერთობა ხორციელდება როგორც უწყვეტი, ასევე დისკრეტული სახის. ამჟამად ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგეა და სტუ-ს უმაღლესი მათემატიკის დეპაპტამენტის პროფესორია.

რევაზ ცხვედაძე. (დაიბ. 1936 წ). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1958-1960 წლებში.

რ.ცხვედაძის შრომებში განხილულია წყვეტილი მახასიათებლების მქონე ფილებისა და გარსების გაანგარიშებისა და ოპტიმალურად დაგეგმარების საკითხები; დრეკად-პლასტიკური სისტემების და ანაკრები კონსტრუქციების ზიდვის უნარის განსაზღვრა; დრეკადობის თეორიის ზოგიერთი სივრცითი ამოცანის ზუსტი გადაწყვეტის საკითხები.

რ. ცხვედაძე 1961-2016 წლებში მუობდა სამშენებლო მექანიკის კათედრაზე ასისტენტის, დოცენტის და პროფესორის თანანამდებობაზე. წლების განმავობაში იყო კათედრის გამგე. მიმართულების ხელმძღვანელი. ავტორია რამდენიმე სახელმძღანელოსი და მონოგრაფიის.

მეცნიერებათა კანდიდატები

ლევან აზმაიფარაშვილი. (დაიბ. 1955 წ.). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1977-1995 წლებში.

ლ. აზმაიფარაშვილი რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია. მისი შრომები მიძღვნილია ჰიდროაერომექანიკის, კერძოდ, სასაზღვრო ფენის თეორიის საკითხებისადმი.

გურამ ბაღათურია. (დაიბ. 1939 წ.). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1963 წლიდან.

გ. ბაღათურია სწავლობს დრეკად არეში ბზარის გავრცელების სტაციონალურ და არასტაციონალურ ამოცანებს და დინამიკურ საკონტაქტო ამოცანებს; იყენებს ინტეგრალურ გარდაქმნებს და ვინერ-ჰოპფის მეთოდს, აგრეთვე სმირნოვ-სობოლევის ფუნქციონალურ-ინვარიანტული ამოხსნების მეთოდს.

ავენტინა ბიუსი (ბეშჩევა). (დაიბ. 1925 წ.) ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1961-1994 წლებში.

ა.ბიუსის შრომები მიძღვნილია ჰიდრომექანიკის საკითხებისადმი. მინიჭებული აქვს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

თამაზ გარდაფხაძე. (დაიბ. 1956 წ.). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1982-2009 წლებში.

თ. გარდაფხაძე სამი სახელმძღვანელოს ავტორია უმაღლეს მათემატიკაში და სამი სახელმძღვანელოსი თეორიულ მექანიკაში. შრომები მიძღვნილია ორმაგი სიმრუდის მრავალფენოვანი გარსების გეომეტრიულად არაწრფივი დეფორმაციისა და მდგრადობის საკითხებისადმი.

მარინე გარდაფხაძე. (დაიბ. 1956 წ.). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1986-2009 წლებში.

მ. გარდაფხაძე ავტორია რამდენიმე ნაშრომისა, რომლებშიც განხილულია არაწრფივი დეფორმაციები და მდგრადობის საკითხები.

თამაზ გეგელაშვილი. (1939-2008). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1966 წლიდან გარდაცვალებამდე.

თ.გეგელაშვილმა შეისწავლა ტალღური პროცესები გარსებში. კერძოდ, ამოხსნა თხელკედლიანი დრეკადი გარსებისათვის როგორც წრფივი, ისე არაწრფივი საწყის-სასაზღვრო ამოცანები სხვადასხვა მექანიკური მოქმედებისას. იგი რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორია.

ირაკლი გორჯოლაძე. (1936-2015). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1963 წლიდან გარდაცვალებამდე.

ი.გორჯოლაძის ნაშრომები მიძღვნილია ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის, აგრეთვე მდინარეთა ნაპირდამცავი ნაგებობების საკითხებისადმი. მუშაობდა ცხრილით მოცემული მრავალცვლადიანი ფუნქციის ანალიზური სახის განსაზღვრის ამოცანაზე; დადგენილია ორცვლადიანი და სამცვლადიანი ფუქნციების ზოგიერთი სახის მათემატიკური მოდელის მამოწმებელი კრიტერიუმები და ჩამოყალიბებულია ამ მოდელების არსებობისას ფუნქციის ანალიზური სახის დადგენის მეთოდი – მათემატიკური მოდელების მეთოდი. ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი.

გიორგი დანელია. (1913-1988). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1945 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ. დანელია იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე, დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო მედლით. გ.დანელიას სამეცნიერო ნაშრომებში შესწავლილია დავიწროებული შედგენილი ძელების გაჭიმვის, წყვილძალით და განივი ძალით ღუნვის ამოცანები, როდესაც შემადგენელ მასალებს განსხვავებული პუასონის კოეფიციენტები აქვს. მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

ოთარ დიასამიძე. (დაიბ. 1924-1996.). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1963-1979 წლებში.

ო.დისამიძის სამეცნიერო ნაშრომები შეეხება გრუნტების მექანიკის და საავტომობილო გზების მსენებლობის საკითხებს.

მამუკა ვაზაგაშვილი. (დაიბ. 1958 წ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1980 წლიდან.

მ.ვაზაგაშვილის ნაშრომები მიძღვნილია მინაპლასტიკური ფილების დინამიკური დატვირთვისას დამცავი თვისებების კვლევისადმი.

თამაზ ლაზრიშვილი. (1925-1994). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1954-1960 წლებში.

თ.ლაზრიშვილი ორი სახელმძღვანელოს ავტორია. მისი შრომები ეძღვნება ტოპოლოგიის დარგს – ირიბ ნამრავლთა თეორიას.

მარინე ლოსაბერიძე. (დაიბ 1959წ.) ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1990 წლიდან.

მ.ლოსაბერიძის სამეცნიერო ნაშრომებში უმთავრესად განხილულია კლდოვანი ქანების მსხვრევის პირობების ოპტიმიზაციის პრობლემები და ქანებთან ხელსაწყოების ურთიერთქმედების პროცესები.

შუქრი მანასაშვილი. (1930-2011). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1961 წლიდან გარდაცვალებამდე.

შ. მანასაშვილის ნაშრომებში განხილულია გამოყენებითი მექანიკის საკითხები.

ნოდარ მახვილაძე. (დაიბ. 1932 წ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1958 წლიდან.

ნ.მახვილაძე მუშაობს დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში. კერძოდ, შეისწავლის გეომეტრიულად არაწრფივი იზოტროპული და ანიზოტროპული, ერთგვაროვანი და შედგენილი ცილინდრული და ოდნავ კონუსური ძელების გრეხისა და ღუნვის მეორეული ეფექტებისა და სხვადასხვა დაძაბული მდგომარეობის ურთიერთგავლენის საკითხებს. მის შრომებში შსწავლილია აგრეთვე ბლანტი-დრეკადობის წრფივი თეორიის ზოგიერთი ამოცანა, სადაც გამოყენებულია ა. ილიუშინის აპროქსიმაციის მეთოდი.

ნ.მახვილაძეს გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია (ენციკლოპედიური ცნობარი – მათემატიკა, მექანიკა – ტერმინები, ცნებები, განსაზღვრებები) და რამდენიმე სასწავლო და მეთოდური სახის სახელმძღვანელო.

მარტა მეწუღიშვილი. (დაიბ. 1949 წ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1976-2009 წლებში.

მ.მეწუღიშვილის შრომები იზოტროპული და ანიზოტროპული, ერთგვაროვანი და შედგენილი ცილინდრული ძელების დეფორმაციების მეორეული ეფექტებისა და მათი ურთიერთგავლენის ამოცანების შესწავლისადმი. მეთოდური ნაშრომები მიძღვნილია გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებაზე თეორიული მექანიკის შესწავლის პროცესში.

ზაურ ონეზაშვილი. (1936-1980). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1969 წლიდან გარდაცვალებამდე.

გრიგოლ ჟვანია. (1930-2006). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1966-1989 წლებში.

გ.ჟვანიას გამოქვეყნებული აქვს 4 სახელმძღვანელო. სამეცნიერო-კვლევით მუშაობას აწარმოებდა მყარი სხეულის მექანიკის, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობის საკითხებზე.

როლანდ სოხაძე. (1937-2012). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1966 წლიდან გარდაცვალებამდე.

რ.სოხაძე იკვლევს დირიხლეს, ნოიმანისა და შერეულ სასაზღვრო ამოცანებს მეორე რიგის კერძოწარმოებულიანი ელიფსურ-ჰიპერბოლური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ერთი კლასისათვის, რომელიც არის შიგნით განიცდის ძლიერ პარაბოლურ გადაგვარებას. აგრეთვე დარბუს ამოცანას ერთი განტოლებისათვის.

ნაზი ტოგონიძე. (დაიბ. 1938 წ). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1971-1998 წლებში.

ნ.ტოგონიძის ნაშრომებში განხილულია მდინარეთა ნაპირების დეფორმაციის საკითხები. წყლის ტალღების ტრანსფორმაციისა და შესაბამისი პარამეტრების ხასიათის გამოვლენა და მათთან დაკავშირებული პრობლემები. მეთოდური ნაშრომი მიძღვნილია მექანიკის ამოცანების ამოხსნისას ეგმ-ის გამოყენებისადმი.

ვაჟა ფაჩულია. (დაიბ. 1938 წ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1963 წლიდან.

ვ.ფაჩულია განიხილავს ჰიდრავლიკის, დრეკადობისა და პლატიკურობის თეორიის საკითხებს. ავტორია ერთი მონოგრაფის და სამი სახელმძღვანელოსი.

გენადი ქათამაძე. (1934-2008). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1962 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ. ქათამაძის სამეცნიერო ნაშრომებში შესწავლილია ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის საკითხები.

ალექსი შარანგია. (1918-1989). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1951 წლიდან გარდაცვალებამდე. დიდი სამამულო ომის მონაწილე, დაჯილდოებული იყო რამდენიმე ორდენითა და მედლით.

ა.შარანგია სამი სახელმძღვანელოს ავტორია; მის სამეცნიერო შრომებში განხილულია სხვადასხვა დრეკადი მასალებისგან შედგენილი დაგრეხილი პრიზმული ძელების წყვილძალით და განივი ძალით ღუნვის ამოცანები, აგრეთვე ოდნავ გაღუნული შედგენილი ძელის გაჭიმვის მეორეული ეფექტი. მანვე ამოხსნა შედგენილი პრიზმული ძელის გრეხისა და წყვილძალთა და განივი ძალით ღუნვის ურთიერთგავლენის ამოცანები იმ შემთხვევაში, როცა შემადგენელ მასალებს აქვს განსხვავებული არამარტო იუნგის მოდული, არამედ პუასონის კოეფიციენტებიც.

ა.შარანგია ავტორია ორი სახელმძღვანელოსი. მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

გიორგი შელია. (1931-2011). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1963 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ. შელია ძირითადად შეისწავლიდა დრეკად-პასტიკური და დრეკად-ბლანტი ფირფიტებისა და გარსების მდგრადობის საკითხებს. მას ამოხსნილი აქვს დრეკად გარემოში ტალღების გავრცელების რამდნიმე ამოცანა. არის ერთი გამოგონების თანაავტორი.

გიორგი ჩიტაია. (1913-2001). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1961-1992 წლებში.

გ. ჩიტაიას გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა არის ფიზიკის ფილოსოფია და ფიზიკის ისტორია.

ზურაბ ციცქიშვილი. (დაიბ.1961 წ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1989 წლიდან. ზ.ციცქიშვილი სამი გამოგონების ავტორია; შრომებში განხილულია სიმეტრიული მდგრადი ფილტრაციის ბრტყელი ამოცანები სხვადასხვა ფორმის სრულყოფილი და არასრულყოფილი დრენაჟებისათვის, როდესაც წყლის მოძრაობა დარსის კანონს ექვემდებარება.

გაიოზ ჭანკვეტაძე. (1921-1998). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1952-1989 წლებში.

გ.ჭანკვეტაძის ნაშრომებში განხილულია დრეკადობის თეორიის გამოყენების საკითხები. შესწავლუილია ფირფიტებისა და სხვადასხვა სიღრუის მქონე ნახევარსივრცის დეფორმაციის ამოცანები.

ლევან ჯიქიძე. (დაიბ. 1960 წ). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1981 წლიდან. 2014 წლიდან მუშაობს პროფესორის აკადემიურ თანამდებაზე.

ლ.ჯიქიძე სწავლობს ბლანტი ელექტროგამტარი სითხის ბრუნვით სტაციონარულ და არასტაციონარულ მაგნიტოჰიდროდინამიკურ დინებებს სითბოგადაცემის გათვალისწინებით, ბლანტი ელექტროგამტარი სითხის პულსაციურ სტაციონარულ და არასტაციონარულ მაგნიტოჰიდროდინამიკურ დინებებს მილებში სითბოგადაცემის გათვალისწინებით, ასევე სასაზღვრო ფენის არასტაციონარულ ამოცანებს. გამოქვეყნებული აქვს 60-ამდე სამეცნიერო შრომა , მათ შორის ერთი მონოგრაფია.

უფროსი მასწავლებლები

ნოდარ ანთიძე. (1937-1992). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1969 წლიდან გარდაცვალებამდე. ნ. ანთიძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო და ერთი მეთოდური ნაშრომისა.

არჩილ გოჩიაშვილი. (1907-1977). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. ა. გოჩიაშვილი ერთი სახელმძღვანელოს ავტორია.

კომინ დოლაბერიძე. (1932-2004). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1962 წლიდან გარდაცვალებამდე.

კ.დოლაბერიძის სამეცნიერო მუშაობის საგანია ერთგვაროვანი და შედგენილი იზოტროპიული და ანიზოტროპიული ცილინდრული ძელების დეფორმაციების მეორეული ეფექტების და ურთიერთქმედების ამოცანების ამოხსნა.

გურამ კორძაძე. (1932-2003). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1959 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ.კორძაძის სტატიებში შესწავლილია დამრეცი გარსების დრეკად-პლასტიკური წონასწორობა. მუშაობდა თეორიული მექანიკის სწავლკების მეთოდიკის საკითხებზე.

თენგიზ მანველიძე. (1939-2005). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1968 წლიდან გარდაცვალებამდე. თ. მანველიძე რამდენიმე სამეცნიერო და და მეთოდური ნაშრომის ავტორია.

არდევაშ მენაბდიშვილი. (1934-2004). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1964 წლიდან გარდაცვალებამდე. ა. მენაბდიშვილს გამოქვეყნებული აქვს ერთი სტატია.

კარლო მთვრალაშვილი. (1935-1995). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1960 წლიდან გარდაცვალებამდე. კ. მთვრალაშვილის სამეცნიერო ნაშრომების თემატიკაა გარსების რხევითი მოძრაობის შესწავლა.

ქეთევან სარალიძე. (1919-1991). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1944 წლიდან გარდაცვალებამდე. ქ.სარალიძე რამდენიმე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომის და თეორიულ მექანიკაში დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია.

ლიანა შავლიაშვილი. (1930-2016). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1958-2006 წლებში.

ლ. შავლიაშვილის სამეცნიერო ნაშრომებში განხილულია დრეკადობის თეორიის სხვადასხვა საკითხი. იგი მუშაობდა თეორიული მექანიკის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე.

გურამ ჩხატარაშვილი. (დაიბ. 1943წ). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1975-1995 წლებში.

ალექსანდრე ჯოჯუა. (1930-2003). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1954 წლიდან გარდაცვალებამდე.

ა.ჯოჯუას ეკუთვნის რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური ხასიათის ნაშრომი. სამეცნიერო ნაშრომები ეხება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნას შეჯამებადობის მეთოდით. ა.ჯოჯუა დიდი სამამულო ომის მონაწილეა, დაჯილოდოებულია რამდენიმე ორდენითა და მედლით. იგი ომისა და შრომის ვეტერანი იყო.

ასისტენტები

მამუკა გომართელი. (დაიბ. 1963 წ). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1991-1996 წლებში.

ანტონ თავამაიშვილი. (1923-1971). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1961 წლიდან გარდაცვალებამდე.

იზო თავდუმაძე. (დაიბ. 1939 წ). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1968-1996 წლებში.

ანზორ კალანდარიშვილი. (დაიბ 1939წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1976 -2006 წლებში.

ა. კალანდარიშვილი სწავლობს ერთი და ორი ბზარის მქონე უსასრულო ფირფიტის გაჭიმვის ამოცანას.

ნათელა კოხაშვილი. (დაიბ 1950წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1977-2005 წლებში.

ნიკო ლომაძე. (1960-1993). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1983 წლიდან გარდაცვალებამდე.

ბიძინა მიდოდაშვილი. (დაიბ 1961წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1993-2006 წლებში.

ბ.მიდოდაშვილს აქვს რამდენიმე ნაშრომი დრეკადობის თეორიაში და მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური განტოლებების თეორიაში.

გია ჟორჟოლიანი. (დაიბ 1943წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1968-1988 წლებში.

გ.ჟორჟოლიანი ერთი მონოგრაფიისა და ხუთი გამოგონების ავტორია. შრომები მიძღვნილია თბოფიზიკის, კერძოდ, კონდენსაციის და დუღილის პრობლემებისადმი.

რომან წურწუმია. (დაიბ 1962წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1992-2005 წლებში.

რ. წურწუმია სწავლობს ჭრილის მქონე ფირფიტების და გარსების მდგრადობას.

ლაბორანტები

ანიკო მეცხვარიშვილი. (1932-2004). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1957 წლიდან უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე გარდაცვალებამდე.

ნანა ტაბაღუა. (დაიბ 1940წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1972-1976 წლებში ლაბორანტად.

ლიანა ქვარცხავა. (დაიბ 1963წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1994 წლიდან უფროსი ლაბორანტის, სპეციალისტის, უფროს სპეციალისტის და ასისტენტის თანამდებობაზე. ლ.ქვარცხავას გამოქვეყნებული აქვს ოთხი სამეცნიერო შრომა იზოტროპიული სხეულებისათვის თერმოელექტროდრეკადობის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანებში.

დავით ყიფიანი. (დაიბ 1962წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1990-2009 წლებში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე.

დ. ყიფიანი ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატია. ორი სახელმძღვანელოს ავტორია. შრომები ეძღვნება მართკუთხა ჭრილის მქონე თხელკედლიანი კონსტრუქციის მდგრადობის გაანგარიშებას.

დოდო ჭიჭინაძე. (დაიბ 1952წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1980-1996 წლებში ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე.

ნანა ბაღათურია. (დაიბ 1968წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1993-1994 წლებში.

კონსტანტინე დანელია. (1963-2011.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1984-1989 წლებში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე.

ნათია გორჯოლაძე. (დაიბ 1973 წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1998-1999 წლებში.

ლალი გუნია. (დაიბ 1950 წ.). სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1999-2000 წლებში.

სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრის თანამშრომელთა სია

(დაარსებიდან დღემდე 1928-2017წწ)

ქვემოთ მოყვანილ სიიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) თეორიული მექანიკის #4 კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მრავალი საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერი, გამოჩენილი მათემატიკოსი და მექანიკოსი. შენიშვნა: * ნიშანი დასმული აქვს იმ პირებს, რომლებიც კათედრაზე მუშაობენ ამჟამად.

მეცნიერებათა დოქტორები

  1. ლიპარიტ აგამირზიანი
  2. დავით ავაზაშვილი
  3. თამაზ ბოხუა
  4. ფელიქს განტმახერი
  5. გურამ გვაზავა
  6. ალექსი გორგიძე (კათ. გამგე)
  7. დავით გორგიძე *
  8. ლერი დობორჯგინიძე(კათ. გამგე)
  9. დავით დოლიოძე
  10. აკაკი დუმბაძე
  11. ილია ვეკუა (აკადემიკოსი)
  12. კარლო თაბუკაშვილი
  13. გიორგი თევზაძე
  14. ტარიელ კვიციანი *(კათ. გამგე)
  15. ვიქტორ კუპრაძე (საქ.მეც.აკად-კოსი)
  16. ლეონიდ ლეიბენზონი
  17. გიორგი მალასიძე
  18. კონსტანტინე მარჯანიშვილი (აკად-სი)
  19. ლეო მაღნარაძე
  20. მათე მირიანაშვილი (საქ. მეც. აკად-სი)
  21. მერაბ მიქელაძე (საქ. მეც. აკ.წ.კორ-ი)
  22. შალვა მიქელაძე (საქ. მეც. აკად-სი)
  23. ნიკო მუსხელიშვილი (აკადემიკოსი კათ. გამგე)
  24. დავით ნატროშვილი
  25. გრიგოლ რურუა
  26. ამბროსი რუხაძე
  27. გელა ყიფიანი
  28. ნუგზარ შავლაყაძე
  29. ავთანდილ ციცქიშვილი
  30. რევაზ ცხვედაძე
  31. ელიზბარ წითლანაძე
  32. ევგენი ხარაძე (აკადემიკოსი)
  33. სერგო ხარიბეგაშვილი(კათ. გამგე)
  34. გაიოზ ხატიაშვილი
  35. ვლადიმერ ჭელიძე (საქ. მეც. აკ.წ.კორ-ი)

მეცნიერებათა კანდიდატები

  1. ლევან აზმაიფარაშვილი
  2. გიორგი არეშკინი
  3. გურამ ბაღათურია *
  4. გიორგი ბახტაძე
  5. ანდრო ბეგიაშვილი
  6. ავენტინა ბიუსი
  7. თამაზ გარდაფხაძე
  8. მარინა გარდაფხაძე
  9. ევგენი გეგელაშვილი
  10. თამაზ გეგელაშვილი
  11. ვახტანგ გოგოლაძე
  12. გრიგოლ გოლუბი
  13. ირაკლი გორჯოლოძე
  14. გიორგი დანელია
  15. ოთარ დიასამიძე
  16. ივანე კვირკველია
  17. თამაზ ლაზრიშვილი
  18. ნიკო ლომჯარია
  19. შუქრი მანასაშვილი
  20. ბაგრატ მანჯგალაძე
  21. ნოდარ მახვილაძე
  22. ვასილ მეცუგოვი
  23. მარტა მეწუღიშვილი
  24. გრიგოლ ჟვანია
  25. ვახტანგ ჟღენტი
  26. როლანდ სოხაძე
  27. ივანე ტარასაშვილი
  28. ნაზი ტოგონიძე
  29. ვაჟა ფაჩულია *
  30. გენადი ქათამაძე
  31. არჩილ შანშიაშვილი
  32. ალექსი შარანგია
  33. გიორგი შელია
  34. ადამ ჩახტაური
  35. გიორგი ჩიტაია
  36. გრიგოლ ჩხიკვაძე
  37. ივანე ცაგარეიშვილი
  38. ზურაბ ციციქიშვილი *
  39. გაიოზ ჭანკვეტაძე
  40. ზაიდ ხალილოვი
  41. გალაქტიონ ხახუბია
  42. ალექსანდრე ხვოლუსი
  43. ლევან ჯიქიძე

უფროსი მასწავლებლები

  1. ნოდარ ანთიძე
  2. არჩილ გოჩიაშვილი
  3. კომინ დოლაბერიძე
  4. თენგიზ მანველიძე
  5. გურამ კორძაძე
  6. არდევაშ მენაბდიშვილი
  7. კარლო მთვრალაშვილი
  8. ქეთევან სარალიძე
  9. ლიანა შავლიაშვილი
  10. გურამ ჩხატარაშვილი
  11. ალექსანდრე ჯოჯუა

ასისტენტები

  1. ნიკოლოზ აბდულლაევი
  2. ზაურ არქანია
  3. დიმიტრი გამყრელიძე
  4. კალისტრატე გახარია
  5. მამუკა გომართელი
  6. ლადო გურული
  7. კოტე დანელია
  8. ანტონ თავამაიშვილი
  9. იზა თავდუმაძე
  10. ანზორ კალანდარიშვილი
  11. სერგო კანკავა
  12. ბუხუტი ბიწაძე
  13. ნათელა კოხაშვილი
  14. ნიკო ლომაძე
  15. თენგიზ ლომთათიძე
  16. ელენე მანჯავიძე
  17. ქეთო მესხი
  18. ბიძინა მიდოდაშვილი
  19. გია ჟორჟოლიანი
  20. რომან წურწუმია
  21. გრიგოლ ხაჟალია
  22. მიხეილ ოდიშარია

ლაბორანტები

  1. მაყვალა მელია
  2. ანიკო მეცხვარიშვილი
  3. ნანა ტაბაღუა
  4. ლიანა ქვარცხავა *
  5. დავით ყიფიანი
  6. დოდო ჭიჭინაძე
  7. ნანა ბაღათურია
  8. ნათია გორჯოლაძე
  9. ლალი გუნია