სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი
ა.სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის №102 დეპარტამენტი
დეპარტამენტისმიზანია: მოამზადოს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ თანამედროვე მსოფლიოს მეცნიერულ–ტექნიკური და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პრობლემების წვდომის უნარი, შენობა–ნაგებობის დაპროექტების ახალი მეთოდებისა და საქმიანი ჩვევების საინჟინრო პრაქტიკაში გამოყენების უნარი; სტუდენტს შეასწავლოს შენობა-ნაგებობების დაგეგმარების პროცესში საგანგებო სიტუაციების რისკის ინჟინერნიგის საფუძველები, ეკონომიკის ობიექტების საგანგებო სიტუაციებში მართვის, უსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების საინჟინრო დაცვის ორგანიზება, საგანგებო სიტუაციების შედეგების პრევენციისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოების საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებები, საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და მოქმედების წესები; ასევე – შენობა-ნაგებობების საიმედოობის შეფასების მეთოდები, სეისმოდამცავი ღონისძიებების ეფექტური გამოყენება, მშენებლობის ინჟინერიის სფეროში მაღლივი შენობების, მათ შორის ცათამბრჯენების, კონსტრუქციული სისტემების სახეებს და მაათი გაანგარიშების მეთოდებს;
- აღზარდოს სტუდენტები, რომელთაც შესწევთ თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების გამოყენებით შენობა–ნაგებობების დაპროექტების უნარი;
- შენობა–ნაგებობების რეკონსტრუქცია–გაძლიერების;
- მეცნიერული კვლევების საფუძველზე არსებული გაანგარიშების მეთოდების სრულყოფისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი კონსტრუქციების დაპროექტების;
- შენობა–ნაგებობისა და კონსტრუქციული ელემენტების დაპროექტირებისას ევროპულ სტანდარტებში წვდომის უნარი;
- შენობა-ნაგებობების საიმედოობის შეფასების უნარი;
- მოცემული სეისმური რაიონისთვის შენობა-ნაგებობებში ეფექტური სეისმოდამცავი ღონისძიებების გამოყენების უნარი;
დეპარტამენტისძირითადსტრატეგია და ამოცანები:
მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის ბაკალავრი მშენებლობის ინჟინერიაში, მშენებლობის ინჟინერიის მაგისტრი და მეცნიერ–მკვლევარი სამშენებლო დარგში.