სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი
ა. სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ისტორია
მშენებლობა და ქართველი კაცი ერთდროულად გაჩნდა ამ ქვეყანაზე. არ არსებობს პროფესია მშეენებლობის გარეშე. დიდი დატვირთვა ჰქონდა სიტყვას „შენება“ ქართველი კაცის ცხოვრებაში:“აშენდა შენი ოჯახი, „აგაშენოს ღმერთმა“, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია და სხვა. ე.ი. „შენება იყო სიმბოლო აღმავლობის, წინსვლის, სიკეთისა და სიყვარულისაც.
მშენებლობის განვითარება თანხვედრი იყო ერის სულიერი და პროფესიული განვითარების. 1922 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც სამი: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო განყოფილებისაგან შედგებოდა. 1928 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წელს ჩატარებული იქნა უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია, რომლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ექვსი ინსტიტუტი. თავდაპირველად სამშენებლო ფაკულტეტი შედგებოდა ორი სპეციალობისაგან: სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა და სამშენებლო ნაკეთობათა კონსტრუქციების წარმოება.
ტექნიკური განათლების აღმავლობასთან და გაფართოებასთან არის დაკავშირებული როგორც სამშენებლო ფაკულტეტის, ასევე მთლიანად პოლიტექნიკური ინსტიტუტის გიგანტური ზრდა, რის საფუძველზე 1990 წელს ჩამოყალიბდა ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ამზადებს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ ტექნიკური მეცნიერების ნებისმიერი დარგის ამოცანების გადაწყვეტის უნარი, მათ შორის მშენებლობის ურთულესი ამოცანებისაც.
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსების დღიდან უპირველეს ფაკულტეტად ითვლებოდა სამშენებლო ფაკულტეტი, სადაც გამორჩეული და წამყვანი როლი ჰქონდა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრას, რომელიც 1930 წელს ჩამოყალიბდა აკადემიკოსს კირიაკ ზავრიევის ხელმძღვანელობით. აქ იკითხებოდა: ხიდებისა დარკინაბეტონის, ლითონისა და ხის კონსტრუქციები, ნაგებობათა გამოცდა და ფუძე–საძირკვლები. შემდგომში კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: გ.ქარცივაძე, ლ.გველესიანი, დ.დოლიძე, ი.ბერიშვილი, ე.მეძმარიაშვილი, გ.მსხილაძე. ი.მშვენიერაძე.
1995 წლიდან 2006 წლამდე ხელახალი რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ა.სოხაძე, თუმცა მანამდე 1958 წელს სამშენებლო კონსტრუქციების კათედრას გამოეყო ფუძე–საძირკვლები, რომლის პირველი კათედრის გამგე იყო პროფესორი დ.მშვენიერაძე, ხოლო შემდგეგ კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები დ.კერესელიძე და გ.ჭოხონელიძე.
2004 წელს სამშენებლო კონსტრუქციების კათედრას შეუერთდა ლითონის და რკინაბეტონის კათედრები.
2005 წელს სამშენებლო კონსტრუქციების კათედრას ა. სოხაძის ხელმძღვანელობით შეუსრულდა დაარსებიდან 75 საიუბილეო წელი, რომელიც აღინიშნა ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და სამშენებლო ფაკულტეტის ძალისხმევით, რაც დაგვირგვინდა სამეცნიერო–ტექნიკური კონფერენციით, „მშენებლობა და XI საუკუნე“, გამოიცა მოხსენებებისა და თეზისების ჟურნალი, კათედრა დაჯილდოვდა სამშენებლო ფაკულტეტის მედლით.
სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი შეიქმნა 2006 წელს, რომლის უფროსი გახლდათ პროფესორი, ღირსების ორდენისა და „გიორგი ნიკოლაძის მედლის მფლობელი აგული სოხაძე, რომელიც 2016 წლამდე მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა ამ საპასუხისმგებლო საქმეს.
2016 წლიდან დღეემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ლია კახიანი.
სამოქალაქოდასამრეწველომშენებლობის დეპარტამენტი შვიდი მიმართულების ბაზაზე შეიქმნა:
- სამშენებლო კონსტრუქციების №21 მიმართულება
მიმართულების უფროსი, სრული პროფესორი: ი. მშვენიერაძე - სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის №23 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: ჯ. ჩოგოვაძე - გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლის №45 მიმართულება
უფროსი სრ. პროფესორი: გ. ჭოხონელიძე - სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის №75 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: თ. ჟორდანია - საშენი მასალებისა და ნაკეთობების №91 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: ა. ნადირაძე - ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის №122 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: მ. წიქარიშვილი - მშენებლობა და არქიტექტურის №16 მიმართულება
უფროსი ასოც.პროფესორი: რ.ჟღენტი
სსმ დეპარტამენტში აქტიურად მოღვაწეობდა 15 სრული პროფესორი 34 ასოცირებული და 8 ასისტენტ პროფესორები, მრავალი მოწვეული სპეციალისტები, რომლეთა დაუღალავი შრომით სსმ დეპარტამენტი ყოველთვის იყო მოწინევე.
2011 წლიდან სსმ დეპარტამენტს ისევ რეორგანიზაციის მიზნით გამოეყო ოთხი მიმართულება:
- სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის №23 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: ჯ. ჩოგოვაძე - სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის №75 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: თ. ჟორდანია - საშენი მასალებისა და ნაკეთობების №91 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: ა. ნადირაძე - ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის №122 მიმართულება
უფროსი, სრ. პროფესორი: მ. წიქარიშვილი
საბოლოოდდარჩასამშენებლო კონსტრუქციების №21 მიმართულება და გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლის №45 მიმართულება.
2016 წლიდან სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტს შეეცვალა სახელი და ეწოდა აგული სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში დღეს დაუღალავად იღწვიან პროფესორ–მასწავლებელებლები და ყველა ის ტექნიკური პერსონალი, რომელიც ცდილობს რომ მოწინავე დეპარტამენტის სახელი კვლავ ღირსეულად ატაროს.