სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიისა და საშენი მასალების დეპარტამენტი
ისტორია
საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო სპეციალობის გახსნასთან ერთდროულად დაარსდა მშენებლობის ორგანიზაციის, ტექნოლოგიის და საშენი მასალების კათედრა. 1960 წელს ამ კათედრას გამოეყო მშენებლობის ტექნოლოგიისა და საშენი მასალების კათედრა.
კათედრის პირველი გამგე იყო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში, ცნობილი ჰიდროინჟინერი, პროფესორი ქ. ანდღულაძე. სხვადასხვა დროს დეპარტამენტში მუშაობდნენ ცნობილი მეცნიერები; გ. ნინუა, ზ. წილოსანი, გ. სოხაძე, ა. საკანდელიძე, ა. კალანდარიშვილი, გ. ბერიძე, გ. თაყაძე, ზ. ეზუგბაია, ა. მონიავა.
1978 წელს კათედრა გაიყო ორად: ,,სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია“ და ,,საშენი მასალები“. ,,სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის“ კათედრის შემდეგი გამგეები იყვნენ: პროფესორი გ. ნინუა და პროფესორი თ. ჟორდანია.
,,საშენი მასალები“-ს კათედრის გამგე იყო ა. ნადირაძე.
,,სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების“ და “საშენი მასალების” მიმართულება გაერთიანებულია “სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიებისა და საშენი მასალების” #103 დეპარტამენტში, რომელიც შეიქმნა 2013 წელს. დეპარტამენტის უფროსია პროფესორი ა. ჩიქოვანი.
დეპარტამენტის არსებობის მანძილზე თანამშრომელთა მიერ დაწერილია 51 სახელმძრვანელო, 36 – დამხმარე სახელმძღვანელო და მრავალი მეთოდური მითითება. პერიოდულად, სამშენებლო საქმის და მათ შორის, ტექნოლოგიების და საშენი მასალების განვითარების კვალდაკვალ, ხდებოდა სასწავლო ლიტერატურის განახლება.
დეპარტამენტის არსებობის პერიოდში (2013-2016 წწ.) დაწერილია 16 კაპიტალური სახელმძღვანელო, 4 მეთოდური მითითება.
გამოგონებები:
დეპარტამნებტის არსებობის პერიოდში კათედრის თანამშრომლების მიერ (ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე) მიღებულია 5 პატენტი .
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ (მ. ლორთქიფანიძე, ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე, ი. ქვარაია) დაწერილია 7 მონოგრაფია.
დაცული სადოქტორო დისერტაციები:
დეპარტამენტის არსებობის პერიოდში დაცულია 3 სადოქტორო დისერტაცია (4 დისერტაცია – პროფესორ შ. ბაქანიძის, 1 – პროფესორ ვ. ლოლაძის, 1 – ასოცირებული პოფესორის თ. ესაძის და 1 -პროფესორის ა. ნადირაძის ხელმძღვანელობით).
დეპარტამენს გააჩნია თვალსაჩინოების სპეცაუდიტორია.
ამჟამად მიმართულების სადოქტორო პროგრამებზე სწავლობს 12 დოქტორანტი.
ჩვენი სპეციალობის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა დარგის მშენებლობებზე სამუშაოთა მწარმოებლად, ბეტონისა და რკინაბეტონის ქარხნებში, ავტობანზე და სხვა საწარმოებში.