სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი (N108) 2021-11-18T14:54:53+04:00

კონტაქტი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
წყალმომარაგება, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა
და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68.
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი ბ-404


სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის 

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტი ფუნქციონირებს აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის ძირითადი მიმართულებებია: ამწე-სატრანსპორტო, სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო მანქანების და სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოთა მექანიკური მოწყობილობების, აგრეთვე სანავსადგურო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური საშუალებები (შემდეგში ასსსმ, სიმმ და სსტს).

მთავარი ამოცანა:

შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მუშაობის ორგანიზაცია და განხორციელება ქვეყნის და საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე დეპარტამენტის პროფილით.

ძირითადი ამოცანები:

  • სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინე­ბული დისციპლინების და სასწავლო კურსების სწავლების უზრუნველყოფა თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვით;
  • დეპარტამენტის პროფილით შესაბამისი ფუნდამენტალური, საძიებო და გამოყენები­თი მეცნიერული კვლევების ორგანიზაცია და განხორციელება;
  • მრავალდონიანი პროფესიული სისტემების განათლების ორგანიზაცია და განხორცი­ელე­ბა დეპარტამენტის პროფილით;
  • ქვეყანაში მეცნიერული და საინჟინრო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება დეპარტამენ­ტის პროფილით.

ძირითადი ფუნქციები:

საგანმანათლებლო მოღვაწეობის მიმართულებები:

  • საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო გეგმების დამუშავება (მათ შორის პროფესიული განათლების)
  • სახელმძღვანელოების, დისციპლინების სასწავლო-მეთოდური კომპლექსების და სხვა მეთოდური ლიტერატურის მომზადება და წარდგენა;
  • სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მეცადინეობის ჩატარება;
  • დამოუკიდებელი სამუშაოების ჩატარება;
  • სტუდენტთა მოსწრების შუალედური კონტროლი;
  • დოქტორანტებისა და მაგისტრანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე კონტროლი და დასკვნების გაკეთება.

საკვლევ-სამეცნიერო მიმართულება:

  • შესრულებულ საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოებზე ანგარიშის წარდგენა;
  • სამეცნიერო-მეთოდური და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
  • მონოგრაფიებზე, სამეცნიერო სტატიებზე, დისერტაციებზე რეცენზიების მომზადება;
  • დოქტორანტურაში ჩასარიცხი კანდიდატურების შერჩევა;
  • მაგისტრანტების და დოქტორანტების მუშაობის ინდივიდუალური გეგმების განხილვა;
  • მაგისტრანტების და დოქტორანტების პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
  • მაგისტრანტების და დოქტორანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე დასკვნების გაკეთება.

დეპარტამენტი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს თავისი ქმედების მაღალი ეფექტიანობა მასზე დაკისრებული ვალდე­ბუ­ლებებით;
  • არ დაუშვას შინა განაწესის ნორმების დარღვევა.

შემადგენლობა და სტრუქტურა:

  • შემადგენლობა დამოკიდებულია სასწავლო დატვირთვის მოცულობაზე და სამეცნიერო კვლევის სპეციფიკაზე;
  • დეპარტამენტს თავის სტრუქტურაში აქვს ლაბორატორიები საექსპერიმენტო სტენდებით, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, კომპიუტერული კაბინეტი.