სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი
სასწავლო – სამეცნიერო ცენტრი
ცენტრის ხელმძღვანელი: მიხეილ შილაკაძე – ტ.მ.დ., პროფესორი
ცენტრი ასრულებს პროექტირების, მოდერნიზების, მომსახურეობის, დიაგნოსტირების, ექსპერტიზის სახის სამუშაოებს ქვემოთ ჩამოთვლილი მანქანა-მოწყობილობებისათვის:
- კოშკური, ხიდური, ჯოჯგინა, საბრუნი ამწეები, საწეველები, ტრანსპორტიორები, ექსკალატორები სხვა ამწე-სატრანსპორტო საშუალებები
- ექსკავატორები, მსხვრევარები, ბეტონშემრევები, დოზატორები, ბეტონის ტუმბოები, სამსხვრევ-სახარისხებელი კვანძები და სხვა სამშენებლო მანქანა-მოწყობილობები
- ბულდოზერები, გრეიდერები, სკრეპერები, ასფალტის და ასფალტ-ბეტონის დამგები, სატკეპნი და სხვა სამშენებლო-საგზაო მანქანები
- სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების საწარმოთა ტექნოლოგიური მანქანა-მოწყობილობები (წისქვილები, მსხვრევარები, ღუმელები, წნეხები, შემრევები, ტრანსპორტიორები და სხვა)
- რკინიგზის მშენებლობისა და მომსახურეობის მანქანა-დანადგარები (ლიანდაგის დამგები, მომშანდაგებლები, ბალასტიორები, შპალებისა და ბალასტის მანქანები, დუმპკარები და ა.შ.)
- პორტებისა და ნავსადგურებში გამოყენებული პორტალური ამწეებისა და სპეციალიზებული ტვირთამწევ-სატრანსპორტო მანქანები
- ღია და დახურულ სატვირთო ტერმინალებში და საკონტეინერო მოედნებზე ფუნქციონირებადი ტვირთამწევი მანქანები
- სამგზავრო, სატვირთო და სატვირთო-სამგზავრო ლიფტები
ცენტრი ფუნქციონირებს სტუ-ს აკადემიურ მიმართულებასთან. მას ქვეყნის მასშტაბით დაკისრებული აქვს სათაო ორგანიზაციის ფუნქციები ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო, მანქანებისა და ლიფტების პროექტირებისა, ატესტირების და ექსპერტიზის საკითხებში.
ცენტრი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმებით ამუშავებს და ნერგავს ზემოთ მოხსენიებული მანქანა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებსა და წესებს.
ცენტრის მოქმედების ძირითადი მიმართულებებია:
- საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარება სრული კონსტრუქტორული დოკუმენტაციის შედგენის ჩათვლით
- კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მანქანათა ტიპიური და სპეციფიური დეტალების სიმტკიცეზე ანგარიშები
- საფრთხის რისკის შემცველი სამშენებლო-საგზაო მანქანა-მოწყობილობების, ამწეების ტექნიკური ზედამხედველობა, ატესტაცია
- საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმებით ზემოთმოხსენიებული მანქანა-მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებისა და წესების დამუშავება და დანერგვაში მონაწილეობა
- საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, მათ შორის, უსაფრთხოების ტექნიკის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება
- მიმართულების სიმულატორების (ტრენაჟორები) გამოყენებით ამწეების მემანქანეების, მეექსკავატორების, მბურღავების და სხვა სამშენებლო-საგზაო მანქანა მოწყობილობების ოპერატორების მომზადება
- შესაბამის პროფესიებში 8 სახელობო პროგრამის უზრუნველყოფა
საკვლევ-სამეცნიერო ცენტრის მიერ შესრულებული ზოგიერთი
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო
- ენგურჰესის ამწე-სატრანსპორტო საშუალებათა მთელი პარკის რეანიმაცია (90-იან წლებში იქ მომხდარი კატასტროფის შემდეგ);
- ,,ჯორჯიანტრანს ექსპედიციის“ თბილისის და ფოთის საკონტეინერო ტერმინალებზე ფუნქციონირებადი ჯოჯგინა ამწეების დიდი უმრავლესობის მოდერნიზება, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მთელი ტექნოლოგიური პროცესი;
- ΚБ-674А კოშკური ამწის მოდერნიზება წმიდა სამების ტაძრის გუმბათის ლითონკონსტრუქციის მონტაჟის უზრუნველყოფისათვის, რამაც ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობა მისცა ტაძრის მშენებლებს;
- სასტუმრო ,,მარიოტის“ მშენებლობის წარმოება თავისუფლების მოედანზე კათედრის ძალებით დაპროექტებული და დამონტჟებული დაგრძელებულისრიანი ამწის მეშვეობით;
- რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნების ტექნოლოგიური დანიშნულების ამწე-სატრანსპორტო საშუალებების და კომპლექსების რეანიმაცია.
- საკვლევ-სამეცნიერო ცენტრს მინიჭებული აქვს სათაო ორგანიზაციის სტატუსი სამშენებლო და ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობათა პროექტირების და ექსპერტიზის სფეროში.
- მიმართულებას და მის ცენტრს პროფილის შესაბამის პროფესიებში სალიცენზიოდ წარდგენილი აქვს 8 სახელობო პროგრამა.
- ცენტრი, კათედრის ტრენაჟორების გამოყენებით, ამზადებს ყველა სახის ამწეების მემანქანეებს, მეექსკავატორებს, მბურღავებს და სხვა სამშენებლო მანქანა-მოწყობილობების ოპერატორებს.
- ცენტრთან მოქმედებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალისათვის, მათ შორის უსაფრთხოების ტექნიკის მუშაკებისათვის.
სამეცნიერო მიმართულებები
- სამშენებლო ტექნიკის ტიპიური დეტალების დაღლილობითი პროცესის მოდელირება და სიმტკიცის პარამეტრების ოპტიმიზაცია
- კონტაქტური ძაბვების განსაზღვრის მეთოდიკა სრიალის საკისრების შეთანაწყობაში დრეკადობის თეორიის ამოცანის ამოსნის გზით
- ფრიქციული ამძრავების წევის უნარის კვლევა სხვადასხვა გეომეტრიულ და ფიზიკურ პარამეტრებთან კორელაციაში
- ფრიქციული ამძრავების ახალი კონკურენტუნარიანი კინემატიკური სქემები და მათი ეფექტიანობის კვლევა
- სამშენებლო დარგის ამწე-სატრანსპორტო საშუალებების საიმედოობის და უსაფრთხოების ექსპლუატაციური მაჩვენებლების კვლევა
- მექანიკური მოწყობილობის საყრდენი კვანძების კვლევა სხვადასხვა სახის ხახუნის პირობებში
- სრიალის საკისრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდების შემუშავება მშრალი და საზღვრული ხახუნის პირობებში
- ახალი ცვეთამედეგი ანტიფრიქციული და ფრიქციული მასალების გამოკვლევა მათი ეფექიანად გამოყენების თვალსაზრისით