ალექსანდრე
ბაგრატიონ–დავითაშვილი
კონტაქტი:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
წყალმომარაგება, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა
და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68.
წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი
წყალმომარაგება, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის- Department of Water Supply, Sewerage Systems, Heat- Air-Supply and Ventilation and Engineering Equipment of Buildings (შემდგომში დეპარტამენტი) საქმიანობა დაეფუძნება აკადემიური თავისუფლების, სწავლების, სწავლისა და კვლევის ერთიანობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
წყალმომარაგებას, წყალარინებს, გაზთბოაირმომარაგებისა და ვენტილაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის მზარდი ეკონომიკის განვითარებაში.
დეპარტამენტი ხელმძღვანელობს დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებულ პრინციპებით და უზრუნველყოფს საზოგადოებას საიმედო, განათლებულ და მაღალკვალიფიციურ რესურსებით წყალმომარაგების, წყალარინების, გაზით უზრუნველყოფის, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის დარგში.
დეპარტამენტის მისიას წარმოადგენს:
- სტუდენტებისათვის უმაღლესი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა ზემოდაღნიშნულ ინჟინერიის სფეროში სწავლების ყველა საფეხურზე (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა);
- საინჟინრო–სამეცნიერო და საინჟინრო–ტექნოლოგიური ცოდნის ინტეგრირება, რომელიც აფართოვებს ცოდნის ბაზას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების მდგრად განვითარებას;
- თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკაზე დამყარებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
- პერსპექტიული ინტერდისციპლინარული თეორიული და გამოყენებით ხასიათის კვლევების ჩატარება ზემოდაღნიშნულ ინჟინერიის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
- საკონსულტაციო და სხვა მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს სტუდენტების აკადემიური წარმატება და მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
- მხარი დაუჭიროს ინტელექტუალური და თანამშრომლური გარემოს შენარჩუნებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაღწიონ მაღალ პროფესიულ შედეგებს;
- სტუდენტების სწავლების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა (თანამედროვე ლაბორატორიებისა და ლიტერატურის ხელმისაწვდომობა);
დეპარტამენტის მიზნები
- ყველა საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/მოდიფიცირება, ინტერნაციონალიზაციის პროცესის გათვალისწინებით;
- სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლება თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათ შორის ელექტრონული და დისტანციური სწავლება;
- სწავლის შედეგების თანამედროვე შეფასების სისტემის დანერგვა;
- გამოუმუშავოს სტუდენტებს ლიდერობის, მართვისა და კომუნიკაციის უნარები, რომლებიც საჭიროა ფართო სპექტრის კარიერის განვითარებისა და უწყვეტი სწავლისთვის.
- დამსაქმებელთა საბჭოს შექმნა და ერთობლივი მუშაობა პროგრამების განახლების მიზნით;
- დეპარტამენტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დამყარება;
- კომპიუტერული უზრუნველყოფის და აღჭურვილობის შეძენა;
- ლაბორატორიების განახლება/მოდიფიცირება;
- სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და სამეცნიერო სტატიების პუბლიკაცია;
- თანამშრომლების მონაწილეობის მიღება პრიორიტეტული მიმართულებების სამეცნიერო–ტექნიკურ კვლევებსა და პროექტებში;
- დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება
დეპარტამენტის ძირითად სტრატეგია
დეპარტამენტის ძირითად სტრატეგიად მიგვაჩნია საინოვაციო-საწარმოო ერთეულად ჩამოყალიბება. დეპარტამენტის საინოვაციო-საწარმოო ინსტიტუციად ფორმირება მოხდება თანამედროვე სისტემური სასწავლო-სამეცნიერო და საწარმოო კომპლექსების მოდერნიზაცია-სინთეზით, რომელიც ჰარმონიულად იმპლემენტირებული მდგენელია თანამედროვე საბაზრო რეალიებისა, რაც დაფუძნებულია უწყვეტი განათლების იდეაზე, ასევე სასწავლო პროცესის გაჯერებაზე რეალური პრაქტიკული, პრობლემური, გამოყენებითი, მეცნიერული მოდელებით.
შენრჩუნებული იქნება დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, რაც გამოიხატება: ელექტრონული სწავლებით, ვირტუალური კლასებით, ციფრული ლაბორატორიებით და დისტანციური სწავლების უახლესი ტექნიკური საშუალებებით.
განვითარდება დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა: აუდიტორიების, ლაბორატორიების, საპროფესოროების, დერეფნებისა და სათავსოების დიზაინის გაუმჯობესება და თანამედროვე ავეჯით მოწყობა. ასევე, აუდიტორიები უნდა აღიჭურვოს ელექტრონული სწავლებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო–დანადგარებით.
საინოვაციო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განვითარებას დეპარტამენტის თემატიკის გათვალისწინებით. ამასთან, როგორც ცნობილია მიღწეულია შეთანხმება ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სამშენებლო ფაკულტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ულტრათანამედროვე სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ.
ლაბორატორია მოემსახურება როგორც სასწავლო–სამეცნიერო, ასევე საექსპერტო პროცესებს შემდეგი მიმართულებებით:
- ჰიდრავლიკა;
- ჰიდრომექანიკა;
- ჰიდროლოგია;
- წყლის დამუშავება–გაწმენდა;
- მექატრონიკა;
- თერმოტექნიკა;
- შედუღება;
- ეკოლოგიის ლაბორატორია;
- მექანიზმების კომპიუტერული კონტროლის ლაბორატორია.
დეპარტამენტის პრიორიტეტი იქნება მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზრებზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. გადაუდებელი აუცილებლობაა ინოვაციური მოღვაწეობის საკადრო უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ინოვაციური სფეროს სპეციალისტთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების გამართულ ფუნქციონირებას, განსაზღვრულ თემატიკურ ურთიერთობას საერთაშორისო საინჟინრო პროფესიულ საზოგადოებებთან, მათ შორის წამყვანი ქვეყნების საინჟინრო–სასწავლო დაწესებულებებთან.
მნიშვნელოვანია არსებობდეს მეთოდების, ცოდნისა და დარგობრივი კომპეტენციების შესახებ წარმოდგენათა ერთობლივობა. ეს მიღებული სამეცნიერო პრაქტიკაა, რომელიც ტრადიციულად მის შიგნით ვითარდებოდა და ვითარდება. მეორე მხრივ, დეპარტამენტი უნდა ქმნიდეს ინსტრუმენტებს, სტრუქტურებს და ინიცირებას უწევდეს პროცესებს, რათა მხარი აუბას მეცნიერული განვითარების დინამიკას, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ახალი თემები.
ყოველივე აღნიშნული, ქმნის თანამედროვე კვლევითი ასპექტების სავალდებულო გათვალისწინების გადაუდებელ აუცილებლობას დეპარტამენტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებში. უნდა შევცვალოთ სასწავლო და კვლევითი მდგენელების თანაფარდობა იმგვარად, რომ სადოქტორო საფეხურზე კვლევითი კომპონენტი საგანმანათლებლო პროგრამის გადამწყვეტ მდგენელად წარმოჩინდეს.
თანამედროვე კვლევებს თანამედროვე სასწავლო და კვლევითი მატერიალური ბაზასთან ერთად ასევე სჭირდება თანამედროვე ლიტერატურა.
პროექტი # 135: „აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობის გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში“ ფარგლებში, BOKU–ს უნივერსიტეტის (ვენა, ავსტრია) ფროფესორების მონაწილეობით იგეგმება ორი სამაგისტრო პროგრამის: „წყლის ინჟინერია“ (მოდიფიცირებით) და „გარემოს ინჟინერია“ (ახალი) მომზადება ელექტრონული სწავლებისათვის mMoodle პროგრამის გამოყენებით.
დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების სტრუქტურა და დარგობრივი მიმართება ზოგადად ეთანადება შესაბამის სფეროთა საგნობრივ პრობლემატიკას, მაგრამ, სამწუხაროდ კვლავ ჩამოვრჩებით თანამედროვე შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუციების კრიტერიუმებს.
რაც ნიშნავს, რომ:
- სადოქტორო განათლების სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს დეპარტამენტის სასწავლო და კვლევით რესურსებს;
- დეპარტამენტში სადოქტორო განათლების მიზანი უნდა იყოს თანამედროვე კვლევაზე ორიენტირებული სისტემური აზროვნების კულტივირება;
- დეპარტამენტის დოქტორანტთა აზროვნების კრეატიულობისა და ინტელექტუალური ავტონომიურობის აღზრდა ისე, რომ სადოქტორო კვლევის შედეგები აკმაყოფილებს თანამედროვე კვლევის ორიგინალურობის მოთხოვნას და მიზანშეწონილი იყოს აღნიშნული კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში გავრცელება.
დღევანდელ საგანმანათლებლო სფეროში ადამიანი ისეთ ცოდნას ვერსად მიიღებს, რომ ეყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ სწავლების სისტემური ამოცანაა ასწავლო ადამიანს, თუ როგორ უნდა ისწავლოს მთელი ცხოვრების მანძილზე.
საგანმანათლებლო ინსტიტუციამ, საზოგადოებას უნდა გადასცეს არა მარტო ცოდნისმიერი კომპეტენციები, არამედ პიროვნებაში უნდა აღზარდოს სინდისიც, რაც ღირებულებითი კატეგორიებით ორგანიზდება და ეთიკური დილემაა არა მარტო გლობალური მასშტაბით, არამედ თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაცაა, რადგან ტექნოლოგიზებული ადამიანი ეთიკის გარეშე ყველაზე დიდი საფრთხეა კაცობრიობისათვის.
ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივმა ისტორიამ მრავალჯერ დაგვანახა, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავების, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე პიროვნება ვერ ჩამოყალიბდება და თუნდაც ერთი ადამიანის აღზრდაში დაშვებული ნაკლოვანებანი შესაძლოა პიროვნების ხასიათის ძალზე საშიშ გამოვლინებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.